რუსეთ-ბელორუსიის ერთობლივი სწავლება "Запад-2017"-ის მორიგ ეტაპზე უბედური შემთხვევა მოხდა: სანკტ-პეტერბურგთან მდებარე "ლიჟსკის" პოლოგონზე, ვერტმრენ Ка-52-ის მიერ სასწავლო-საბრძოლო ამოცანის შესრულების მომენტში გამშვებიდან თვითნებურად იქნა გაშვებული ჰაერი-მიწა ტიპის რაკეტა.
"ვერტმფრენები მიზნისკენ მიფრინავდნენ, გასაფრენი იყო ბოლო 500 მეტრა, დავალების მიხედვით საბრძოლო გზაზე შეიარაღების ჯაჭვი ირთვება, პილოტებმა ჯაჭვი ჩართეს, მაგრამ სადღაც, რაღაცამ მოკლე ჩართვა მოახდინა და რაკეტა თვითნებურად იქნა გაშვებული. როგორც ცნობილია დაიწვა ორი მანქანა, ორმა ადამიანმა მძიმე ჭრილობები მიიღო, ამჯამად ისენი ჰოსპიტალში იმყოფებიან. ეს რომელიღაცა საჩვენებელი გამოსვლის წინ განხორციელებული რეპეტიცია იყო. სავარაუდოდ რაკეტამ ჟურნალისტები დააზიანა" - ამის შესახებ 66.RU იუწყება (წყარო - На учениях «Запад-2017» боевой вертолет случайно дал залп по толпе зрителей, есть раненые.)
შემთხვევის ვიდეოკადრები
აფეთქების შედეგები
აფეთქების შედეგების დათვალიერების ხანგრძლივი ვიდეო
შემთხვევის გარემოებები
აფეთქების შედეგად დაზარალებული КамАЗ-ის ბაზაზე შექმნილი სპეცკავშირგაბმულობის, რადიოდაზვერვისა და ხარვეზების მანქანა РБ-341В "Леер-3"
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განცხადების თანახმად, რაკეტის გაშვება ხალხის ჯგუფისკენ არ მომხდარა და რომ განცხადება თითქოსდა "აფეთქება ხალხის თავშეყრის ადგილას მოხდა", სიმართლეს არ შეესაბამება და ვიღაცის მიერ გავრცელებული ჭორებია. (განცხადება - В Минобороны опровергли сообщения о ракетном ударе по журналистам на учениях "Запад-2017")
თუმცა ზემოთ მოყვანილი განცხადებისგან განსხვავებით, ქვემოთ ვიდეოზე კარგად ჩანს რომ აფეთქების რაიონში ხალხი ნამდვილად ბევრი იყო:
ვიდეო პილოტის კაბინიდან
No comments:
Post a Comment