Wednesday, July 30, 2014

გაოცებული სამაჩაბლოელი ოსი – მიკვირს დონეცკის მოსახლეობა რატო არ იბრძვის ჩვენს გვერდში?

რუსულმა საზოგადო მოძრაობა "დროის არს"–მა(Суть времени), რომლის ორგანიზატორიც ცნობილი კრემლის გოშია–პოლიტოლოგი, სეგეი კურიაგინია, გამოაქვეყნა დონეცკში მებრძოლი პრორუსი ტერორისტის ვიდეოინტერვიუ.
როგორც ტიტრებიდან ჩანს, წვერიანი კაცის სახელია მაირბეკ პლიევი და ის მოხალისეა სამაჩაბლოს რეგიონიდან. თუმცაღა ახსნილი არაა, თუ რატომ ჩავიდა სამაჩაბლოელი ოსი აღმოსავლეთ უკრაინაში საომრად – უკრაინას ოსებისთვის ხო არაფერი დაუშავებია. ვიდეოსიუჟეტში მაირბეკი წუწუნებს იმის თაობაზე რომ დონეცკის მოსახლეობას არ სურს იბრძოლოდ უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ მის გვერდში.
– იქ სადაც მე ვიყავი, ადგილობრივი მოსახლეობა თვითონ მიდიოდა საბრძოლველად, აქ კიდევ რატოა ასეთი მოსახლეობა არ მესმის.... – დაიწუწუნა გაოცებულმა ტერორისტმა – ერთმილიონიანი ქალაქიდან ათი ათასი მეამბოხის შეკრეფა არ შეუძლიათ.
მაირბეკი ასევე მოყვა, რომ ეშინია გაშლილ ველზე ბრძოლა. სამაგიეროდ ქალაქში – "კაია და მხიარულებაა!". ალბათ განსაკუთრებით კაია როცა ეს ქალაქი შენი არაა და არ გენანება. დიდი ამბავი მშვიდობიანი მოსახლეობა – ქალები და ბავშვები იხოცებიან.
– "მე ვფიქრობ რომ მათი სისხლის დასალევად ჩვენც საკმარისნი ვართ და მერე ჩემს ფეხებს რაც მოხდება" – ღიმილით აღნიშნა თავისი მისია ოსმა ტერორისტმა.
სამწუხაროდ მაირბეკმა თავის ინტერვიუში არ ახსნა თუ რატომ უნდა ეხმარეობდეს ადგილობრივი მოსახლეობა სუნიან სამაჩაბლოელ ტერორისტს კონფლიქტის გაღვივებაში.


No comments:

Post a Comment