суббота, 2 августа 2014 г.

ტერორისტების წაღებული "ИС-3" პოსტამენტზე დააბრუნდება

უკრაინელი სამხედროები მე–2 მსოფლიო ომის ძეგლს თავის ადგილზე აბრუნებენ. ალბათ ყველას გახსოვთ თუ როგორ წაიყვანეს პოსტამენტიდან პრორუსულმა ტერორისტებმა მე–2 მსოფლიო ომის დროინდელი ტანკი "ИС-3" (ან კი მე–2 მსოფლიო ომში ამ ტიპის მანქანას მონაწილეობა არ მიუღია). თავის დროზე მანქანა ფაშისტ დამპყრობლებზე გამარჯვების ძეგლად მსახურობდა.
ტერორისტებმა მანქანა პოსტამენტიდან მოხსნეს და ბრძოლებში გამოსაყენებლად გადააკეთეს. ტვინგაყინული რუსი ტერორისტების მიერ ტანკი პირველ რიგში ფსიქოლოგიური ზემოქმედების განსახორციელებლად გამოიყენებოდა – ისინი დონბასის ქალაქებში დააგორებდნენ ამ მანქანას და თავისი "მოგონილი" ძალით ტკბებოდნენ. 
მანქანის ჯავშანზე დიდი წითელი ვარსკვლავი დაახატეს, ხოლო დამატებითი გარე ავზები წარწერებით დაამშვენეს – "На Львов" და "На Киев". ამას გარდა ტერორისტები მას მოძრავ, შეჯავშნულ საცეცხლე წერტილად იყენებდნენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალისტები სწავლობენ მისი ქვემეხიდან ცეცხლის წარმოების ფაქტს. უდავოა ის ფაქტი, რომ თვითნაკეთი სატყვიამფრქვევო კოშკურიდან, რომელიც ტანკზე დააყენეს, ტერორისტები ცეცხლს უკრაინული არმიისა და მშვიდობიანი მოსახლების მიმართულებით აწარმოებდნენ.
აკუმულიატორების დაყენების შემდეგ მანქანა დაიქოქა და თავისი სვლით ავიდა ავტოგამწეზე, რომელმაც ის უკრაინის არმიის სარემონტო ბაზაზე გადაიყვანა. მანქანის დემილიტარიზაციის ყველა ღონისძიებისა და საჭირო გადაკეთებების შემდეგ მას თავის ძველ ადგილზე დააბრუნებენ.

წყარო:


пятница, 1 августа 2014 г.

დღის ფოტო – პილოტი

ვინმე მეტყვის ეს რა არის?

ქართველი უკრაინის სამსახურში vol.2


უკრაინული ძალოვნების რიგებში ქართველი მებრძოლების შესახებ უკვე ვწერდი –ქართველი უკრაინის სამსახურში. ამჯერად წარმოგიდგენთ მეორე ქართველს, ირაკლის, რომელიც გადამდგარი სამხედროა და აფხაზეთის ომის ვეტერანია:



ისე გამოუვიდა როგორ წინასწარმეტყველება:
– Зачем вы ребята приехали к нам и помогаете нам?
– Если мы не остановим их на Гумисти, то завтра мне придётся их останавливать на Днепре.

მაგრამ არა – საკმარისია იცნობდე რუსეთს რომ ეს წინასწარმეტყველება უბრალო ფაქტი გახდება.


четверг, 31 июля 2014 г.

ერაყმა ТОС-1А "Солнцепек"–ები იყიდა

ფოტოები ბაგდადის აეროპორტში, 28 ივლისსა გადაღებული – როდესაც რუსეთიდან, ავიაკომპანია "Волга-Днепр"–ის მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავმა,  Ан-124-100 "Руслан"მა, ერაყში ცეცხლმფრქვეველი  ТОС-1А "Солнцепек" ჩაიყვანა. ფოტოზე ჩანს სისტემა ТОС-1А–ს ერთი გამშვები მანქანა БМ-1 და ერთი სატრანსპორტო–დამტენი მანქანა ТЗМ-Т.
დაზუსტებით უცნობია ეს მანქანები შედის ამ 2 წლის წინ გაფორმებული, 1,6 მილიარდ დოლარიან, ხელშეკრულებაში თუ ახალი კონტრაქტის შედეგად იქნა შეძენილი.



среда, 30 июля 2014 г.

გაოცებული სამაჩაბლოელი ოსი – მიკვირს დონეცკის მოსახლეობა რატო არ იბრძვის ჩვენს გვერდში?

რუსულმა საზოგადო მოძრაობა "დროის არს"–მა(Суть времени), რომლის ორგანიზატორიც ცნობილი კრემლის გოშია–პოლიტოლოგი, სეგეი კურიაგინია, გამოაქვეყნა დონეცკში მებრძოლი პრორუსი ტერორისტის ვიდეოინტერვიუ.
როგორც ტიტრებიდან ჩანს, წვერიანი კაცის სახელია მაირბეკ პლიევი და ის მოხალისეა სამაჩაბლოს რეგიონიდან. თუმცაღა ახსნილი არაა, თუ რატომ ჩავიდა სამაჩაბლოელი ოსი აღმოსავლეთ უკრაინაში საომრად – უკრაინას ოსებისთვის ხო არაფერი დაუშავებია. ვიდეოსიუჟეტში მაირბეკი წუწუნებს იმის თაობაზე რომ დონეცკის მოსახლეობას არ სურს იბრძოლოდ უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ მის გვერდში.
– იქ სადაც მე ვიყავი, ადგილობრივი მოსახლეობა თვითონ მიდიოდა საბრძოლველად, აქ კიდევ რატოა ასეთი მოსახლეობა არ მესმის.... – დაიწუწუნა გაოცებულმა ტერორისტმა – ერთმილიონიანი ქალაქიდან ათი ათასი მეამბოხის შეკრეფა არ შეუძლიათ.
მაირბეკი ასევე მოყვა, რომ ეშინია გაშლილ ველზე ბრძოლა. სამაგიეროდ ქალაქში – "კაია და მხიარულებაა!". ალბათ განსაკუთრებით კაია როცა ეს ქალაქი შენი არაა და არ გენანება. დიდი ამბავი მშვიდობიანი მოსახლეობა – ქალები და ბავშვები იხოცებიან.
– "მე ვფიქრობ რომ მათი სისხლის დასალევად ჩვენც საკმარისნი ვართ და მერე ჩემს ფეხებს რაც მოხდება" – ღიმილით აღნიშნა თავისი მისია ოსმა ტერორისტმა.
სამწუხაროდ მაირბეკმა თავის ინტერვიუში არ ახსნა თუ რატომ უნდა ეხმარეობდეს ადგილობრივი მოსახლეობა სუნიან სამაჩაბლოელ ტერორისტს კონფლიქტის გაღვივებაში.


вторник, 29 июля 2014 г.

ჯავშან–სატანკო სიახლეები უკრაინიდან

დასრულდა ეროვნული ჯავშან-КамАЗ-ის დამზადება АТО-ს ძალებისთვის

წყარო:



ხარკოვის ჯავშანსატანკო სარემონტო ქარხნიდან АТО-ს ზონაში 430 ტონა ჯავშანსატანკო ქონება იქნა გაგზავნილი 






წყარო:


КрАЗ–მა დაიწყო "Streit Group"–ის ჯავშანმანქანების "Спартан" და "Кугуар"–ის წარმოება (უფრო სწორედ აწყობა)


წყარო:

Ан-178-ის პირველი პროტოტიპის ფიუზელაჟი


უკრაინაში, ანტონოვის ქარხანაში Ан-178-ის პირველი პროტოტიპის ფიუზელაჟი ააწყვეს

понедельник, 28 июля 2014 г.

J-20–ის მე–4 პროტოტიპის პირველი ფრენა

დღეს ჩინეთში, ქალაქ ჩენდოუში პირველი ფრენა განახორციელა ჩინური, მე–5 თაობის გამანადგურებლის, J-20–ის (საბორტე ნომერი "2012) მე–4 პროტოტიპმა.