მოკლედ ბოლო დროს გავრცელებული სიახლეები, ამ მანქანის მიმართ ინტერესს ზრდის.
კერძოდ საუბარია სირიაში მივლინებული БМПТ Терминатор და რუსეთის არმიის მიერ მისი შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება, ამის შესახებ ბლოგში არაერთხელ დაიწერა:
მოკლედ მინდა გაგიზიაროთ ამ მანქანის სახესხვაობის რამოდენიმე საინტერესო დეტალი, სულ, ფაქტიურად სერიული მანქანის, 4 ვარიანტია შემჩნეული. დავიწყოთ ფოტოებით:
ფაქტიურად სერიულ დონემდე მიყვანილი საწყისი ვარიანტი
მისი შემდეგი სახესხვაობა - ცვლილებები შევიდა პანორამლუ სამიზნეში (მწვანე), დაბალგანათებაზე მომუშავე კამერით აღჭურვილი, БО7К1 ტიპის პანორამის ნაცვლად, მანქანაზე ტანკ Т-90МС-ის მეთაურის თბოხედვის კამერით აღჭურვილი პანორამული სამიზნე დამონტაჟდა. ასევე მოხდა კოშკურის ფორმების დახვეწა (წითელი)
შეცვლილია სათადარიგო ნაწილებისა და საკუთნოს კოლოფები და მათი განლაგება - ზედა ფოტოზე პირვანდელი ვერსიაა, ერთი კოლოფით (წითელი), ხოლო მუხლუხებსზედა თაროზე კოლოფი საერთოდ არ აყენია (მწვანე). განახლებულ მანქანაზე, კოშკურის უკან, უფრო მოზრდილი კოლოფია განთავსებული, ხოლო, ორივე მხარეს, მუხლუხებსზედა თაროებზე, ორი ცალი დამატებითი კოლოფი აყენია (მწვანე)
სწორედ ზემოთ აღნიშნული, განახლებული მანქანა, იყიდა ყაზახეთის არმიამ. ყველა ზემოთ აღნიშნული ცვლილება ადვილად შესამჩნევია
კიდევ ორიოდე მცირე ვიზუალური დეტალი, რომლითაც ყაზახეთის მანქანები განსხვავდება პროტოტიპებისგან - პირველი ეს გრუნტზე მოსაჭიდებელი ირიბი კლანჭებით აღჭურვილი მუხლუხების ნაცვლად ყაზახურ მანქანებზე სწორ კლანჭებიანი მუხლუხები აყენია
იყო
გახდა
და მეორე დეტალი კორპუსის ზედა დეტალის დინამიკური დაცვა, მძღოლ-მექანიკოსის სარქველის წინ, განსხვავებული გოფრირებით გამოირჩევა
იყო
გახდა
შემდეგი სიახლე БМПТ-72 გახდა, თუმცა ეს მანქანა საკმაოდ განსხვავდება წინამორბედისგან, ფაქტიურად სულ უცხო კოშკურა უყენია, მოხსნილია ავტომატური ყუმბრამტყორცნები და მთლიანობაში ფაქტიურად სრულიად ახალი მანქანაა, უბრალოდ აქ ის მისი როლის გამოა მოყვანილი, რასაც ქვემოთ განვიხილავთ, ამჯერად კი მის მონიშნულ დეტალებს დააკვირდით
იგივე დეტალები БМПТ-ზე შემჩნეული იქნა ჯერ გამოფენა RAE-2015 (კერძოდ ავტომატური ქვემეხების გარსსაცმი, შავი ისრით ფოტოებზე)
შემდეგ სირიაში გამოჩნდა მანქანა, რომელზეც ქვემეხების ძველი გარსსაცმები ეყენა, სამაგიეროდ ტსმრ-ების გამშვები იყო БМПТ-72-ის ანალოგიური
და აი ბოლოს, გამოფენა Армия-2017-ზე, სადემოსნტრაციო გაოსვლებზე, გამოყვანილი იქნა მანქანა, რომელსაც ქვემეხების გარსსაცმიცა და ტსმრ-ის გამშვებებიც БМПТ-72-იდან ჰქონდა ნასესხები (აღსანიშნავია რომ ზედა, სირიულ, და ქვედა საგამოფენო მანქანებზე, თბოხედვის კამერით აღჭურვილი პანორამის ნაცვლად, ისევ ძველი, БО7К1 ტიპის პანორამა არის დამონტაჟებული)
P.S. მონაცემები სავარაუდოდ არასრულია, რადგანაც მანქანები გარეგანი იერის გარდა, შიდა აღჭურვილობითაც განსხვავედბიან, რაც ჩვენთვის ჯერ-ჯერობით არაა ხელმისაწვდომი. ნებისმიერი ინფორმაცია მანქანის შესახებ მისასალმებელია.
No comments:
Post a Comment