რუსეთის როსგვარდიის (ყოფილი შინაგანი ჯარების) ახალი ტექნიკის გამოფენა. გამოფენაზე 50 საწარმოომ სამასამდე ნაწარმი წარადგინა
წყარო:
As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
რადიომოსმენებიდან ფრანგებმა იერიშის დღე და საათი იცოდნენ. არც მიმართულება წარმოადგენდა მათთვის საიდუმლოს. დამცველები კვირების განმავლობაში თვალყურს ადევნებდნენ, თუ როგორ კონცენტრირდებოდა ვიეტმინის ძალები ბეატრისისა და გაბრიელის რაიონში. ეს ორი საყრდენი პუნქტი განცალკევებულად მდებარეობდა, იზაბელის არტილერია მათ მხარდაჭერას ვერ აწარმოებდა, ხოლო ცენტრალური პოზიციიდან ფრანგული ნაწილებისთვის რთული იყო მათ კონტრშეტევით დახმარებოდა. მოკლედ ყველაფერი იმაზე მეტყველებდა რომ ზიაპი პირველ რიგში აქ დაარტყამდა.
ზიაპმა სრულიად ჭკვიანურად გადაწყვიტა რომ ბეატრისით დაიწყებდა. ბეტრისსაცა და გაბრიელსაც საუკეთესო ქვედანაყოფები იცავდნენ, ბეატრისს - უცხოელთა ლეგიონის ბატალიონი, ხოლო გაბრიელს - ალჟირული ბატალიონი, რომელმცა წინა ბრძოლებში დიდება მოიპოვა. გაბრიელი უფრო მძლავრი საყრდენი პუნქტი იყო, რომელსაც თავდაცვის მეორე ხაზიც გააჩნდა. ამას გარდა ცნეტრალური პოზიციიდან კონტრშეტევით მისი მხარდაჭერა უფრო ადვილი იყო.
ზიაპმა 312-ე დივიზიის 141-ე და 219-ე პოლკების ექვსი ბატალიონით ხანგრძლივი იერიში დაგეგმა, ბატალიონები ორ-ორი ბატალიონისგან შემდგარ სამ კოლონად დააჯგუფა. ყოველი კოლონა ფრანგების არასრული ასეულების დაცვის სექტორებზე იყო მიმართული. ქვეითებისთვის მხარდაჭერა 105 და 75 მილიმეტრიან ჰაუბიცებსა და 82 და 120 მილიმეტრიან ნაღმტყორცნებს უნდა გაეწიათ. გაბრიელისა, ბეატრისისა და პლაცდარმის ცენტრში ფრანგული არტილერიის საცეცხლე წერტილების არტამუშავების დაწყებას ზიაპი 13 მარტს, 16:00 საათზე გეგმავდა. მაგრამ როგორც ომში ხშირად ხდება, მოხდა გაუთვალისწინებელი რამ. ფრანგებმა თავის ცხვირ წინ, ბეატრისიდან სულ რაღაც 200 მეტრში, ვიეტმინის მოიერიშე ნაწილები აღმოაჩინეს და 12:00 საათზე გააგზავნეს ქვედანაყოფი ტერიტორიის გასაწმენდად, რითაც კომუნისტების არტილერია აიძულეს ცეცხლი დაგეგმილზე გაცილებით ადრე გაეხსნა. ზიაპის არტილერისტები ზუსტად ისროდნენ და არც ჭურვებს არ იზოგავდნენ. ბეატრისის აღმოსავლეთი სიმაგრეები ნანგრევებად იქცა, გაბრიელის ნაღმტყორცნელთა ბატარეა დადუმდა. მოწინააღმდეგემ ფრანგული არტილერია ცენტრალურ პოზიციებზეც დახურა, გაანადგურა ორი ქვემეხი და მოკლა გათვლის რამდენიმე წევრი. ვიეტგონელთა არტილერიის ცეცხლი აეროდრომსაც დაატყდა თავს, რითაც მასზე მდგომი თვითმფრინავები, საწვავისა და საბრძოლო მარაგის საწყობები აალდა და აფეთქება დაიწყო. ფრანგებს აქვე სხვა სიურპრიზიც ელოდათ. როდესაც გადარჩენილი თვითმფრინავები ვიეტმინელებზე საიერიშოდ ან უბრალოდ გადასარჩენად აფრინდნენ, მყისეულად მოხვდნენ 37 მილიმეტრიანი საზენიტო ქვემეხების ცეცხლის ქვეშ. შედეგად ასაფრენ ბილიკზე და ჰაერში რამდენიმე ფრანგული თვითმფრინავი იქნა განადგურებული.
ზუსტად 17:00 საათზე 312-ე დივიზიის მოიერიშე ნაწილები, ბეატრისის დამცველი გაოგნებული ლეგიონერებისკენ გაიჭრნენ. 18:15 საათზე ბატალიონის შეფმა პეგომ, რომელიც ლეგიონერებს მეთაურობდა, ფრანგული არტილერიის ცეცხლი პირდაპირ თავდაცვის ბოლო ხაზის წინა ზონაში გამოიძახა. 18:30 საათზე, ვიეტნამელთა ჰაუბიციდან გაშვებული ჭურვი, პირდაპირ ბეატრისის სამეთაურო პოსტს მოხვდა, რის შედეგადაც პეგო და მისი შტაბი დაიღუპა. რამდენიმე წუთის შემდეგ სხვა ჭურვმა ჩრდილოეთ სექტორის თავდაცვის ხელმძღვანელი, პეგოს უშუალო მეთაური, ვიცეპოლკოვნიკი გოშე მოცელა. ამრიგად, ორმა გასროლამ ბეატრისს ორივე მეთაურო მოაკლო და ამით ცეცხლის კორექტირების საშუალება მოუსპო. მალე ლეგიონერთა სამივე ასეულმა თავისი განცალკევებული ბრძოლის წარმოება დაიწყო. 22:30 საათზე მე-10 ასეულმა არსებობა შეწყვიტა. 23:00 საათზე მე-11 ასეულისგან მოვიდა რადიოშეტყობინება იმის შესახებ, რომ ბრძოლა მათი სამეთაურო პუნქტთან მიმდინარეობდა. 14 მარტის 00:15 საათზე თავის თავზე გამოიძახა არტილერია და ეთერიდან გავიდა მე-9 ასეული. ორივე მხარემ დიდი დანაკარგები განიცადა. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ბეატრისის დამცველი 500 კაციდან 400 დაიღუპა, სხვა მონაცემებით 750 კაციდან 550 („უცხოელთა ლეგიონის ოქროს წიგნის“ თანახმად, მე-13 ნახევარბრიგადის მე-3 ბატალიონმა, საყრდენი პუნქტი „ბეატრისის“ დაცვისას დაღუპილებისა, დაჭრილებისა უგზოუკვლოდ დაკარგულთა სახით 322 კაცი დაკარგა. ამ რაოდენობაში 7 ოფიცერიც შედის, აქედან ექვსი მოკლულია იქნა და ერთი დაიჭრა (Brunon J., Mamie G.-R. Livre d’Or de la Legion Entrangere (1831-1955). Paris-Limoges-Nancy, 1958. P.251). რედაქტორის შენიშვნა). ვიეტნამელთა 312-ე დივიზის დანაკარგებმა 600 დაღუპილი და 1200 დაჭრილი შეადგინა, რაც მისი საიერიშო შენაერთების უმეტეს წილს წარმოადგენდა.
30 მარტს 17:00 საათზე ზიაპი, მას შემდეგ რაც დაასრულა დაწვრილებითი მოსამზადებელი სამუშაოები, შეუდგა კომპანიის მეორე ფაზის ოპერაციის განხორციელებას. ვიეტმინის 312-ე დივიზიის მებრძოლები ისეთი სიჩქარით გაიჭრნენ გამაგრებული რაიონების, დომინიკ-1 და დომონიკ-2-ისკენ, რომ ფაქტიურად ყველამ დანაკარგის გარეშე გააღწია ფრანგების გადამღობ ცეცხლს. პოზიციების დამცველი ალჟირელთა ნაწილი აირია და უწესრიგოდ დაიწყო უკან დახევა. 312-ე დივიზიამ დომინიკ-1 18:30 საათზე დაიკავა. ანალოგიური ბედი ეწია დომინიკ-2 19:00 საათისთვის, რის შედეგადაც მთელი თავდაცვისთვის საშიში მდგომარეობა შეიქმნა. იგივე ბედი რომ სწეოდათ დომინიკ-3 და 5, მაშინ მდინარის აღმოსავლეთით მდებარე ფრანგულ სიმაგრეებს ფლანგიდან პირდაპირი საფრთხე დაემუქრებოდათ, ხოლო მთავარი შტაბის ზონა ცენტრალურ პლაცდარმზე გახსნილი აღმოჩნდებოდა. დომინიკ-3 ალჟირელთა ასეული იცავდა, რომელთა თანამოქალაქეებმაც მტერს დომინიკ-1 და 2 ადვილად ჩააბარეს. რამდენ ხანს გაუძლებდა მტრის იერიშს ასეული? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ მოხერხდება, რადგანაც ბრძოლაში, დომინიკ-3-ზე გამაგრებული ფრანგების სხვა ქვედანაყოფი, მე-4 კოლონიური საარტილერიო პოლკის აფრიკული ბატარეა ჩაერთო. როდესაც მათი პოზიციების გავლით ალჟირელთა ქვეითებმა სირბილით უკან დახევა დაიწყეს, არტილერისტებმა 105 მილიმეტრიანი (სხვა ცნობებით 155 მილიმეტრიანი) ჰაუბიცების ლულები წყნარად დაუშვეს ამაღლების მინიალურ კუთხეზე, ქვემეხების მეთაურებმა ბრძანება გასცეს: „მილაკი ნოლი“, ხოლო ქვემეხების გათვლებმა ჭურვების ამფეთქები ნულოვან მდგომარეობაზე დააყენეს. ბატარეამ თავისი ჰაუბიცები ქვემეხებად გადააქცია და ვიეტმინელთა ქვეითთა მასების წინააღმდეგ, რომლებიც დომინიკ-1 და 2-ის გორებიდან მათი პოზიციებისკენ მოექანებოდნენ, პირდაპირი ცეცხლი გახსნა. ზალპებმა 312-ე დივიზიის რიგებში პირდაპირ კორიდორები გაჭრა, და „სისხლში ათქვეფილმა“ ვიეტმინელებმა არეულად დაიწყეს უკან დახევა. მაგრამ აქ მათ თავზე სასიკვდილო „ტყვიის წვიმა“ დაეშვა, რომელსაც მათკენ აეროდრომის რაიონში განლაგებული 4 ლულიანი, 12,7 მილიმეტრიანი, საზენიტო დანადგარები აგზავნიდნენ. ვიეტმინელთა მებრძოლთა ნაწილი ჩაწვა, ნაიწლმა, რათა სასიკვდილო ცეცხლისთვის თავი აერიდებინა, უკან დახევა სცადა და სწორედ აქ დანაღმულ ველზე შეჯდნენ. 312-ე დივიზიის შეტევა სისხლში ჩაიხრჩო. ამგვარად მე-4 კოლონიალური საარტილერიო პოლკის ბატარეის მოულოდნელმა მოქმედებამ, რომელიც ერთ-ერთი იმ შემთხვევითობათაგანია, რომლებიც ხშირად წყვიტავენ ბრძოლის ბედს, იმ დღეს ფაქტიურად გადაარჩინა დენ-ბენ-ფუ.-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ფრანგი სარდალი, ნავარი, ყოველთვის საჭირო სიღრმისეულ ანალიზს არ უკეთებს დენ-ბენ-ფუში დამარცხების მიზეზებს. მაგალითად ის საუბრობს დენ-ბენ-ფუს ზოგიერთი ქვედანაყოფის დაბალ ბრძოლისუნარიანობაზე. ამასთან ის არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ ბრძოლის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, ათიათასკაციანი გარნიზონიდან 3000-4000 კაცი „შიდა დეზერტირად“ გადაიქცა, ეგრეთ წოდებულ „ნამიუმელ ვირთხებად“. ისინი არ იბრძოდნენ, მაგრამ მოიხმარდნენ სამხედრო ტვირთის დიდი ნაწილს, პირველ რიგში საკვებ პროდუქტებს. ნუთუ დარჩენილი 4000 მამაცი ჯარისკაცი საკმარისი იყო რომ დენ-ბენ-ფუს ბრძოლის ბედი შემოებრუნებინათ? ბიჟარმა, რომელიც ერთადერთი იყო იმ ფრანგი მეთაურებიდან, რომელსაც შეეძლო ზუსტად შეეფასებინა ბრძოლა, ამას კარგად ხვდებოდა. წლების შემდეგ მან შემდეგი შენიშვნა გააკეთა: „ჩემთვის რომ 10 000 ეს-ესელი მოეცათ, ბრძოლას არ წავაგებდით“. სრულიად შესაძლებელი, მაგრამ საკამათო საკითხია.
1965 წლის ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისში, როდესაც ვესტმორლენდი (ამერიკელი გენერალი) თავისი სტრატეგიული კონცეფციის შექმნაზე მუშაობდა, აშშ-ს ყველა სამხედროს, რომელიც დაკავებული იყო ვიეტნამის პრობლემით, ერთი სერიოზული პრობლემა აწუხებდათ: შეძლებენ თუ არა ამერიკელი ჯარისკაცები ძნელად გასავლელ ჯუნგლებში და მთა-გორიან ადგილმდებარეობაზე, ცუდ კლიმატურ პირობებში, გაუმკლავდნენ ჩრდილოეთ ვიეტნამის არმიის მთავარ ძალებს? შეძლებს თუ არა ევროპის ვაკეებზე ომის წარმოებისთვის გაწვრთნილი და მომზადებული ჯი-აი (GI - ამერიკელი ჯარისკაცების ზედმეტსახელი) „აილესოს“ (გამოვიყენოთ ჟარგონი მათივე ლექსიკონიდან) ვიეტნამში? პასუხმა დიდხანს არ ალოდინა. ბედის ირონიით, ის იმ ერთადერთი ამერიკული ნაწილიდან მოვიდა, რომელიც თავის განადგურებით ამაყობდა. ეს მე-7 საკავალერიო პოლკი იყო, რომლის მებრძოლებმაც თავის მეთაურ ჯორჯ არმსტრონგ კასტერთან ერთად, მდინარე ლიტლ-ბიგ-ჰორნის ხეობაში, თავები გასწირეს და ამით დაუვიწყარი დიდება მოიპოვეს. მე-7 საკავალერიოს თანამედროვე ჯარისკაცები ცხენების ნაცვლად ვერტმფრენებს „დააჭენებდნენ“, თუმცაღა პატივს სცემდნენ თავისი ნაწილის ისტორიას და ძველ საპოლკო სიმღერა „ჰარი ოუენ“-ს მღეროდნენ. მე-7 პოლკი, უნიკალურ და ამერიკის არმიის ყოველ მხრივ ელიტარულ შენაერთს, 1-ლ საკავალერიო (აერომობილურ) დივიზიას ეკუთვნოდა.
პირველი გამოცდის გავლა მას სამხრეთ ვიეტნამში, ცენტრალურ ზეგანზე მდებარე მდინარე ია-დრანგის ხეობაში მოუწია. აქ ერთმანეთს ჩრდილოევიეტნამის არმიის ორი პოლკი და მოგვიანებით 1-ლი საკავალერიო დივიზიის სხვა ქვედანაყოფებით გაძლიერებული მე-7 საკავალერიო პოლკის 1-ლი ბატალიონი შეეჯხანენ. ორივე მხარე ბრძოლაში გაშმაგებით მიიწევდა. კავალერისტებს უნდოდათ სპეცრაზმის მოშორებულ ბანაკზე მოიერიშე მტრისთვის ინიციატივა ჩამოერთვათ. თავის მხრივ ვიეტნამის არმიის მეთაურს, გენერალ ჩუ ჰიუ მანს, ზიაპის ძველ მეგობარს, ახლად მოსულ ამერიკელებზე გამარჯვების მოპოვება სურდა.
14 ნოემბერს 1-ლმა საკავალერიო დივიზიამ, ჩრდილოეთ ვიეტნამის არმიის ნაწილების ბაზირების რაიონში, ეგრეთ წოდებულ დაშვების ზონა X-Ray-ში, მე-7 საკავალერიო პოლკის 1-ლი ბატალიონის გადასროლით, მოწინააღმდეგეს პირველი დარტყმა მიაყენა. კავალერისტების გასანადგურებლად, გენერალმა მანსმა, X-Ray-ს ზონაში, ვიეტნამის არმიის სამი ბატალიონი გადაისროლა. საღამოისკენ ამერიკელთა მდგომარეობა უიმედოდ გამოიყურებოდა და ბატალიონის მეთაურმა, ჰეროლდ ჯ. მურმა, თავის მეთაურს, მე-3 ბრიგადის ხელმძღვანელს, თომას უ. ბარუნს, დახმარება მოსთხოვა. ბრაუნმა მურს ვერტმფრენებით დაუყოვნებლივ გაუგზავნა სხვა ბატალიონის ერთი ასეული, ხოლო ქვეითად დამატებით მთლიანი ბატალიონი დაძრა ბრძოლის ველისკენ.
დაბინდებასთან ერთად, მურიდან დაწებული და თვით ვესტმორლენდით დამთავრებული, ყველა მაღალი რანგის სამხედრო პროფესიონალს ალბათ თავში ის აზრი უტრიალებდა, რომ ია-დრანგის ხეობაში გამაგრებულ ბატალიონს, კასტერისა და მისი ბედკრული მე-7 პოლკოს ბედი არ სწეოდა. როგორც მაშინ, ახლაც, მე-7 პოლკი რამდენჯერმე აღმატებული, მისი განადგურების მოსურნე მტრის მიერ, მოშორებულ ხეობაში იყო ალყაშემორტყმული. მაგრამ მური და ბრაუნი კასტერსა და რენოს არ ჰგავდნენ. ისინი ცივსისხლიანი პროფესიონალი სამხედროები იყვნენ - მოსაზრებულები, ჯიუტები და გამოცდილები. და მათ დაქვმედებარებაში მყოფი მეომრებიც განსხვავდებოდნენ კასტერის ქვეშ მყოფი დალევის მოყვარული, სამოქალაქო ომის ვეტერანებისგან. ეს „ჰარრი ოუენები“ ახალგაზრდები, კარგად მომზადებული და მამაცები იყვნენ.
15 ნოემბრის დილას მანსმა, X-Ray-ზე, სამი ბატალიონის ძალებით, გააფთრებული და კარგად კოორდინირებული იერიში წამოიწყო. აქ ალბათ ამერიკის ისტორიაში ყველაზე გააფთრებული ბრძოლა წარიმართა. ორივე მხარის ჯარისკაცები ერთმანეთთან მჭიდრო ბრძოლაში თითქმის ფეხბურთის მოედნის სიგრძის მქონე ადგილზე შეეჯახნენ. ამ ახლო ბრძოლის ინტენსივობა და ხასიათი დაწვრილებითაა ასახული აშშ-ს არმიის საბრძოლო მოხსენებების კრებულში. აი როგორაა იქ აღწერილი ერთი ოცეულის ჯახი: „ჩრდილოეთ ვიეტნამელები მცირე პერიმეტრზე ისე დაბლა და ისეთ ძლიერ ცეცხლს აწარმოებდნენ რომ, ჰერიკის ჯარისკაცებიდან მხოლოდ რამდენიმემ მოახერხა სასანგრე ინსტრუმენტების გამოყენება და მიწაში ჩათხრა. მაგრამ ჩვენები მტერს ღირსეულ პასუხს უბრუნებდნენ. სერჟანტი სევიჯი, თავისი M-16-იდან, შუადღიდან საღამომდე ისროდა და მოწინააღმდეგის 12 ჯარისკაცი დააწვინა. იმავდროულად ლეიტენანტი ჰერიკი დაიჭრა, ტყვია მას ბარძაყში მოხვდა, გაიარა მთელი სხეული და მარჯვენა მხრიდან გამოვიდა. მიწაზე მწოლიარე, სისხლმდენი ლეიტენანტი, პერიმეტრის თავდაცვის ხელმძღვანელობას აგრძელებდა. როდესაც ლეიტენენტმა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, მან კავშირგაბმულობის გამოყენების ინსტრუქციების წიგნაკი ოცეულის სერჟანტს, კარლ ლ. პალმერს, გადასცა და ტყვეობის საფრთხის შექმნის შემთხვევაში მისი განადგურება უბრძანა. ამის შემდეგ ლეიტენანტმა ჰერიკმა პალმერს დარჩენილი ტყვიაწამლის გადანაწილება, არტილერიის ცეცხლის გამოძახება და პირველივე შემთხვევაზე ალყის გარღვევა უბრძანა. იმ მომენტისთვის უკვე მსუბუქად დაჭრილმა პალმერა ხელმძღვანელობის გადაბარებაც კი ვერ მოასწრო, ეგრევე მოკლული იქნა. ოცეულის მეთაურობა მე-3 ათეულის მეთაურმა, სერჟანტმა სევიჯმა აიღო თავის თავზე. რადიოსიხშირეზე დაჯდომის შემდეგ, მან არტილერიის დამიზნებული ცეცხლის გამოძახება დაიწყო. წუთის შემდეგ პერიმეტრზე არტილერია ისე ზუსტად ამუშავდა რომ, ზოგიერთი ჭურვი ოცეულის პოზიციის წინ სულ რაღაც ოც მეტრში ეცემოდა. ცეცხლმა მტერს პერიმეტრის დაკავების საშუალება არ მისცა, თუმცაღა ოცეულის მდგომარეობა ისევ რთული იყო. 27 კაციდან 8 დაიღუპა, 12 დაიჭრა, მთლიანი შემადგენლობიდან მხოლოდ ერთმა ათეულმა შეინარჩუნა ბრძოლისუნარიანობა“.
შუადღისკენ, ამერიკელების საცეცხლე უპირატესობის გამო, მოწინააღმდეგის დანაკარგები საგრძნობლად გაიზარდა. 105 მმ-ნი ქვემეხებიდან 33 000-ზე მეტი ჭურვი იქნა გასროლილი. აშშ-ს საჰაერო ძალების მოიერიშეები კავალერისტებს მხარდაჭერის გარეშე არ ტოვებდნენ, თვით „დიდი ჩიტები“, B-52-იც, კი ღებულობდნენ მონაწილეობას და მტრის თავებზე 500 ფუნტიან ბომბებს ყრიდნენ. მომდევნო დღის დილისთვის გენერალმა მენსმა გადაწყვიტა რომ უკვე საკმარისია, მოაგროვა თავისი ნაწილების ნარჩენები და კამბოჯის უახლოესი საზღვრისკენ წავიდა.
ჩრდილოვიეტნამურ და ამერიკულ არმიას შორის პირველი შეტაკება ამერიკელთა დიდი გამარჯვებით დასრულდა. 1-ლმა საკავალერიო დივიზიამ 79 მოკლული და 121 დაჭრილი დაკარგა. ჩრდილოვიეტნამელთა არმიამ ბრძოლის ველზე 634 გვამი დატოვა, მიახლოებით ამდენივე კომუნისტებმა თან წაიღეს. უცნობია თუ რამდენი დაიჭრა მათი მხრიდან. ფაქტიურად ჩრდილოვიეტნამელთა ორივე პოლკმა, რომლებიც „ჰერი ოუენებს“ ეჯიბრებოდნენ, არსებობა შეწყვიტა.
ხანოიში სულაც არ აპირებდნენ ამერიკელებისთვის ეპატიებინათ 1965 წლის ნოემბერში, მდინარე ია-დრანგის ხეობაში, მიყენებული მწარე მარცხი. 65 წლის შუა პერიოდისთვსი სამხრეთში ჩრდილოვიეტნამის არმიის მხოლოდ ხუთი პოლკი მოქმედებდა, მაშინ როდესაც წლის ბოლოსთვის მათმა რაოდენობა ოცს მიაღწია. 1965 წლის ბოლოსთვის მოწინააღმდეგის საბრძოლო შენაერთები (მათ შორის ჩრდილოვიეტნამის არმიის ძირითადი ძალები, ვიეტკონგის ძირითადი ძალები, რეგიონალური ძალები და პარტიზანები) 221 000 კაცს ითვლიდა.
1966 წლის განმავლობაში ორივე მხარე სამხრეთ ვიეტნამში კიდევ უფრო მეტ ძალებს გზანვიდა. ზიაპმა იქ თხუთმეტი პოლკი გააგზავნა (ხუთი დივიზია, მთლიანობაში 58 000 კაცი), ხოლო მთლიანობაში 1966 წლისათვის იქ უკვე კომუნისტური ძალების 282 000 მებრძოლი მოქმედებდა. როგორც ხედავთ რაოდენობები არ ემთხვევა ერთმანეთს, რადგანაც აქ არაა დაანგარიშებული ვიეტკონგის ახალწვეულები და დანაკარგები, რომელიც კომუნისტებმა აშშ-სა და ვიეტნამის რესპუბლიკის არმიების მოქმედების შედეგად განიცადეს. ამას გარდა, დაზვერვის „არასწორი“ ინფორმაციის გამო, მონაცემები მთელი ომის განმავლობაში არასიზუსტით გამოირჩეოდა. ამასთან ერთად, მიუხედავად მონაცემთა ცდომილებისა, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის რაოდენობის ზრდა 1966 წელს, გენერალ ვესტმორლენდს კეთილგანწყობის არანაირ საფუძველს არ უტოვებდა. მტრის რაოდენობა იზრდებოდა, ზიაპს გააჩნდა შესაძლებლობა თავისი სამხედრო ყოფნის რაოდენობაში ამერიკელებს არ ჩამორჩენოდა და ვესტმორლენდ ესმოდა, რომ მას ხანგრძლივი და მკაცრი ბრძოლა მოელოდა.
1965 წლის ბოლოს სამხრეთ ვიეტნამში 181 000 ამერიკელი სამხედრო მოსასმახურე მოქმედებდა. 1966 წლის 31 დეკემბრისთვის ამ რაოდენობამ უკვე 385 000 მიაღწია, სულ ხუთი ქვეითთა საარმიო დივიზია, საზღვაო ქვეითების ორი დივიზია, ოთხი ცალკეული საარმიო ბრიგადა და ჯავშანსატაკო საკავალერიო პოლკი, პლიუს ზურგის და მომარაგების ჯარები და სხვები, ასევე საჰარო და საზღვაო ძალების შესაბამისი კონტინგეტები.
შეერთებული შტატების შენაერთების დისლოკაცია შედარებით ადვილი საქმე იყო. ვესტმორლენდმა საზღვაო ქვეითების III ამფიბიური კორპუსი (Marine Amphibious Force, შემოიკლებით III MAF), რომელიც საზღვაო ქვეითების ორი დივიზიისგან შესდგებოდა, სამხრეთ ვიეტნამის ყველაზე ჩრდილოეთ ნაწილში განათავსა, ამგვარად მისი ოპერატიულ ტაქტიკური რაიონი სამხრეთ ვიეტნამის არმიის I კორპუსის ოტრ-ს ემთხვეოდა. აშშ-ს არმიის I კორპუსი (სიტყვასიტყვით - „I საველე ძალა“, I Field Force) იმავე პრინციპით ცენტრალური ვიეტნამის ჩრდილოეთ ნაწილში ვიეტნამის რესპუბლიკის არმიის II კორპუსის ოტრ-ის დუბლირებას ახდენდა, ამავდროულად აშშ-ს II საველე კორპუსი (II Field Force) ვიეტნამის რესპუბლიკის არმიის III კორპუსის, საიგონის გარშემორტყმულ ზონაში მოქმედებდა. რადგანაც მეკონგის დელტაში ამერიკული საარმიო ფორმირებები არ იმყოფებოდნენ (ისევე როგორს ჩრდილოვიეტნამის არმიის რომელიმე ნაწილები, რომლებიც აღნიშნულ რაიონში გაცილებით მოგვიანებით გამოჩნდნენ), აქ, ვიეტნამის რესპუბლიკის არმიის IV კორპუსის პასუხისმგებლობის ზონაში მხოლოდ აშშ-ს ჯარების შტაბი იყო განთავსებული.
„ვიეტკონგისა და ჩრდილოეთ ვიეტნამის ძალების წლის ბოლომდე გამოფიტვის (sic) და ბრძლაში მათ მიერ ჯარების გაგზავნის შესაძლებლობების ძლიერ შემცირების“ ოფიციალური მითითება, ვესტმორლენდს საკმაოდ არასასიამოვნო მდგომარეობაში აყენებდა. აღნიშნული მემორანდუმი ვიეტნამში მოქმედ პირად შემდაგენლობას, არასახარბიელო და აწი ანათემას გადაცემული საქმის კეთებას აიძულებდა - ეგრეთ წოდებულ „თავების თვლას“. მოწინაარმდეგის ძალების დასუსტების საჩვენებლად მათ „გამონამუშევრის“ წარმოდგენა ევალებოდათ. მტრის დანაკარგების დათვლაზე რთული ალბათ მხოლოდ მტრის ცოცხალი ძალი ზუსტი რაოდენობის დადგენა იყო.
მოწინააღმდეგის განადგურებული ჯარისკაცების მონაცემთა სიზუსტე დამსახურებულად დგებოდა ეჭვ ქვეშ. ხშირად ამერიკულ ქვეითებს არ შეეძლოთ ბრძოლის დასრულების შემდეგ ბრძოლის ველზე მოხვედრა და გვამების დათვლა. იღუპებოდნენ დიდი რაოდენობით სამოქალაქოები, მათ შორის როგორც ვიეტკონგის მესაპალნეები, ასევე ცეცხლის ხაზზე მოხვედრილი სრულიად არაფერშუაში მყოფი პირები, შემდეგს ეს ყველა „თავების დათვლის“ მონაცემებში ხვდებოდნენ. ყოველთვის რჩებოდა „ორეულების“ გაჩენის საფრთხე - ანუ ორი მეზობელი შენაერთი ითვლის ერთსა და იმავე გვამებს და შემდეგში მოხსენებებში მათ ცალცალკე, დამოუკიდებლად წარადგენს. ძალაუნებურად მტრისთვის მიყენებული ზარალის გასარკვევად მკითხაობას იწყებდნენ, რის შედეგადაც მაჩვენებლები საგრძნობლად მცირდებოდა. ხშირად „ალალი შეცდომების“ გარდა აშკარა მიმატებებიც ხდებოდა.
კეთილსინდისიერი მეთაურები რა თქმა უნდა უმეტეს შემთხვევაში ზუსტი მონაცემების მიწოდებას ცდილობდნენ. მაგალითად ზოგიერთი სთავაზბოდათ დაეთვალათ არა მარტო გვამები, არამედ ბრძოლის ზონაში ნაპოვნი იარაღიც. მაშინ რომელიმე ასეულის მეთაურს, რომელმაც მოწინააღმდეგის ასი განადგურებული ჯარისკაცის შესახებ გააკეთა ანგარიში და წარადგინა მხოლოთ ხუთი ინდივიდუალური ცეცხლსასროლი იარაღი, ასეთი ბუღალტერიის ახსნა განმარტება მოუწევდა, რადგანაც ბრძოლის ველზე გვამებისა და შაშხანებისა და ავტომატების საშუალო შეფარდება ერთი სამზე იყო. მოწინააღმდეგის დანაკარგების გამოსათვლელად რთული სისტემები და წესები შემუშავდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, უფროსი მეთაურები, რომლებიც ვიეტნამში მსახურობდნენ, უმეტეს შემთხვევაში იმ აზრისკენ იხრებოდნენ რომ ამგვარი მონაცემები ყოველთვის მომატებულ რაოდენობას უჩვენებდნენ.
თუმცაღა არსებობდა ერთი ფაქტორი, რომელიც მტრის ცოცხალი ძალისთვის მიყენებულ „ქაღალდის“ და რეალურ ზარალს შორის ბალანსს იცავდა. პირველი ის რომ, ვიეტკონგისა და ჩრდილოვიეტნამის არმიის მებრძოლები ყოველთვის ცდილობდნენ ბრძოლის ველიდან რაც შეიძლება მეტი თანამებრძოლის გვამი გაეთრიათ. მეორე ის რომ ჯუნგლები და ჭაობები გვამების პოვნას ართულებდნენ. მესამე ის იყო რომ არტ და ავია დამუშავების შემდეგ, დიდ მანძილებზე მტრისთვის მიყენებული ზარალის დათვლა შეუძლებელი იყო. და ბოლოს არ ხდებოდა შესწორება არა საბრძოლო დანაკარგებზე - როგორებიცაა სიკვდილი ჭრილობებისა და ავადმყოფობებისგან.
ამერიკაში დღესაც კი არავინ არ იცის, რამდენად ზუსტია ვიეტკონგისთვის და ჩრდილოვიეტნამის არმიისთვის მიყენებული დანაკარგის მონაცემები. ზიაპმა ერთი თავისი შენიშვნით, აშშ-ს სტატისტიკოსთა გამოთვლები დაადასტურა. 1969 წლის დასაწყისში იტალიელი ჟურნალისტი, ორიანა ფალლაჩი, ზიაპისგან ინტერვიუს იღებდა. საუბრის დროს მან ახსენა რომ, ამერიკელთა მონაცემების თანახმად მოწინააღმდეგის დანაკარგებმა მიახლოებით 500 000 კაცი შეადგინა. ზიაპმა რაიმე ყოყმანისა და ფიქრის გარეშე უპასუხა: „...ზუსტი მონაცემებია“. აშშ ფაქტიურად ციფრ 435 000 ემხრობოდა.
ორივე მოწინააღმდეგე სამხრეთ ვიეტნამში თავისი ჯარების რაოდენობას ზრდიდა. ამერიკელებმა რეგიონში დამატებით 100 000 კაცი გადაისროლეს, რაზეც ჩრდილოვიეტნამის არმიამ თავისი კონტინგენტის ანალოგიური რაოდენობით გაზრდით უპასუხა. ამასთან ვიეტკონგის რაოდენობა შემცრიდა, რადგანაც ისინი დანაკარგების შევსებასა და ახალწვეულების რეკრუტირებას ვერ ახერხებდნენ. სულ 1967 წლის დასაწყისისთვის კომუნისტების მხარეს მიახლოებით 280 000 კაცი იბრძოდა, მათ შორის ძირითადი, რეგიონალური და ადმინისტრაციული ძალები, ირეგულარული რაზმები და პოლიტმუშაკთა კადრები. ამ რაოდენობიდან მიახლოებით 50 000 ჩრდილოვიეტნამის არმიის ჯარისკაცებზე მოდიოდა. ვიეტკონგისა და ჩრდილოვიეტნამის არმიაში მოქმედებდა დივიზიის ცხრა შტაბი, პოლკის ოცდათოთხმეტი შტაბი, 152 საბრძოლო ბატალიონი და 200 ცალკეული ასეული. აშშ-ს, სამხრეთ ვიეტნამისა და თავისუფალი სამყაროს ქვეყნების (ავსტრალია, ახალი ზელანდია, კორეა და სხვები) ჯარების რიცხობრივი შემადგენლობა 1967 წლის იანვრისთვის 1 173 800 კაცს უდრიდა.
1967 წლის დასაწყისში ჩრდილოეთ ვიეტნამს სტრატეგიის ძირფესვიანად შეცვლისკენ სხვა გარემოებებიც უბიძგებდნენ. ვიეტკონგისა და ჩრდილოვიეტნამის არმიის მდგომარეობა სამხრეთ ვიეტნამში ძალიან საშიშ ზღვარს მიუახლოვდა, დანაკარგები გაიზარდა. 1966 წლის საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში კომუნისტები თვეში მიახლოებით 5000 კაცს კარგავდნენ, მაგრამ უკევ 1967 წლის პირველი ნახევრის შედეგების თანახმად ვიეტკონგისა და ჩრდილოვიეტნამის არმიის დანაკარგაები საგრძნობლად გაიზარდა. „სამხრეთ ვიეტნამის სამხედრო დახმარების კომისიის“ შეფასებების თანახმად, 1967 წლის იანვრიდან ივნისამდე, მოწინააღმდეგისთვის მიყენებული ზარალი ცოცხალ ძალაში (ტყვეებისა და არასაბრძოლო დანაკარგების ჩათვლით), ყოველთვიურად 15 000 კაცს აჭარბებდა, ეს იმ დროს როდესაც ვიეტკონგი ყოველთვიურად 3500 მებრძოლის რეკრუტირებას ახდენდა, ხოლო სამხრეთი „შეჟონილი“ ჩრდილოვიეტნამური არმიის სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა ყოველთვიურად 7000 კაცს არ აღემატებოდა. ამრიგად, როგორ ანგარიშებიდან ჩანს, კომუნისტების დანაკარგები მათი შევსების შესაძლებლობებზე გაცილებით მაღალი იყო.