четверг, 14 февраля 2019 г.

რუსეთის არმიას 2019 წელს «Армата»-ს პლატფორმაზე შექმნილ 12 ტანკი და 4 სარემონტო საევაკუაციო მანქანა გადაეცემა



მძიმე მუხლუხებიანიო პლატფორმა «Армата»-ს ბაზაზე შექმნილი ტანკი Т-14 და შეჯავშნული სარემონტო-საევაკუაციო მანქანა  Т-16 რუსეთის არმიას 2019 წელს უნდა გადეცეს. როგორც წყარო იუწყება სერიული მანქანები საგრძნობლად განსხვავდება იმ სამაკეტო მანქანებისგან, რომლების ხილვასაც ხალხი აღლუმებზე შეეჩვია. გამოცდების შედეგად მათზე შეიცვალა მთელი რიგი კვანძები და აგრეგატები, ტანკმა ასევე მიიღო ახალი სისტემები.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ტანკმა გარეგანი ცვლილებაც განიცადა - მასზე დაყენდა საბროტე პროექციის ახალი დაცვა. რადგანაც არსებულმა საბორტე მოდულებმა გამოცდები ვერ გაიარა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი "Стали" იძლებული გახდა დინამიკურიდ აცვის ახალი ბლოკები შეექმნა, რომლებიც წინამორბედთან შედარებით ერთნახევარჯერ გაიზარდა სისქეში. ფაქტიურად სრულებით შეიცვლება სავალი ნაწილი - საყრდენი გორგოლაჭები და მუხლუხო. მანქანაზე ასევე დაყენდება სანგრის თვითგათხრის შეცვლილი დანა და კიდევ სხვა წვრილმანები.

წყარო:

P.S. ადრე გავრცელებული ცნობების თანახმად ეს პარტია რუსულ არმიას შარშან უნდა მიეღო, ვნახოთ რას იზამენ ახლა. პლიუს ილუსტრაციაზე ციფრებს მაინცა და მაინც ნუ ენდობით - იგივე წონა 49 ტონა კი არა და 55-60 ტონის ფარგლებშია.

вторник, 12 февраля 2019 г.

NGSW-R - აშშ-ს არმიის პერსპექტიული შაშხანის შედარებითი გამოცდები

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

ინტერნეტში აშშ-ს არმიის პერსპექტიული შაშხანის - NGSW-R-ის (აღნიშნული პროგრამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - აშშ-ს არმიამ 6,8 მმ-იანი ცეცხლსასროლი იარაღის კონკურსი წამოიწყო) ტესტების მონაცემები გაიპარა. გავრცელებულ სლაიდზე კერძოდ ახალი შაშხანისა და ვაზნების სიბურჯღნეა ასახული - საკმაოდ სერიოზული სხვაობაა 5,56-სა და 6,8-ს შორის ამ კუთხით:


P.S. ყოველთვის სიფრთხილით ვეკიდები მსგავსად გაჟონილ ინფორმაციას - თუმცა არარეალური არაფერია ამ ციფრებში. ასევე როგორც ჭორები ამტკიცებენ - Geissele-ს ან კი აქვს 300 იარდზე 1,33 МОА შექუჩულობა ის მაინც ფაქიზი შაშხანაა და 1,5 მეტრიდან დაცემის შემთხვევაში მისი შექუჩულობა 10,37 МОА-მდე იზრდებაო.

понедельник, 11 февраля 2019 г.

МиГ-23МЛ-ისა და F-15 Eagle-ს ორთაბრძოლის უნიკალური კადრები

1991 წელს ისრაელის ერთ-ერთ ავიბაზაზე განხორციელებული МиГ-23МЛ-ისა და F-15 Eagle-ს სასწავლო ორთაბრძოლის უნიკალური კადრები.



МиГ-23МЛ ისრაელში 1989 წლის 11 ოქტომბერს მოხვდა - გამანადგურებელი, საბორტე ნომრით №2786, სირიიდან სირიელმა პილოტმა, მაიორმა მუჰამედ ბასსამ ადელმა გაიტაცა. თვითმფრინავმა საზღვარი დაბალ სიმაღლეზე გადაკვეთა და ისრაელში, მეგიდოს აეროდრომში დაეშვა. МиГ-23МЛ-ის გამოცდების მიზნით ებრაელებმა მასთან F-4, F-15, F-16 და Kfir C7-ის ორთაბრძოლები გამართეს - სპეციალისტებმა ის დაწვრილებით შეისწავლეს და შემდეგ მუზეუმს გადასცეს, ხოლო სირიელმა პილოტმა პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. 

აღსანიშნავია რომ გამანადგურებელი შეიარაღების გარეშე იქნა გატაცებული -  ის მხოლოდ 23 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხითა და მისი საბრძოლო მარაგით იყო აღჭურვილი.

воскресенье, 10 февраля 2019 г.

Leopard-2A4, Т-72М1 და Т-55АМ2 ერთობლივ გამოცდებზე გერმანიაში

1990 წელი - გამოცდებზე გვერდიგვერდ დასავლეთ გერმანიის Leopard-2A4 და აღმოსავლეთ გერმანიის ნაციონალურ-ეროვნული არმიის Т-72М1 და Т-55АМ2. როგორც ჩანს ბერლინის კედლის დანგრევისა და გერმანიის გაერთიანების შემდეგ დასავლეთ გერმანიამ საბჭოთა Т-72М1-ის სახით საინტერესო საცდელი ნიმუშები მიიღო. ასევე ცნობილია რომ 1991 წელს ეს ტანკები ჯავშანმედეგობაზე იქნა გამოცდილი.


Т-72М1-ის ჯავშანმედეგობის გამოცდები გამოცდები ჰაიდში (Haide):

105 მილიმეტრიანი L7A3 ქვემეხით დაცხრილული კორპუსი - გამოყენებული იქნა ქვეკალიბრული ფრთასხმული DM-33 და კუმულაციური DM-12. კორპუსის წინა ზედა დეტალი უპრობლემოდ იხვრიტებოდა კუმულაციური ჭურვით. მისგან განსხვავებით კოშკურის გახვრეტა მხოლოდ ქვეკალიბრულით მოხერხდა და ისიც 1500 მეტრზე ნაკლები დისტანციიდან 

105 მილიმეტრიანი L7A3 ქვემეხით დაცხრილული კოშკურა - გამოყენებული იქნა კუმულაციური DM-12. კოშკურა ვერ გაიხვრიტა. ერთმა ჭურვმა სახურავში მოხვედრის დროს მოახერხა კოშკურის გახვრეტა

ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი ფრთასხმული DM-53-ით გახვრეტილი Т-72М1-ის კოშკურა

წყარო:
T-72A (M1 for export) Armour Test

Т-72А-ს (საექსპორტო დასახელება Т-72М1) ჯავშანი და მისი მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

კოშკურა:
ფოლადის წინა და უკანა ფილებს შორის ჩასმული იყო ეგრეთ წოდებული "ქვიშის ღეროები" - არაფოლადის ფორმირების მასალა კოშკურაში ჩასხმამდე ფოლადის არმატურით მაგრდებოდა. კოშკურის ჯავშნის გაბარიტების საშუალო მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურებოდა - 142მმ ფოლადი - 115 მმ სპეცპაკეტი - 284მმ ფოლადი. სულ ფიზიკური სისქე 541 მილიმეტრი, ზუსტად საკურსო კუთხით ეს ადგილი 800 მილმეტრს იძლეოდა. 
კოშკურის ჯავშანმედეგობა - კინეტიკის წინააღმდეგ 390-410მმ/კიმულაციური ჭურვების წინააღმდეგ 490-500მმ

კორპუსის წინა ზედა დეტალი:16+60მმ ფოლადი - 105მმ სტეკლოტექსტოლიტი - 50მმ ფოლადი. ფიზიკური სისქე 231 მილიმეტრი, 68 გრადუსზე ოძლევა 616 მილიმეტრს. 
ჯავშანმედეგობა - კინეტიკის წინააღმდეგ 390-400მმ/კუმულაციური ჭურვების წინააღმდეგ 490-500მმ