Saturday, August 2, 2014

ტერორისტების წაღებული "ИС-3" პოსტამენტზე დააბრუნდება

უკრაინელი სამხედროები მე–2 მსოფლიო ომის ძეგლს თავის ადგილზე აბრუნებენ. ალბათ ყველას გახსოვთ თუ როგორ წაიყვანეს პოსტამენტიდან პრორუსულმა ტერორისტებმა მე–2 მსოფლიო ომის დროინდელი ტანკი "ИС-3" (ან კი მე–2 მსოფლიო ომში ამ ტიპის მანქანას მონაწილეობა არ მიუღია). თავის დროზე მანქანა ფაშისტ დამპყრობლებზე გამარჯვების ძეგლად მსახურობდა.
ტერორისტებმა მანქანა პოსტამენტიდან მოხსნეს და ბრძოლებში გამოსაყენებლად გადააკეთეს. ტვინგაყინული რუსი ტერორისტების მიერ ტანკი პირველ რიგში ფსიქოლოგიური ზემოქმედების განსახორციელებლად გამოიყენებოდა – ისინი დონბასის ქალაქებში დააგორებდნენ ამ მანქანას და თავისი "მოგონილი" ძალით ტკბებოდნენ. 
მანქანის ჯავშანზე დიდი წითელი ვარსკვლავი დაახატეს, ხოლო დამატებითი გარე ავზები წარწერებით დაამშვენეს – "На Львов" და "На Киев". ამას გარდა ტერორისტები მას მოძრავ, შეჯავშნულ საცეცხლე წერტილად იყენებდნენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალისტები სწავლობენ მისი ქვემეხიდან ცეცხლის წარმოების ფაქტს. უდავოა ის ფაქტი, რომ თვითნაკეთი სატყვიამფრქვევო კოშკურიდან, რომელიც ტანკზე დააყენეს, ტერორისტები ცეცხლს უკრაინული არმიისა და მშვიდობიანი მოსახლების მიმართულებით აწარმოებდნენ.
აკუმულიატორების დაყენების შემდეგ მანქანა დაიქოქა და თავისი სვლით ავიდა ავტოგამწეზე, რომელმაც ის უკრაინის არმიის სარემონტო ბაზაზე გადაიყვანა. მანქანის დემილიტარიზაციის ყველა ღონისძიებისა და საჭირო გადაკეთებების შემდეგ მას თავის ძველ ადგილზე დააბრუნებენ.

წყარო:


No comments:

Post a Comment