Thursday, November 28, 2013

წლის ბოლომდე რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის არტილერისტები ტსრკ "Хризантема"–ს ახალ პარტიას მიიღებენ

მიმდინარე წლის ბოლოსთვის რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის საარტილერიო შენაერთები, რომლებიც ინგუშეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბაზირდებიან, ტსმკ "Хризантема"–ს ახალ პარტიას მიიღებენ (წინა პარტიის შესახებ უკვე ვწერდი – რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში "Хризантема-С"–ის პირველი პარტია მიიღეს).

კომპლექსის დანიშნულებაა თანამედროვე და პერსპექტიული, მათ შორის დინამიკური დაცვით აღჭურვილი  ტანკების განადგურება. ჯავშანტექნიკის გარდა კომპლექსს შეუძლია მცირეტონაჟობის წყალსზედა ხომალდების, საჰაერო ბალიშიანი ხომალდების, დაბლა მფრენი საჰაერო სამიზნეების, რკინა ბეტონის ნაგებობეის, ჯავშანნაგებობებისა და ბუნკერების განადგურება.
მთლიანობაში წლის ბოლომდე რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქი 300–მდე ერთეულ მოდერნიზირებულ და ახალ სამხედრო ტექნიკას მიიღებს შეიარაღებაში.

წყარო:

No comments:

Post a Comment