Saturday, March 1, 2014

დღის ფოტო – მეჭეჭებიანი ღორი

A-10 Thunderbolt II ზედმეტსახელად warthog–ის, ანუ მეჭეჭებიანი ღორის საკმაოდ საინტერესო რაკურსი
 არა უშნოობაში ნაღდად ჰგავს :D

Friday, February 28, 2014

ბათუმის ხედი USS Mount Whitney–ს (LCC-20) გემბანიდან

Sailors assigned to the USS Mount Whitney man the rails as the ship arrives in Batumi, Georgia, for a port visit. Can you spot the ferris wheel in the background? It sits on Batumi Boulevard on Georgia’s Black Sea coast and gives riders a fantastic panoramic view of the beaches and the city.

BM Oplot - commercial


უკრაინული ტანკმშენებლობის სიამაყე ტაილანდში

დღის ფოტო – Су-30МКМ ავიამზიდ USS George Washington–ის თავზე

2012 წელი – მალაიზიის ავიაციის კუთვნილი, რუსული წარმოების გამანადგურებლები Су-30МКМ–ები აშშ–ს ავიამზიდის, USS George Washington–ის თავზე ერთობლივი სწავლების დროს (ფოტოები გადიდებადია).

Thursday, February 27, 2014

Manas goodbye

2014 წლის 24 თებერვალს ყირგიზეთში მდებარე აშშ–ს "მანასის" სატრანზიდო ავიაბაზიდან უკანასკნელი გაფრენა შეასრულა აშშ–ს საჰაერო ძალების თვითმფრინავ–ტანკერმა Boeing КС-135R. გაფრენა ავღანეთის თავზე თვითმფრინავების საწვავით გამართვის მიზნით განხორციელდა.
12,5 წლის განმავლობაში სატრანზიტო ცენტრიდან თვითმფრინავ KC–135–მა 33 500 გაფრენა განახორციელეს, რომლის განმავლობაშიც საწვავით გამართული იქნა 135 ათასი თვითმფრინავი და გადაცემული იქნა 625 მილიონი გალონი საწვავი, რაც საკმარისია 9000 ოლიმპიური აუზის ასავსებად.
6 საათიანი მოგზაურობისა და A- 10 Thunderbolt IIS (რომელმაც სხვათა შორის კონტაქტში მყოფ სახმელეთო ძალებს აღმოუჩინა მხარდაჭერა) და F- 16 Fighting Falcons საწვავით გამართვის შემდეგ, KC-135 Stratotanker მიწაზე დაეშვა, სადაც მის ეკიპაჟს ფანფარებით დახვდნენ.
ამის შემდეგ, მალევე, მეორე ეკიპაჟმა ააფრინა ჰაერში KC-135 და აშშ–ში, შტატ ვაშინგტონში, Fairchild AFB–ზე გაემგზავრა, საღამომდე კიდევ ორი KC- 135 გაფრინდა სახლში და ასაფრენ ზოლზე მხოლოდ გაყინული C-17–ები დატოვა.

P.S. თავის დროზე ჩვენი ავღანური მისიაც ამ ბაზიდან იწყებოდა. ქვევით მოყვანილია ორი ფოტო – 31–ე ბატალიონის B ასეული Manas–ის ბაზიდან ავღანეთში, აშშ–ს საზღვაო ქვეითების ბაზა Camp Leatherneck გამგზავრების მომენტში.

წყარო:

Tuesday, February 25, 2014

დღის ფოტო – მრავლის მნახველი Krak des Chevaliers

მრავლის მნახველი ციხესიმაგრე, Krak des Chevaliers, ისევ ცეცხლის ქვეშაა

Spike NLOS სამხრეთ კორეაში

მოკლედ საინტერესო კამათი მოხდა იმის თაობაზე, თუ რა იქნა გამოტანილი 2013 წლის 1 ოქტომბერს, სეულში განხორციელებულ სამხედრო აღლუმზე. ქვევით მოყვანილია აღლუმის ფოტოები:
როგორც ცნობილია სამხრეთ კორეამ ებრაული კომპანია Rafael–ისგან, 2010 წლის ნოემბერში 67 ცალი Spike NLOS რაკეტა და ორი გამშვები მანქანა 43 მილიონ აშშ დოლარად შეისყიდა.
ორი მანქანა როგორც გამოცდებიდან ჩანს, რომელიც სამხრეთ კორეაში, ყვითლი ზღვის სანაპიროზე განხორციელდა, ეს Ford-550–ის ბაზაზე შექმნილი Plasan SandCat 4x4 შეჯავშნული ჯიპია.

წყარო:

ს. კორეის საზღვაო ქვეითების მიერ ყვითელი ზღვის სანაპიროზე განხორციელებული Spike NLOS–ის გამოცდები ვიდეო და ფოტო მასალა

 Plasan SandCat 4x4  დამონტაჟებული Spike NLOS-ის გამოცდები ყვითელი ზღვის სანაპიროზე (გამოცდების ხედი გვერდიდან)
 Plasan SandCat 4x4  დამონტაჟებული Spike NLOS-ის გამოცდები ყვითელი ზღვის სანაპიროზე (გამოცდების ხედი უკნიდან)

ფოტოების ანალიზის შედეგად აშკარა გახდა, რომ აღლუმზე რაკეტის მაკეტები იყო გამოყვანილი. ამაზე ფოტოზე აღმოჩენილი შემდეგი დეტალები მიუთითებს:
  • გასროლის შემდეგ რაკეტის შუა და უკანა ფრთასხმულობა იშლება, მანამდე გამშვებ კონტეინერში ფრთასხმულობა დაკეცილ მდგომარეობაშია

Plasan SandCat 4x4  დამონტაჟებული Spike NLOS-ის გამოცდები ყვითელი ზღვის სანაპიროზე (გამოცდების ხედი გვერდიდან)
 Plasan SandCat 4x4  დამონტაჟებული Spike NLOS-ის გამოცდები ყვითელი ზღვის სანაპიროზე (გამოცდების ხედი უკნიდან)

როგორც ჩანს ფოტოებიდან შუა და უკანა ფრთასხმულობა გასროლამდე დაკეცილ მდგომარეობაშია. ასევე ინტერნეტში გავრცელებული ფოტომასალის მიხედვით შეგვიძლია დავადგინოთ თუ როგორია ფრთასხმულობის დაკეცვის მექანიზმები:

ფაქტი №1

№1 - სტატიის დასაწყისში დადებული ფოტოდან ამოჭრილი რაკეტის ფრთასხმულობა
№2 და №3 ინტერნეტში არსებული Spike NLOS–ის ფოტოებიდან ამოჭრილი ფრთასხმულობა
ვხედავთ რომ კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ აღლუმზე გამოტანილ რაკეტას უკანა ფრთასხმულობის დასაკეცი სახსარი არ გაჩნია. სახსარი ნაჩვენებია №2 და 3 ფოტოებზე, სადაც კარგად ჩანს სახსრის გადაბმის ადგილები.


ფაქტი №2

№1 - სტატიის დასაწყისში დადებული ფოტოდან ამოჭრილი რაკეტის ფრთასხმულობა
№2 და №3 ინტერნეტში არსებული Spike NLOS–ის ფოტოებიდან ამოჭრილი ფრთასხმულობა
ვხედავთ რომ კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ აღლუმზე გამოტანილ რაკეტას შუა ფრთასხმულობის დასაკეცი სახსარი არ გაჩნია. სახსარი ნაჩვენებია №2 და 3 ფოტოებზე, სადაც კარგად ჩანს ის ფაქტი რომ ფრთის სახსრის ბუდეში არანაირი ჭანჭიკები არ არის გაყრილი. აღლუმის ფოტოზე ისრით ნაჩვენებია გაყრილი 3 ჭანჭიკი, რომლებიც რაკეტის მაკეტის ფრთას ამაგრებენ კორპუსზე, რეალურ რაკეტებზე  კიდევ ეს ჭანჭიკები არ არსებობს, იმიტომ რომ ფრთა წინ იკეცება და ის კორპუსზე მხოლოდ წინა ნაწილით სახსრულად არის გადამბული.
№2 ფოტოზე (არაა მაკეტი) ორი თეთრი ისრით ნაჩვენებია ჭანჭიკები, რომლებიც ფრთის სახსრის ბუდეს ამაგრებენ ზედ კორპუსზე და არანაირად არ არიან გაყრილები სახსრის ბუდეში ფრთის დასამაგრებლად. სახსრის ბუდიდან პირდაპირ რაკეტის კორპუსზე არიან ჩახრახნილები.

ფაქტი №3

აღლუმზე გამოყვანილი რაკეტების თვითდამიზნების თავაკები თავისი შეფერილობით ბუტაფორიის შთაბეჭდილებას სტოვებენ

აღლუმის რაკეტები

რეალური რაკეტები


ფაქტი №4

რაკეტის უკანა ნაწილი ამოგმანულია ხუფით – მანდ წესით ძრავის საქშენი უნდა იყოს

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან აშკარაა რომ აღლუმზე გამოყვანილ მანქანაზე რაკეტა Spike NLOS–ის მაკეტებია დამონტაჟებული.


დღის ფოტო – სატანკო ოცეული მანევრში

M1A2 SEP–ების ოცეული მანევრის განხორციელების მომენტში (ფოტო მაღალ ხარისხში – 2.3 MB - 2826 x 3791 px)

ერაყული Ми-28НЭ–ს პირველი ფოტოები

ერაყის "ღამის მონადირეების" პირველი ფოტოები. ეს ორი ფოტო გადაღებულია დონის როსტოვის ქარხანაში და მასზე კარგად ჩანს ის ფერი რაც შემკვეთმა აირჩია.
ერაყსა და რუსეთს შორის, 4,2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების, პაკეტური ხელშეკრულება 2012 წელს გაფორმდა. ხელშეკრულება სხვა სამხედრო ტექნიკასთან ერთად 40 ცალ საბრძოლო ვერტმფრენსაც მოიცავდა.
რუსეთმა პირველი პარტიის 15 მანქანა 2013 წლის სექტემბერში, ხოლო მეორე პარტიის 13 მანქანა 2014 წლის იანვარში მიაწოდა შემკვეთ მხარეს. ამგვარად ერაყის არმიის შეიარაღებაზე 28 ცალი დამრტყმელი შვეულმფრენი, Ми-28НЭ იმყოფება.

წყარო:

Sunday, February 23, 2014

დღის ფოტო – სალათა

გერმანია, ბაზა Hohenfels – აშშ–ს არმიის საერთაშორისო სასწავლო ბაზა ევროპაში



აბა დატრიალდით ექშპერტებო – რომელი ქვეყნის წარმომადგენლებია?

თურქული Boeing 737 AEW&C "Peace Eagle" შიგნიდან

თურქეთის საჰაერო ძალებს ოციფიალურად გადაეცათ თვითმფრინავები Boeing 737 AEW&C (მასთან დაკავშირებული ფინანსური პრობლემების შესახებ უკვე ვწერდი – Boeing თურქულ მხარეს ჯარიმად 183 მილიონ დოლარს გადაუხდის), რომლებიც შორეული რადიოლოკაციური დაზვერვის, აღმოჩენისა და კონტროლის  თვითმფრინავეებს წარმოადგენენ. ქვემოთ მოყვანილია თვითმფრინავის შიგნიდთ რადიოაპარატურის ოპერატორების სამუშაო ადგილების ფოტოები.

დაშავებული სამხედროები რეაბილიტაციისთვის აშშ-ში გაემგზავრნენ

დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მეორე ნაკადი აშშ-ში დღეს, გამთენიისას გაემგზავრა. ISAF-ის მისიაში და 2008 წლის აგვისტოს ომში მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცები პროთეზირების პროგრამას აშშ-ში, სან დიეგოს პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში გაივლიან. სამხედროები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მედეა ბეთაშვილმა, ოჯახის წევრებმა და თანამებრძოლებმა გააცილეს. მათ სამხედროებს გამოჯანმრთელება და სამშობლოში მალე დაბრუნება უსურვეს.
პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში რეაბილიტაციის კურსი მეორე ეტაპზე 6 სამხედრო მოსამსახურეს ჩაუტარდება. დაშავებულ სამხედროებს მექანიკურ კიდურებს ბიო-მიკრო პროცესიანი პროთეზით შეუცვლიან. უახლესი თაობის ელექტრო კიდური მათ რთულ რელიეფზე გადაადგილებას გაუადვილებს. ექსტრემალური პირობების გამძლე ახალი პროთეზი ჯარისკაცებს მეტი აქტიურობის საშუალებას მისცემს. სამხედროების მკურნალობის კურსს აშშ-ში ზედამხედველობას ქართველი ექიმი, მაიორი ზვიად ბურძგლა უწევს. 
სან დიეგოს კლინიკაში რეაბილიტაციის კურსი თითოეული სამხედროსთვის ინდივიდუალურია. მათი შერჩევა დაზიანებების სიმძიმის მიხედვით ხდება. პროთეზირების კურსი პირველ ეტაპზე 6-მა სამხედრო მოსამსახურემ უკვე გაიარა. ისინი საქართველოში 15 თებერვალს დაბრუნდნენ. ამჟამად, პიტერ ჰარშის კლინიკაში რეაბილიტაციის კურსის გასავლელად პირველ ეტაპზე გაგზავნილი ორი სამხედრო მოსამსახურე რჩება. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ყველა ჯარისკაცი საკუთარ ქვედანაყოფს დაუბრუნდება და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებს მსახურს.
დაჭრილი სამხედრო მოსამსაახურეები რეაბილიტაციის კურსის გასავლელად აშშ-ში ეტაპობრივად გაემგზავრებიან.



Wounded Military traveled to USA for Rehabilitation

The second part of wounded military servicemen traveled to the USA early this morning. The soldiers injured in ISAF mission in Afghanistan and August War 2008 will undergo prosthesis program in Peter Harsch Prosthetics Clinic, San Diego, California, USA. Head of Medical Department of GAF, LTC Medea Betashvili, family members and brothers-in-arms saw them off at Tbilisi international airport. They wished the soldiers recovering and soon returning to homeland.
On the second stage 6 wounded military will undergo rehabilitation course in Peter Harsch Prosthetics Clinic. The soldiers with amputated limbs will be provided with bio-micro prosthesis.  They will be able to easily move on difficult terrain with the help of advanced electric limbs. The new prosthesis resisting the extreme conditions enable the military to pursue more active life. Georgian doctor, Major Zviad Burdzga observes their rehabilitation course in the USA as well.
A rehabilitation course at Peter Harsch Prosthetics Clinic is individual for each serviceman. They were selected according to their types of injuries. At the first stage, 6 wounded military had already undergone the treatment course and returned to Georgia on February 15. Currently, two military sent during the first stage are undergoing the prosthesis program at Peter Harsch Prosthetics Clinic.  After returning home all military will come back to their units to continue military service there.
Wounded military servicemen will go to the USA to undergo rehabilitation course on stage-by-stage basis.


წყარო:
დაშავებული სამხედროები რეაბილიტაციისთვის აშშ-ში გაემგზავრნენ