დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მეორე ნაკადი აშშ-ში დღეს, გამთენიისას გაემგზავრა. ISAF-ის მისიაში და 2008 წლის აგვისტოს ომში მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცები პროთეზირების პროგრამას აშშ-ში, სან დიეგოს პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში გაივლიან. სამხედროები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მედეა ბეთაშვილმა, ოჯახის წევრებმა და თანამებრძოლებმა გააცილეს. მათ სამხედროებს გამოჯანმრთელება და სამშობლოში მალე დაბრუნება უსურვეს.
პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში რეაბილიტაციის კურსი მეორე ეტაპზე 6 სამხედრო მოსამსახურეს ჩაუტარდება. დაშავებულ სამხედროებს მექანიკურ კიდურებს ბიო-მიკრო პროცესიანი პროთეზით შეუცვლიან. უახლესი თაობის ელექტრო კიდური მათ რთულ რელიეფზე გადაადგილებას გაუადვილებს. ექსტრემალური პირობების გამძლე ახალი პროთეზი ჯარისკაცებს მეტი აქტიურობის საშუალებას მისცემს. სამხედროების მკურნალობის კურსს აშშ-ში ზედამხედველობას ქართველი ექიმი, მაიორი ზვიად ბურძგლა უწევს.
სან დიეგოს კლინიკაში რეაბილიტაციის კურსი თითოეული სამხედროსთვის ინდივიდუალურია. მათი შერჩევა დაზიანებების სიმძიმის მიხედვით ხდება. პროთეზირების კურსი პირველ ეტაპზე 6-მა სამხედრო მოსამსახურემ უკვე გაიარა. ისინი საქართველოში 15 თებერვალს დაბრუნდნენ. ამჟამად, პიტერ ჰარშის კლინიკაში რეაბილიტაციის კურსის გასავლელად პირველ ეტაპზე გაგზავნილი ორი სამხედრო მოსამსახურე რჩება. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ყველა ჯარისკაცი საკუთარ ქვედანაყოფს დაუბრუნდება და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებს მსახურს.
დაჭრილი სამხედრო მოსამსაახურეები რეაბილიტაციის კურსის გასავლელად აშშ-ში ეტაპობრივად გაემგზავრებიან.
Wounded Military traveled to USA for Rehabilitation
The second part of wounded military servicemen traveled to the USA early this morning. The soldiers injured in ISAF mission in Afghanistan and August War 2008 will undergo prosthesis program in Peter Harsch Prosthetics Clinic, San Diego, California, USA. Head of Medical Department of GAF, LTC Medea Betashvili, family members and brothers-in-arms saw them off at Tbilisi international airport. They wished the soldiers recovering and soon returning to homeland.
On the second stage 6 wounded military will undergo rehabilitation course in Peter Harsch Prosthetics Clinic. The soldiers with amputated limbs will be provided with bio-micro prosthesis. They will be able to easily move on difficult terrain with the help of advanced electric limbs. The new prosthesis resisting the extreme conditions enable the military to pursue more active life. Georgian doctor, Major Zviad Burdzga observes their rehabilitation course in the USA as well.
A rehabilitation course at Peter Harsch Prosthetics Clinic is individual for each serviceman. They were selected according to their types of injuries. At the first stage, 6 wounded military had already undergone the treatment course and returned to Georgia on February 15. Currently, two military sent during the first stage are undergoing the prosthesis program at Peter Harsch Prosthetics Clinic. After returning home all military will come back to their units to continue military service there.
Wounded military servicemen will go to the USA to undergo rehabilitation course on stage-by-stage basis.
წყარო:
დაშავებული სამხედროები რეაბილიტაციისთვის აშშ-ში გაემგზავრნენ
No comments:
Post a Comment