1990 წელი - გამოცდებზე გვერდიგვერდ დასავლეთ გერმანიის Leopard-2A4 და აღმოსავლეთ გერმანიის ნაციონალურ-ეროვნული არმიის Т-72М1 და Т-55АМ2. როგორც ჩანს ბერლინის კედლის დანგრევისა და გერმანიის გაერთიანების შემდეგ დასავლეთ გერმანიამ საბჭოთა Т-72М1-ის სახით საინტერესო საცდელი ნიმუშები მიიღო. ასევე ცნობილია რომ 1991 წელს ეს ტანკები ჯავშანმედეგობაზე იქნა გამოცდილი.
Т-72М1-ის ჯავშანმედეგობის გამოცდები გამოცდები ჰაიდში (Haide):
105 მილიმეტრიანი L7A3 ქვემეხით დაცხრილული კორპუსი - გამოყენებული იქნა ქვეკალიბრული ფრთასხმული DM-33 და კუმულაციური DM-12. კორპუსის წინა ზედა დეტალი უპრობლემოდ იხვრიტებოდა კუმულაციური ჭურვით. მისგან განსხვავებით კოშკურის გახვრეტა მხოლოდ ქვეკალიბრულით მოხერხდა და ისიც 1500 მეტრზე ნაკლები დისტანციიდან
105 მილიმეტრიანი L7A3 ქვემეხით დაცხრილული კოშკურა - გამოყენებული იქნა კუმულაციური DM-12. კოშკურა ვერ გაიხვრიტა. ერთმა ჭურვმა სახურავში მოხვედრის დროს მოახერხა კოშკურის გახვრეტა
ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი ფრთასხმული DM-53-ით გახვრეტილი Т-72М1-ის კოშკურა
T-72A (M1 for export) Armour Test
Т-72А-ს (საექსპორტო დასახელება Т-72М1) ჯავშანი და მისი მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:
კოშკურა:
ფოლადის წინა და უკანა ფილებს შორის ჩასმული იყო ეგრეთ წოდებული "ქვიშის ღეროები" - არაფოლადის ფორმირების მასალა კოშკურაში ჩასხმამდე ფოლადის არმატურით მაგრდებოდა. კოშკურის ჯავშნის გაბარიტების საშუალო მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურებოდა - 142მმ ფოლადი - 115 მმ სპეცპაკეტი - 284მმ ფოლადი. სულ ფიზიკური სისქე 541 მილიმეტრი, ზუსტად საკურსო კუთხით ეს ადგილი 800 მილმეტრს იძლეოდა.
კოშკურის ჯავშანმედეგობა - კინეტიკის წინააღმდეგ 390-410მმ/კიმულაციური ჭურვების წინააღმდეგ 490-500მმ
კორპუსის წინა ზედა დეტალი:16+60მმ ფოლადი - 105მმ სტეკლოტექსტოლიტი - 50მმ ფოლადი. ფიზიკური სისქე 231 მილიმეტრი, 68 გრადუსზე ოძლევა 616 მილიმეტრს.
ჯავშანმედეგობა - კინეტიკის წინააღმდეგ 390-400მმ/კუმულაციური ჭურვების წინააღმდეგ 490-500მმ
No comments:
Post a Comment