Monday, September 18, 2017

ყატარის ავიაციის Rafale-სა და F-15QA-ს Eurofighter-იც შეემატა

როგორც ცნობილი ხდება, 2017 წლის 17 სექტემბერს, ყადარის მინისტრმა თავდაცვის საკითხებში, ჰალიდ ბინ მოჰამედ ალ-ატტიამ, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ, მაიკლ ფელლონთან, ხელი მოაწერა 24 ცალი, Eurofighter Typhoon-ის ტიპის  მრავალფუნქციური გამანადგურებლების შესყიდვის პირობას, ხელშეკრულებაში მთელი საჭირო აღჭურვილობაა შესული. გამანადგურებლები ყატარს ბრიტანულმა კორპორაცია BAE Systems-მა უნდა მიაწოდოს, ხელშეკრულების დეტალები მოლაპარაკების სტადიაშია.
დავამატებ რომ, Eurofighter Typhoon, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გახდება ყატარის ავიაციის მესამე თანამედროვე მრავალფუნქციური გამანადგურებელი. 2015 წლის მაისში ყატარმა საფრანგეთთან, 24 ცალი Dassault Rafale-ს ტიპის (18 ერთადგილიანი Rafale EQ და ექვსი Rafale DQ) გამანადგურებლის შესყიდვის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი (ოპციად 12 გამანადგურებელია გათვალისწინებული). ხოლო 2017 წელს აშშ-ს, 12 მილიარდ დოლარად, 36 ცალი Boeing F-15QA ტიპის გამანადგურებელი შეუკვეთა (გეგმები 72 გამანადგურებელზე ჰქონდა).

წყარო:

კომპანია Dassault-ის მიერ აწყობილი პირველია Rafale-EQ სატესტო ფრენების მომენტში


No comments:

Post a Comment