пятница, 29 ноября 2013 г.

ქსმ Puma აბუ დაბიში

საკმაოდ ეფექტური ფოტოსესია გერმანული ქსმ Puma–ს საჩვენებელი გამოსვლიდან აბუ დაბიში

ძსტ Altay–ის გამოცდები გრძელდება

მიუხედავად იმისა რომ თურქეთის ეროვნული ტანკის შექმნის პროგრამა პრობლემებს წააწყდა, მისი გამოცდები მაინც გრძელდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი რომ პირველად გამოქვეყნდა ამ ტანკის საცეცხლე გამოცდების ვიდეო მასალა (იხილეთ 05:20 წამზე).


დღის ფოტო – დილა მშვიდობისა

დილა ენერგიულად იწყება – Т-84 Оплот-М გამოცდებზე

четверг, 28 ноября 2013 г.

წლის ბოლომდე რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის არტილერისტები ტსრკ "Хризантема"–ს ახალ პარტიას მიიღებენ

მიმდინარე წლის ბოლოსთვის რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის საარტილერიო შენაერთები, რომლებიც ინგუშეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბაზირდებიან, ტსმკ "Хризантема"–ს ახალ პარტიას მიიღებენ (წინა პარტიის შესახებ უკვე ვწერდი – რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში "Хризантема-С"–ის პირველი პარტია მიიღეს).

კომპლექსის დანიშნულებაა თანამედროვე და პერსპექტიული, მათ შორის დინამიკური დაცვით აღჭურვილი  ტანკების განადგურება. ჯავშანტექნიკის გარდა კომპლექსს შეუძლია მცირეტონაჟობის წყალსზედა ხომალდების, საჰაერო ბალიშიანი ხომალდების, დაბლა მფრენი საჰაერო სამიზნეების, რკინა ბეტონის ნაგებობეის, ჯავშანნაგებობებისა და ბუნკერების განადგურება.
მთლიანობაში წლის ბოლომდე რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქი 300–მდე ერთეულ მოდერნიზირებულ და ახალ სამხედრო ტექნიკას მიიღებს შეიარაღებაში.

წყარო:

დღის ფოტო – კოჰაბიტაცია ინდურად

ინდოეთის ავიაცია ცდილობს ფრანგული და რუსული წარმოების გამანადგურებლებს ერთმანეთის საწვავით ჰაერში გამართვა ასწავლოს:

Су-30МКИ ახორციელებს Mirage-2000–ის საწვავით გამართვას

среда, 27 ноября 2013 г.

MULTICAM-ის ახალი ვერსიები

ყველასთვის ცნობილი საველე კომუფლირებული ფორმა, MULTICAM–ი, რომელიც ქართულ არმიასაც აცვია, ახალი ვერსიებით შეივსო. კერძოდ ძირითად MULTICAM–ის ვერსიას, რომლიც მრავალფეროვან (ქალაქი, უდაბნო, ტყე) გარემოში გამოყენებოდა, დაემატა შემდეგი შეფერილობები:
  • MULTICAM Arid – გამოიყენება ღია ფერის უდაბნოსა და კლდეებში სამუშაოდ.
  • MULTICAM Tropic – გამოიყენება მუქ მწვანე, ჯუნგლოვან ტყეში სამუშაოდ.
  • MULTICAM Alpine – გამოიყენება თოვლით დაფარულ გარემოში სამუშაოდ.
  • MULTICAM Black – განკუთვნილია პოლიციური ტიპის ჯგუფებისთვის და მას გეოგრაფიული ან ეკოლოგიური სამუშაო ზონა არ გააჩნია.
MULTICAM
  
MULTICAM Arid

MULTICAM Tropic

MULTICAM Alpine

MULTICAM Black

დიაგრამა, რომელზეც ჩანს MULTICAM-ის სხვადასხვა ვერსიების ეფექტურობა სხვადასხვა გეოგრაფიულ და ეკოლოგიურ ზონებში, აშკარაა MULTICAM-ის საბაზისო ვერსიის მრავალზონალურობა

წყარო: