წარსულში ქართული არმიის სამსახურში მყოფი (სავარაუდოდ მცირე ნაწილი ეხლაც გამოიყენება სასწავლო მიზნებში) Т-55АМ2-ის მცირე მიმოხილვა.
Т-55АМ2 მისი წინამორბედის, Т-55А-ს, ღმა მოდერნიზაციას წარმოადგენს. მოდერნიზაცია ტანკის ყველა ძირითად მახასიათებელს შეეხო - დაყენდა ცეცხლის მართვის ახალი სისტემ "Hammer", ლაზერული დასხივების აღმომჩენი სისტემა SDIO და კოშკურისა და კორპუსის დამატებითი დაცვა. ტანკი ასევე აღიჭურვა ქვემეხის ახალი სტაბილიზატორითა და ქვემეხის თბოსაიზოლაციო გარსსაცმით.
ტანკების მცირე პარტია 9К116-ის ტიპი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსით აღიჭურვა, რომლის შემადგენლობაშიც 5 ცალი რაკეტა 9М117 შედის. ტანკზე ასევე დაყენდა გაუმჯობესებული საკვამლე მოწყობილობა TUCA, რადიოსადგურები R-173 და R-173P და ფილტროსავენტილიაციო მოწყობილობა RADCHA 15/24. გაზრდილი წონის გამო მასზე უფრო მძლავრი ძრავისა და სავალ ნაწილში ახალი გაუმჯობესებული გრეხითი ღერძების დაყენება გახდა აუცილებელი.
კორპუსის შუბლაზე დაყენებული დამატებითი ჯავშნის სისქე 150 მილიმეტრია, ამასთან შუბლა ჯავშნის მთლიანი მედეგობა 250 მილიმეტრამდე გაიზარდა. ქიმებზე 10 მილიმეტრიანი რეზინის ეკრანებია განთავსებული. კოშურის შუბლის დამატებითი დაცვა ორი მოხსნადი სექციისგან შესდგება, რომლებიც პოლიურეთანით შევსებულ ფოლადის კოსნტრუქციებს წარმოადგენენ. ყოველი მათგანი 550 კილოს იწონის და კოშურაზე ორ-ორი ჭანჭიკითაა დამაგრებული.
ორიგინალი ძალური დანადგარი ადაპტირდა უფრო მძლავრ IN-55AM2 დონემდე, რომელშიც სიმძლავრე საწვავის შეფრქვევის კუთხის შეცვლითა და შემშვები და გამომშვები მილაკების რეგულირებით იქნა გაზრდილი. ამასთან ძრავა უფრო ეფექტური გაგრილების სისტემით აღიჭურვა - მასში წნევა 180 kPa-მდე გაიზარდა. ძრავაზე ასევე დამონტაჟდა დიაგნოსტიკური აპარატურა "WAS", რომელიც ოპტიკური და ხმოვანი სიგნალით აფრთხილებს ეკიპაჟს გამაგრილებელი სითხის, ზეთის წნევის, ზეთის ნაკლებობის და საწვავის რაოდენობის შესახებ.
ცეცხლის მართვის სისტემა Hammer-ზე მუშაობა 1981-1983 წლებში მიმდინარეობდა. ახალი სტაბილიზატორის წყალობით, წინამორბედთან შედარებით, გაჩერებული მდგომრაეობიდან სროლის სიზუსტე 6,4-ჯერ, ხოლო მოკლე გაჩერებებიდან - 3,6-ჯერ გაიზრდა. თვითონ Т-55АМ2 1983-1986 წლებში შექიმნა.
მოდერნიზირებული ტანკების წარმოება 1985 წელს დაიწყო, ხოლო მწყობრში 1987 წელს ჩადგა. მოდერნიზაციის შედეგად გაუმჯობესდა - საცეცხლე შესაძლებლობები, მანქანისა და ეკიპაჟის დაცულობა, კომფორტი, ამძრაობა და სხვა ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, 1997 წლამდე ჩეხური არმიის არსენალში 394 ცალი მოდერნიზირებული Т-54 და Т-55 იმყოფებოდა. ათასწლეულების ზღვარზე დაიწყო მწყობრიდან მათი ეტაპობრივი გაყვანა და დაკონსერვება. ნაწილი უტილიზაციას დაექვემდებარა, ნაწილი ექსპორტზე გაიყიდა. სწორედ აქედან მოხვდა საქართველოში 11 ცალი ჩეხური ტანკი. ქართულმა მხარემ შეკვეთა 1998 წელს განახორციელა, კონტრაქტის ღირებულებამ 300 000 დოლარი შეადგინა. ამ ფასში 11 ტანკისა და 1 გამწის გარდა ქართულმა მხარემ სათადარიგო ნაწილებიც მიიღო.
მწარმოებელი |
Vojenský
opravárenský podnik 025 Nový Jičín, s.p. |
წარმოების წლები |
1985-1990 |
რაოდენობა |
450+ |
ეკიპაჟი |
4 |
მასო-გაბარიტული მონაცემები: |
|
წონა (ტ):
|
41,5 41.9 |
სიგრძე ლულით
წინ (მმ) |
9000 |
კორპუსის სიგრძე
(მმ) |
6200 |
სიგანე (მმ) |
3760 |
სიმაღლე (მმ)
|
3030 2400 |
კლირენსი (მმ) |
340 |
დაცვა: |
|
ჯავშანდაცვა |
საბაზისო Т-55А, რომელიც აღჭურვილია:
|
ამძრაობა: |
|
ძრავის მარკა |
V-55AM2 |
ძრავის ტიპი |
12 ცილინდრიანი, ოთხტაქტიანი, წყლით გაგრილებადი, დიზელის. |
ბრუნვის მაქსიმალური
მომენტი |
2404 (±
98) Nm (1200 – 1400 ბრ/წთ) |
წონა (კგ) |
920 |
სიმძლავრე (ცხ.ძ) |
620 (2000 ბრ/წთ) |
სიჩქარეთა კოლოფის
ტიპი (გადაცემათა რაოდენობა) |
მექანიკური (5 წინ,
1 უკან) |
მაქსიმალური სიჩქარე
(კმ/სთ) |
50 |
საშალო სიჩქარე
(კმ/სთ) |
20 |
სვლის მარაგი
გზაზე (კმ):
|
650-715 500 |
სვლის მარაგი
უგზოობაზე (კმ):
|
410-450 320 |
სვლადობა: |
|
აღმართის დახრილობა |
32° |
დაგვერდება |
30° |
თხრილის სიგანე
(მ) |
2.5 |
ვერტიკალური კედელი
(მ) |
0.8 |
წყლის გადალახვა
მომზადების გარეშე (მ) |
1.4 |
შეიარაღება: |
|
ქვემეხი |
|
მართვადი შეიარაღება |
ზოგიერთი მანქანა
აღჭურვილი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს 9К116-1 «Бастион»-ით |
მართვადი რაკეტების
რაოდენობა საბრძოლო მარაგში |
5 |
შეწყვილებული შეიარაღება |
|
საზენიტო ტყვიამფრქვევი
|
|
No comments:
Post a Comment