1990 წელი - გამოცდებზე გვერდიგვერდ დასავლეთ გერმანიის Leopard-2A4 და აღმოსავლეთ გერმანიის ნაციონალურ-ეროვნული არმიის Т-72М1 და Т-55АМ2. როგორც ჩანს ბერლინის კედლის დანგრევისა და გერმანიის გაერთიანების შემდეგ დასავლეთ გერმანიამ საბჭოთა Т-72М1-ის სახით საინტერესო საცდელი ნიმუშები მიიღო. ასევე ცნობილია რომ 1991 წელს ეს ტანკები ჯავშანმედეგობაზე იქნა გამოცდილი.
105 მილიმეტრიანი L7A3 ქვემეხით დაცხრილული კორპუსი - გამოყენებული იქნა ქვეკალიბრული ფრთასხმული DM-33 და კუმულაციური DM-12. კორპუსის წინა ზედა დეტალი უპრობლემოდ იხვრიტებოდა კუმულაციური ჭურვით. მისგან განსხვავებით კოშკურის გახვრეტა მხოლოდ ქვეკალიბრულით მოხერხდა და ისიც 1500 მეტრზე ნაკლები დისტანციიდან
105 მილიმეტრიანი L7A3 ქვემეხით დაცხრილული კოშკურა - გამოყენებული იქნა კუმულაციური DM-12. კოშკურა ვერ გაიხვრიტა. ერთმა ჭურვმა სახურავში მოხვედრის დროს მოახერხა კოშკურის გახვრეტა
Т-72А-ს (საექსპორტო დასახელება Т-72М1) ჯავშანი და მისი მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:
კოშკურა: ფოლადის წინა და უკანა ფილებს შორის ჩასმული იყო ეგრეთ წოდებული "ქვიშის ღეროები" - არაფოლადის ფორმირების მასალა კოშკურაში ჩასხმამდე ფოლადის არმატურით მაგრდებოდა. კოშკურის ჯავშნის გაბარიტების საშუალო მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურებოდა - 142მმ ფოლადი - 115 მმ სპეცპაკეტი - 284მმ ფოლადი. სულ ფიზიკური სისქე 541 მილიმეტრი, ზუსტად საკურსო კუთხით ეს ადგილი 800 მილმეტრს იძლეოდა.
კოშკურის ჯავშანმედეგობა - კინეტიკის წინააღმდეგ 390-410მმ/კიმულაციური ჭურვების წინააღმდეგ 490-500მმ
კორპუსის წინა ზედა დეტალი:16+60მმ ფოლადი - 105მმ სტეკლოტექსტოლიტი - 50მმ ფოლადი. ფიზიკური სისქე 231 მილიმეტრი, 68 გრადუსზე ოძლევა 616 მილიმეტრს.
ჯავშანმედეგობა - კინეტიკის წინააღმდეგ 390-400მმ/კუმულაციური ჭურვების წინააღმდეგ 490-500მმ
წარსულში ქართული არმიის სამსახურში მყოფი (სავარაუდოდ მცირე ნაწილი ეხლაც გამოიყენება სასწავლო მიზნებში) Т-55АМ2-ის მცირე მიმოხილვა.
Т-55АМ2 მე-11 ბრიგადის ფარეხებში
როგორც ცნობილია, 90-ინების ბოლოს, ედუარდ შევარდნაძის მთავრობამ თავდაცვის უწყებისთვის, რომელსაც მაშინ გენერალი დავით თევზაძე ედგა სათავეში, ჩეხეთის რესპუბლიკისგან 11 ცალი Т-55АМ2 და 1 ცალი სარემონტო-საევაკუაციო გამწე ВТ-55.შეიძინა. მანქანები ქართულ მხარეს 2000 წელს გადაეცა.
Т-55АМ2-ის ვიდეო მიმოხილვა (ჩეხურად)
Т-55АМ2 თავისი დროისთვის არ იყო ცუდი მოდერნიზაცია, მაგრამ 2000 წლისთვის ის კატასტროფულად მოძველებულ ტანკს წარმოადგენდა, თუმცაღა მაშინდელი ქართული არმიის ჯავშანტექნიკის ფონზე, თვის ის მაინც თანამედროვედ გამოიყურებოდა. ქვემოთ შევეცდები ამ ტანკის შესახებ მონაცემებს მოვუყარო თავი:
М2 თბილისი ქუჩებში, 2004 წლის 26 მაისი
Т-55АМ2 მისი წინამორბედის, Т-55А-ს, ღმა მოდერნიზაციას წარმოადგენს. მოდერნიზაცია ტანკის ყველა ძირითად მახასიათებელს შეეხო - დაყენდა ცეცხლის მართვის ახალი სისტემ "Hammer", ლაზერული დასხივების აღმომჩენი სისტემა SDIO და კოშკურისა და კორპუსის დამატებითი დაცვა. ტანკი ასევე აღიჭურვა ქვემეხის ახალი სტაბილიზატორითა და ქვემეხის თბოსაიზოლაციო გარსსაცმით.
ტანკების მცირე პარტია 9К116-ის ტიპი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსით აღიჭურვა, რომლის შემადგენლობაშიც 5 ცალი რაკეტა 9М117 შედის. ტანკზე ასევე დაყენდა გაუმჯობესებული საკვამლე მოწყობილობა TUCA, რადიოსადგურები R-173 და R-173P და ფილტროსავენტილიაციო მოწყობილობა RADCHA 15/24. გაზრდილი წონის გამო მასზე უფრო მძლავრი ძრავისა და სავალ ნაწილში ახალი გაუმჯობესებული გრეხითი ღერძების დაყენება გახდა აუცილებელი.
კორპუსის შუბლაზე დაყენებული დამატებითი ჯავშნის სისქე 150 მილიმეტრია, ამასთან შუბლა ჯავშნის მთლიანი მედეგობა 250 მილიმეტრამდე გაიზარდა. ქიმებზე 10 მილიმეტრიანი რეზინის ეკრანებია განთავსებული. კოშურის შუბლის დამატებითი დაცვა ორი მოხსნადი სექციისგან შესდგება, რომლებიც პოლიურეთანით შევსებულ ფოლადის კოსნტრუქციებს წარმოადგენენ. ყოველი მათგანი 550 კილოს იწონის და კოშურაზე ორ-ორი ჭანჭიკითაა დამაგრებული.
ორიგინალი ძალური დანადგარი ადაპტირდა უფრო მძლავრ IN-55AM2 დონემდე, რომელშიც სიმძლავრე საწვავის შეფრქვევის კუთხის შეცვლითა და შემშვები და გამომშვები მილაკების რეგულირებით იქნა გაზრდილი. ამასთან ძრავა უფრო ეფექტური გაგრილების სისტემით აღიჭურვა - მასში წნევა 180 kPa-მდე გაიზარდა. ძრავაზე ასევე დამონტაჟდა დიაგნოსტიკური აპარატურა "WAS", რომელიც ოპტიკური და ხმოვანი სიგნალით აფრთხილებს ეკიპაჟს გამაგრილებელი სითხის, ზეთის წნევის, ზეთის ნაკლებობის და საწვავის რაოდენობის შესახებ.
ცეცხლის მართვის სისტემა Hammer-ზე მუშაობა 1981-1983 წლებში მიმდინარეობდა. ახალი სტაბილიზატორის წყალობით, წინამორბედთან შედარებით, გაჩერებული მდგომრაეობიდან სროლის სიზუსტე 6,4-ჯერ, ხოლო მოკლე გაჩერებებიდან - 3,6-ჯერ გაიზრდა. თვითონ Т-55АМ2 1983-1986 წლებში შექიმნა.
მოდერნიზირებული ტანკების წარმოება 1985 წელს დაიწყო, ხოლო მწყობრში 1987 წელს ჩადგა. მოდერნიზაციის შედეგად გაუმჯობესდა - საცეცხლე შესაძლებლობები, მანქანისა და ეკიპაჟის დაცულობა, კომფორტი, ამძრაობა და სხვა ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, 1997 წლამდე ჩეხური არმიის არსენალში 394 ცალი მოდერნიზირებული Т-54 და Т-55 იმყოფებოდა. ათასწლეულების ზღვარზე დაიწყო მწყობრიდან მათი ეტაპობრივი გაყვანა და დაკონსერვება. ნაწილი უტილიზაციას დაექვემდებარა, ნაწილი ექსპორტზე გაიყიდა. სწორედ აქედან მოხვდა საქართველოში 11 ცალი ჩეხური ტანკი. ქართულმა მხარემ შეკვეთა 1998 წელს განახორციელა, კონტრაქტის ღირებულებამ 300 000 დოლარი შეადგინა. ამ ფასში 11 ტანკისა და 1 გამწის გარდა ქართულმა მხარემ სათადარიგო ნაწილებიც მიიღო.