ერაყის "ღამის მონადირეების" პირველი ფოტოები. ეს ორი ფოტო გადაღებულია დონის როსტოვის ქარხანაში და მასზე კარგად ჩანს ის ფერი რაც შემკვეთმა აირჩია.
ერაყსა და რუსეთს შორის, 4,2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების, პაკეტური ხელშეკრულება 2012 წელს გაფორმდა. ხელშეკრულება სხვა სამხედრო ტექნიკასთან ერთად 40 ცალ საბრძოლო ვერტმფრენსაც მოიცავდა.
რუსეთმა პირველი პარტიის 15 მანქანა 2013 წლის სექტემბერში, ხოლო მეორე პარტიის 13 მანქანა 2014 წლის იანვარში მიაწოდა შემკვეთ მხარეს. ამგვარად ერაყის არმიის შეიარაღებაზე 28 ცალი დამრტყმელი შვეულმფრენი, Ми-28НЭ იმყოფება.
წყარო:
No comments:
Post a Comment