Thursday, September 21, 2017

როგორც ჩანს პირველი განადგურებული Т-90А გვყავს სიაში

როგორც WithinSyriaBlog იუწყება, ეს ჰაიატ ტაჰირ ალ-შამის მებრძოლების მიერ ნალააფარი, დაზიანებული, Т-90А უნდა იყოს, რომელიც სირიის არმიის Т-72М-ა ქვეკალიბრული ჭურვის ბორტში გასროლით გაანადგურა.

ბევრი დაკვირვებულის თქმით განადგურებულ ტანკს კოშკურაზე დინამიკური დაცვის "პირამიდკები" აქვს, არა და ნაალააფრ ტანკზე ეს "პირამიდკები" არ იყო შემჩნეული, ტანკი მელოტი კოშკურით გამოირჩეოდა.

 თუმცა ეს ორის სხვადასხვა მანქანაა და განსხვავებული ისტორიები გააჩნიათ

UPD - ახალი ფოტოები

3 comments:

  1. კარგია, ესე იგი ტ-72 ებრძვის წარმატებით, ალბათ არც ისე ახალი და თანამედროვე ჭურვებით. (ნუ ეკიპაჟზე რომაა პირველ რიგში დამოკიდებული ეგ მესმის, მაგრამ ფაქტია, ააფეთქა)
    თუ ოდესმე დაპირისპირება მოგვიწია, აღარ იქნება ლეგენდებისთვის საფუძველი რომ არ ფეთქდება და ეს თუ გყავს ბრძოლა შენია და ა.შ.
    ასევე ბოლოდროინდელი მოვლენები - ერაყელების და საუდელების გასხმები თანამედროვე ტექნიკით, მათ შორის ნაქები და ამერიკელთა ხელში თითქმის აუფეთქებელი აბრამსებით და ახლა ეს, ჩვენნაირი ქვეყნის მეომრის ფსიქოლოგიაზე და მორალზე იმოქმედებს კარგად.
    დამტკიცდა რომ:
    1) აუფეთქებელი და ჩამოუგდები ტექნიკა არ არსებობს
    2) წვრთნა წყვეტს ყველაფერს - კარგი ეკიპაჟის/ოპერატორის გარეშე სუპერთანამედროვე ტექნიკა ჯართია და კარგი მომზადების გარეშე მრავალრიცხოვანი არმია საზარბაზნე ხორცი. (როგორც მოწინააღმდეგის, - ასევე შენიც სამწუხაროდ)

    ReplyDelete
    Replies
    1. ყველაფერი მართალია, მაგრამ ეშმაკაი დეტალებში იმალება - ბორტში მოხვედრითაა აფეთქებული, მანდედან კიდევ ისედაც ცნობილი იყო რომ ყველაზე ძვედლი ჭურვებიტაც შეიძლება მწყობრიდან გამოყვანა, გინდა ესა და გინდა აბრამსი და გინდა ლეოპარდი.

      Delete
  2. ხო, მე დიდი ცოდნა არ მაქვს მაგ საქმის, ამიტომ ეგ დეტალი გამომრჩა. ეშმაკი მართლაც დეტალებში იმალება ყველა საქმეში..
    მაგრამ კარგია რომ სატანკო ბრძოლაში გაანადგურა ტ-72-მა ტ-90, (ხომ ბრძოლაში განადგურდა და არა გაჩერებული?) ანუ შანსი არსებობს, მაგას მაინც ამტკიცებს.
    ცოტა უფრო ტვინიანი და მონდომებული მოსწავლე და მასწავლებელი (თუ არ ჩაუკლეს ეს მონდომება) კიდევ უფრო დარწმუნდება რომ უფრო მეტი ოფლი დაღვაროს, ისწავლოს კარგი მანევრირება, სწრაფი დამიზნება და ამის ხარჯზე როცა იქნება ბორტში გაარტყავს ტ-90-ს ჭურვს.
    მე-2 მსოფლიო ომის დროსაც, როგორც ვიცი ზუსტად სუსტ წერტილებში ცდილობდენენ ჭურვის გარტყმას გერმანულ "ვეფხვებზე" საბჭოელები თუ ამერიკელები, რომელთა ტანკებიც წინიდან ვერ დაუდგებოდნენ მათ.
    ებრაელების წვრთნებზე კი საერთოდ ლეგენდები დადის "უბრალო" ხალხში.
    შედეგები კი არის ცნობილი ყველასთვის.
    იმედს იძლევა ეს ფაქტი, ეგეთი დეტალები კი მომავალმა და არსებულმა მაგ განხრის სპეციალისტებმა ისწავლონ კარგად, რომ მერე ავიცილოთ ისეთი სამწუხარო ამბები და ლეგენდები რაც გაგრის დაცემის დროს მოხდა. (თუმცა მარტო ტ90-ის ან რომელიმე კონკრეტული ტექნიკის აფეთქება-ვერაფეთქებამდე სხვა უფრო სერიოზული პრობლემები რომ გვაქვს ეგეც მესმის)

    ReplyDelete