Thursday, February 27, 2014

Manas goodbye

2014 წლის 24 თებერვალს ყირგიზეთში მდებარე აშშ–ს "მანასის" სატრანზიდო ავიაბაზიდან უკანასკნელი გაფრენა შეასრულა აშშ–ს საჰაერო ძალების თვითმფრინავ–ტანკერმა Boeing КС-135R. გაფრენა ავღანეთის თავზე თვითმფრინავების საწვავით გამართვის მიზნით განხორციელდა.
12,5 წლის განმავლობაში სატრანზიტო ცენტრიდან თვითმფრინავ KC–135–მა 33 500 გაფრენა განახორციელეს, რომლის განმავლობაშიც საწვავით გამართული იქნა 135 ათასი თვითმფრინავი და გადაცემული იქნა 625 მილიონი გალონი საწვავი, რაც საკმარისია 9000 ოლიმპიური აუზის ასავსებად.
6 საათიანი მოგზაურობისა და A- 10 Thunderbolt IIS (რომელმაც სხვათა შორის კონტაქტში მყოფ სახმელეთო ძალებს აღმოუჩინა მხარდაჭერა) და F- 16 Fighting Falcons საწვავით გამართვის შემდეგ, KC-135 Stratotanker მიწაზე დაეშვა, სადაც მის ეკიპაჟს ფანფარებით დახვდნენ.
ამის შემდეგ, მალევე, მეორე ეკიპაჟმა ააფრინა ჰაერში KC-135 და აშშ–ში, შტატ ვაშინგტონში, Fairchild AFB–ზე გაემგზავრა, საღამომდე კიდევ ორი KC- 135 გაფრინდა სახლში და ასაფრენ ზოლზე მხოლოდ გაყინული C-17–ები დატოვა.

P.S. თავის დროზე ჩვენი ავღანური მისიაც ამ ბაზიდან იწყებოდა. ქვევით მოყვანილია ორი ფოტო – 31–ე ბატალიონის B ასეული Manas–ის ბაზიდან ავღანეთში, აშშ–ს საზღვაო ქვეითების ბაზა Camp Leatherneck გამგზავრების მომენტში.

წყარო:

No comments:

Post a Comment