Sunday, January 27, 2019

ქართული ტანკების ამუნიცია

ჩემი ძველი სტატია, იმედია ბევრი რამე ამ ნომენკლატურაში უკეთესობისკენ შეიცვალა:


დამატებულია დეტალური ინფორმაცია - ქვესათაურები წითელი ფერით

2008 წლის ომის შემდეგ ინტერნეტში გამოჩნდა ქართული ტანკების საბრძოლო კომპლექტში არსებული ჭურვების სურათები. ასევე სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილია მიახლოებით სად და რა იქნა შესყიდული. ქვემოთ მოყვანილია ამ ჭურვების სურათები და მათი მახასიათებლები.

ჭურვი 3БМ-23, აქტიური ნაწილი 3БМ-22

ჭურვი 3БМ-23, აქტიური ნაწილი 3БМ-22, მუხტი Ж-52

იუგოსლავური M-88, მუხტები სავარაუდოდ M-88

ქვემოთ, წითლად მინიშნებულია ჭურვი 3БМ-23, აქტიური ნაწილი 3БМ-22, ზემოდან იუგოსლავური M-88 

უცნობი ტიპის ჭურვი (სავარაუდოდ  3БМ-23, აქტიური ნაწილი 3БМ-22)

იუგოსლავური M-88

როგორც ზემოთ მოყვანილი სურათებიდან ჩანს ქართული ტანკების საბრძოლო კომპლექტში ძირითადად ორი სახის ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი ჭურვი შედის - საბჭოთა 3ВБМ-9 და იუგოსლავიური M-88. M-88 საბჭოთა 3ВБМ-7-ის ლიცენზიურ ვერსიას წარმოადგენს.

ქვეკალიბრული ჭურვების ტტმ

* - მითითებულია საბჭოთა არმიაში მიღების წელი, იუგოსლავიის არმიაში მიღების წელი უცნობია.

3ВБМ9-ის აღწერა:

გასროლები ჯავშანგამტანი-ქვეკალიბრული ჭურვით

გასროლები ჯავშანგამტანი-ქვეკალიბრული ჭურვი გამოიყენება ტანკებზე და თვითმავალ საარტილერიო დანადგარებზე ჯავშნიან მიზნებზე სროლისათვის. ჯავშანგამტან-ქვეკალიბრულ ჭურვს გააჩნია მაღალი ჯავშანგამტანიანი მოქმედბა, ხოლო მისი ტრაექტორიის დამრეცობა და პატარა ფრენის დრო იძლევა საშუალებას გამოვიყენოთ მაღალ მანევრულ მიზნების დასაზიანებლად.

გასროლა ჯავშანგამტან-ქვეკალიბრულ ჭურვით ЗБМ9 შედგება ორი ელემენტისაგან: ჭურვით, მასზე მიმაგრებული დამატებითი საბრძოლო მუხტით და ძირითადი საბრძოლო მუხტისაგან ნაწილობრივ წვად მასრაში. ჯავშანგამტანი-ქვეკალიბრული ჭურვი შედგება კორპუსისაგან (2), ბალისტიკური ბუნიკისაგან (1), გასართი (გასახსნელი) წამყმანი რგოლისაგან (4), შემზღუდველი სარტყელისაგან (5) ხუთფრთიანი სტაბილიზატორისაგან (6), ხუთი სპილენძის მაცენრირებელი წკირისაგან (8) და მგეზავისაგან (7) (ნახ 2.1.).

წამყვანი რგოლი შედგება სამი ცალკეული სექტორისაგან, რომლებიც განლაგებულია საბჯენ სავარცხლისგან და მიმაგრებული ერთმანეთში შემზღუდველი სარტყელით. ყოველ სექტორში აქ ორი დახრილი ხვრელი დაკეტილი ხუფით (პროპკებით). სავარცხლის საბჯენი ჭურვის კორპუსზე შესრულებულია დაცერავებით წინა ზღვარზე (კიდეზე) ჭურვის ღერძზე 45º  კუთხით წამყვანი რგოლის სექტორების განცალკევებით შესამსუბუქებლად ლულიდან ჭურვის გამოფრენისას.
საჭერი (3), რომელიც ჩაყენებულია ერთ-ერთი სექტორის ნახვრეტში (ხვრელში) არ აძლევს საშუალებას წამყვან რგოლს მობრუნდეს კორპუსის მიმართებაში მოქმედებაში შეხებისას. დახრილი კბილანები წინა ზღვარზე (კიდეზე) გამორიცხავს ჭურვის მიჭერას მილის ტორსში ქვემეხის გატენისას. ჭურვის ცენტრირებას ქვემეხის კამერაში უზრუნველყოფს შემზღუდველი სარყელით და სპილენძის მაცენტრირებელი წკირებით, რომლებიც ჩაყენებულია სტაბილიზატორის მანჭვალების ბუდეში.
საბრძოლო მუხტის ანთების შემდეგ ჭურვის ლულის არხის ცილინდრულ ნაწილში შესვლისთანავე შემზღუდველი სარტყელი და სპილენძის მაცენტრირებელი წკრები  მოიჭიმება. დენთის გაზების ძალით აგდებს ხუფებს დახრილ ხვრელიდან და ამ ხვრელებიდან გამომდინარე აიძულებს წამყვან რგოლს იბრუნოს (1000 ბრ/წთ). ამ დროს საჭერი მოიჭრება ხოლო შემზღუდველი სარტყელი იცვითება.
წამყვანი რგოლს სექტორების მოცლა (მოცილება) ჭურვის კორპუსიდან წარმოებს ტრაექტორიის დაწყებით მონაკვეთზე ჰაერის წინააღმდეგობის და ცენტრიდანული ძალების მოქმედებით შეპირებული (წარმოქმნილი) სექტორების ბრუნვით ხდება. ჭურვიდან განცალკევებული სექტორები ცვივა ადგილნმდებარეობაზე ქვემეხის წინ 150-დან 1000 მეტრამდე ± 2° კუთხის გაფანტვით სროლის მიმართულებიდან. განცალკევებულ ელემენტებს (ნაწილები ნამსხვრევების სახით) გააჩნიათ საკმაო კინეტიკური ენერგია, რის შედეგადაც შესაძლებელია პ/შ და ტექნიკის დაზიანება, რაც საჭიროა გავითვალისწინოთ ქვემეხიდან სროლისას. სროლისას ჯავშანგამტან-ქვეკალიბრულ ჭურვის ფრენისას ტრაექტორიის მდგრადობას უზრუნველყოფს სტაბილიზატორი. შექუჩულობის გასაუმჯობესებლად სტაბილიზატორის ფრთებზე შესრულებულია ცერობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჭურვის ბრუნვას ტრაექტორიაზე.
ჭურვს გააჩნია მგეზველი, რომელიც იწვის (ინთება) გასროლისას. მგეზველის წვის დრო არის 2-3 წმ. ჯავშანის შეხვედრისას (მოხვედრისას) ჭურვი ხვრეტავს ჯავშანს. ეკიპაჟი, აგრეგატები და მექანიზმები ჯავშნის შიგნით სივრცეში ზიანდება ჭურვისა და ჯავშნის გაცხელებული გავარვარებული ნამსხვრევებით.

125 მმ. ჯავშანგამტან ქვეკალიბრული ჭურვი ЗБМ9:
1 – ბალისტიკური თავაკი; 2 კორპუსი; 3 საერი; 4 გასართი წამყვანი რგოლი; 5 შემზღუდველი სარტყელი; 6 ხუთფრთიანი სტაბილიზატორი; 7 მგეზავი; 8 მაცენტრებელი წკირი.

ჭურვის მონაცემები ტექნიკური სახელმძღვანელოდან:


მსხვრევად ფუგასური ჭურვები

მსხვრევად ფუგასური ჭურვი  ღიად ან გამაგრებულ პოზიციაზე მყოფი მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებას  წარმოადგენს.

ყველაზე გავრცელებული მსხვრევად ფუგასურ ჭურვს წარმოადგენს მრავალფუნქციური გასროლა, რომელიც ფრენისას ფრთებით სტაბილიზირდება. მსხვრევად ფუგასურ ჭურვს გააჩნია საკმაოდ კარგი შექუჩულობა (ნორმატიული გაფანტვა : 0,23 მეათასედი) და ეფექტით  122მმ-ნი საარტილერიო ჭურვის ანალოგიურია.

ამ ჭურვების გამოყენება ტანკების წინააღმდეგ არამიზანშეწონილია, თუმცა ტანკზე მისმა მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს მისი გაჩერება და საცეცხლე საშუალებების გაუვნებელყოფა. მსუბუქი ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ მსხვრევად ფუგასური ჭურვი თითქმის 100% განადგურებას იძლევა.

სავარაუდოდ იუგოსლავური М-86 (ან М-86П2) და უკრაინული 3ОФ26 (იგულისხმება უკრაინაში შეძენილი საბჭოთა ჭურვი)

 სავარაუდოდ იუგოსლავური М-86(ან М-86П2)

სავარაუდოდ იუგოსლავური М-86 (ან М-86П2) და უკრაინული 3ОФ26

 უკრაინული 3ОФ26

უკრაინული 3ОФ26 და იუგოსლავური M-86 (ან M-86П2)

მსხვრევად ფუგასური ჭურვის მუხტები (4Ж40)

უკრაინული ჭურვი 3ОФ19 და მუხტი 4Ж40 

 უკრაინული ჭურვი 3ОФ26 და მუხტი 4Ж40 

როგორც ზემოთ მოყვანილი სურათებიდან ჩანს ქართული არმიის შეიარაღებაში ძირითადად ორი სახის მსხვრევად-ფუგასური ჭურვია იმყოფება - იუგსოლავური М-86 (რომელიც საბჭოთა 3ОФ-19-ის ლიცენზირებული ვარსიაა) და უკრაინული 3ВОФ-36 და 19, მეორე იუგოსლავური მსხვრევად ფუგასური, M-86П2 ტიპის ჭურვი,  საბჭოთა 3ВОФ-36-ის ლიცენზირებულ ვარიანტს წარმოადგენს.

მსხვრევად ფუგასური ჭურვების ტტმ


გასროლები მსხვრევად - ფეგასური ჭურვით

მსხვრევად-ფუგასური ჭურვების დანიშნულებას არტილერიის, ნაღმტყორცნების, სარაკეტი დანადგარების, საცეცხლე პოზიციების მანქანების და ცოცხალი ძალის განადგურება წარმოადგენს.
მსხვრევადი-ფეგასური ჭურვი ЗОФ-19 შედგება კორპუსისაგან (1), ორი შემზღუდი სარტყელისაგან (2 და 3), სტაბილიზატორის კორპუსისაგან (4), სახსროვნად დამაგრებულ მასზე 4 (ოთხი) ფრთებით, ფრთების საბრჯენებით (5) და პლასტმასის სარტყელით (6), ამფეთქი მუხტით – ტროტილით. 
ჭურვი დაკომპლექტებულია ამფეთქით В-429Е. პლასტმასის სარტყელი სტა-ბილიზატორის ფრთებზე უკეთდება (ეცმევა) ფიქსირებისათვის, რომ გამოირიცხოს ჭურვის ღერძული გადაადგილება ტანკში გატენის ავტომატის კასეტაში. 
ჭურვის ლულაში მოძრაობისას სტაბილიზატორის ფრთები ხაზოვანი აჩქარების ინერციის ძალით ჭრის საჭერს და ცურავენ ლულის არხში. ჭურვის გამოფრენისას ლულის გადანაჭერთან ფრთები იხსნება, 90º მობრუნებით და ამ მდგომარეობაში ნარჩუნდება ფრენისას ჰაერის მიმწყდომი (დამწევი) ძალის ნაკადით. ჭურვის ტრაექტორიის საჭირო მდგომარეობას უზრუნველყოფს გახსნილი სტაბილიზატორის ფრთები. 
მსხვრევადი-ფეგასური ჭურვს წინააღმდეგობის შეხვედრის დროს ამფეთქი იწყებს მუშაობას და იწვევს ფეთქებადი მუხტის დეტონაციას, რის შედეგადაც წარმოიქმნება ჭურვის აფეთქება. 
ამფეთქს გააჩნია სამი მდგომარეობა სროლისათვის:
- მსხვრევადი (გადამრთველი დაყენებულია 0-ზე) თავსახური მოხსნილია; 
- მსხვრევად-ფეგასური (გადამრთველი დაყენებულია 0-ზე) თავსახური გაკეთებულია (ჩაცმულია); 
- ფუგასური (გადამრთველი დაყენებულია 3-ზე) თავსახური გაკეთებულია (ჩაცმულია). 
ამფეთქის საჭირო მოქმედებაზე დაყენებისათვის გააჩნია დასაყენებელი გადამრთველი, გარეთა ტორსზე არის მოთავსებული ისარი, ხოლო კორპუსის გვერდით, ზედაპირზე გააჩნია კაწრი ნიშნული 0 (გადამრთველი ღიაა) და 3-ზე (გადამრთველი დაკეტილია). 
ამფეთქის საწყისად დაყენებულია – მსხვრევად-ფუგასურ მოქმედებაზე. ჭურვის ამფეთქის ასეთ მდგომარეობაზე დაყენებით იტვირთება ტანკში. დამცავი თავსახურის მოხსნა ჭურვის ჩაწყობის (ჩატვირთვის) დროს აკრძალულია. 
გამონაკლის შემთხვევაში ამფეთქის ამუშავების დამაჯერებელი უზრუნველყოფისთვის ჭაობიან და ტორფიან ადგილებში სროლისას 3000 მ-დე. ამფეთქი ყენდება მსხვრევად მოქმედებაზე. ეს ოპერაცია სრულდება გასროლის წინ ჭურვის გატენვის ავტომატის კასეტიდან ამოღების გარეშე. წვიმის ან სეტყვის დროს დამცველი თავსახურის მოხსნა ამფეთქიდან ყველანაირ მანძილზე სროლისას ყველანაირ მიზანზე სასტიკად აკრძალულია.
ჭურვის მსხვრევადი მოქმედება ფასდება მოცემულ ზონაში ცოცხალი ძალის დაზიანება წოლით მდგომარეობაში, ხოლო ფუგასური – ძაბრის მოცულობის ზომით, რომელიც წარმოიქმნება ჭურვის აფეთქებისას. 
მსხვრევადი-ფეგასური ჭურვები შეიძლება გამოყენებული იქნეს ტანკების და სხვა ჯავშნიანი მიზნების დასაზიანებლად, თუ არ გვაქვს ჯავშანგამტანი ჭურვები.
125 მმ. მსხვრევად-ფუგასური ჭურვი:
1-კორპუსი; 2-3 – შემზღუდველი სარტყელები; 4-სტაბილიზატორის კორპუსი; 5-ფრთების საჭერი;  6-პლასტმასის რგოლი.

ჭურვის მონაცემები ტექნიკური სახელმძღვანელოდან:



კუმულაციური ჭურვები

თავის დროზე საბჭოთა კავშირში 125მმ-ი გლუვლუვლიანი ქვემეხის ტანკებზე დაყენების ძირითადი მიზეზი მასში გამოყენებული კუმულაციური ჭურვების მაღალი ეფექტურობა და სიზუსტზე იყო. 60-70 წლებში ტანკის ძირითად ტანკსაწინააღმდეგო იარაღს კუმულაციური ჭურვები შეადგენდნენ. იმ პერიოდში კუმულაციურ ჭურვებს 25% მეტი ჯავშანგამტანობა ჰქონდა ვიდრე ქვეკალიბრულებს და გაჰქონდა 400მმ ჯავშანი, რაც უზრუნველყოფდა იმ პერიოდის ნებისმიერი ტანკის გარანტირებულ დაზიანებას სროლის ნებისმიერ მანძილზე და ნებისმიერი რაკურსიდან.

ქვეკალიბრულებთან შედარებით კუმულაციური ჭურვები უფრო მაღალი სიბურჭღნით ხასიათდებიან. კუმულაციური ჭურვების გაფანტვა საშუალოდ 0,21 მეათასედია, მაშინ როცა ჯავშანგამტანი ქვეკალიბრული ჭურვებისა 0,25 მეათასედს უდრის. პრაკტიკაში კუმულაციური ჭურვების სიბურჭღნე შეიძლება უფრო მაღალიც იყოს. მაგალითად 70 წლებში, კუბინკაში საკონტროლო გამოცდებისას ქვეკალიბრულებმა აჩვენეს მაქსიმალური დასაშვები სიბურჯღნე, მაშინ როცა კუმულაციურმა ჭურვებმა 0,1 მეათასედზე ნაკლებ გაფანტვას მიაღწიეს.

თანამედროვე ჯავშნის განვითარებამ გამოიწვია კუმულაციური ჭურვების ეფექტურობის შემცირება, ხოლო ქვეკალიბრული ჭურვების განვითარებამ, მათმა ფენილმა ტრაექტორიამ და მიზნამდე ფრენის ნაკლებმა დრომ გამოიწვია კუმულაციურ ჭურვებზე როგორც ძირითად ტანკსაწინააღმდეგო იარაღზე ურაის თქმა და ქვეკალიბრულებზე გადასვლა, ხოლო კუმულაციური გამოიყენება როგორც მსუბუქად შეჯავშნული და შესაფარში მყოფი ცოცხალი ძალის წინააღმდეგ.

ამის მიუხედავად ბოლო დროს სატანკო კუმულაციურმა ჭურვებმა განიცადეს საკმაო განვითარება და ეფექტურობის ამაღლება. დაიწყეს ტანდემური ქობინების გამოყენება, სარჩულში სპილენძის ნაცვლად დაიწყეს არატრადიციული მასალების გამოყენება (ურანი, ტანტალი და სხვები) რამაც უნდა აამაღლოს კუმულაციური ჭავლის ეფექტურობა კომბინირებული ჯავშნის წინააღმდეგ.

იუგოსლავური კუმულაციური ჭურვები М-88П1

 იუგოსლავური კუმულაციური ჭურვი М-88П1 და მუხტი Z-40 

სავარაუდოდ კუმულაციური ჭურვები 3БК14М (ან მისი იუგოსლავური ანალოგი М-88П1)

როგორც ზემოთ მოყვანილი სურათებიდან ჩანს ქართული არმიის შეიარარებაში იუგოსლავური М-88П1 ჭურვები იმყოფება, ეს ჭურვები საბჭოთა 3БК14М-ის ლიცენზირებული ვერსიაა.

2008 წელს, ღია წყაროების თანახმად,  სერბეთში ნაყიდი იქნა 1000 ცალი 125მმ-ნი კუმულაციური ჭურვი М-88П1 და 1690 ცალი 125მმ-ნი ჯავშანგამტანი ქვეკალიბრული М-88.

კუმულაციური ჭურვების ტტმ
* - ჯავშანგამტანობა მიახლოებითია, ორივე კუმულაციურ ჭურვის ჯავშანგამტანობა 450მმ-ზე მეტია.



გასროლები კუმლაციური ჭურვით

კუმულაციური ჭურვების დანიშნულებაა სროლის წარმოება პირდპირი დამიზნებით ტანკებზე. თვითმავალი საარტილერიო დანადგარების და სხვა ჯავშნიან მიზნებზე, რომლებსაც გააჩნიათ ძლიერი ჯავშნის დაცვის საშუალებები. კუმულაციური ჭურვები უზრუნველყოფენ თანამედროვე ტანკების ჯავშნის გახვრეტი დაზიანებას. ისინი ასევე უზრუნველყოფენ ხის, მიწის, ბლოკების და რკინაბეტონის კონსტრუქციების მაგვარ მიზნების დაზიანებას. ეფექტურად გამოიყენება 1500 . მანძილამდე. ასევე ჭურვებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი მსხვრევადი მოქმედება.
 კუმულაციური ჭურვი შედგება კორპუსისაგან (3), ორი შემზღუდველი სარტყელისაგან (5), ამეთქი მუხტისაგან (6), A-IX-I კუმულაციური ძაბრით (4), თავაკი (1), სტაბილიზატორის კორპუსი (8), სახსროვანი-დამაგრებით მასზე ექვსი ფრთით, მოჭიმული რგოლით (9), მგეზავით (მნათობლით). ჭურვი დაკომპლექტებულია ამფეთქით В-15. სროლის დრო ამფეთქი დამატებით ოპერაციებს არ ითხოვს. ამფეთქის ელექტრო წრედი შედგება კუმულაციური ძაბრისგან (4), დენგამტარი კონუსისაგან (2) და კონტაქტისაგან (7), რომელიც იზოლირებულია (განმხოლოებილი) ჭურვის კორპუსისგან.
ჭურვიები ЗБK12M  და ЗБK14M ერთმანეთისაგან განსხვავდება ამფეთქის შემადგენლობით, ამფეთქი მუხტის მარკისაგან (მოდელისაგან) და სტაბილიზატორის ფრთების საჩერებელი (სამაგრი) ნაწილის კონსტრუქციით.
გასროლისას რგოლი (9), რომელიც უჭირავს სტაბილიზატორს ფრთები დაკეცილ მდგომარეობაში, ინერციის ძალის ზემოქმედებით გამოდის ფრთების კილოებიდან, და ხდება მათი განთავისუფლება. ჭურვის გამოფრენისას ქვემეხის ლულის გადანაჭერთან დენთის გაზების წნევის სხვაობის ვარდნისგან სტაბილიზატორის კორპუსის კილოებში ფრთების ქვეშ და გარეთა წნევით წარმოიქმნება ძალა, რომელიც მოქმედებს ფრთებზე, რაც ფრთებს გახსნას აიძულებს. 
სტაბილიზატორი უზრუნველყოფს ჭურვის ფრენისას ტრაექტორიის მდგომარეობას. ჭურვის ბრუნვა ფრენისას შეადგენს 500 ბრუნს/წუთში, რომელიც მიიღწევა დამრეცების რაოდენობით სტაბილიზატორის ფრთების მარცხენა ზედაპირზე. 
ჭურვს გააჩნია მგეზავი. მისი წვის დრო შეადგენს 6-7 წამს. კუმულაციურ ჭავლს აქვს წაწვეტებული ფანქრის ფორმა დიამეტრით 3-4 მმ. სიგრძეში, ხოლო ჭავლის თავის ნაწილი მოძრაობს 8-10 კმ./წმ. და მეტი, ხოლო კუდის ნაწილი მიახლოვებით 1-2 კმ./სთ. 
მოხვედრისას კუმულაციური ჭავლი ჯავშანზე მოხვედრის წერტილზე იქმნება მაღალი წნევა (1-3 მილიონ ატმ.) რის შედეგადაც ხდება ჯავშანის წვა და გახვრეტა. მიზნის დაზიანებას ჯავშან გარეთ უზრუნველყოფს თვითონ ჯავშნის გაცხელებული (გავარვარებული) ნამსხვრევები, კუმულაციური ჭავლით და დარტყმის ტალღით.


125 მმ. კუმულაციური ჭურვი: 1-თავაკი; 2-საკონტაქტო კონუსი; 3-კორ-პუსი; 4-კუმულაციური ძაბრი; 5-შემზღუდველი სარტყმელი; 6-გამხეთქი მუხტი; 7-კონტაქტი; 8-სტსბილიზატორის კორპუსი; 9-რგოლი; 10-მგეზავი.
 ჭურვის მონაცემები ტექნიკური სახელმძღვანელოდან:



საბრძოლო მუხტები

საბრძოლო მუხტების დანიშნულება ჭურვისთვის საჭირო საწყისი სიჩქარის მინიჭებაა.

ყველა სახის ჭურვის სროლისას იყენებენ ერთიან მუხტს 4Ж40 ნაწილობრივ წვადი მასრით. ჯავშანგამტან-ქვეკალიბრულ ჭურვების სროლისას გარდა ამისა გამოიყენება დამატებითი მუხტი, რომელიც განთავსებულია ჭურვის კორპუსზე წვად ცილინდრში.

საბრძოლო მუხტი 4Ж40  შედგება მასრისგან წვადი კორპუსით (4), ფოლადის საქვეშისგან (8), მასში ცენტრალური კონით მილისებრი დენთის განთავსებით (6), და ქვიშრობული მუხტის ნაწილით (5), ზემოთა მარცვლიანი დენთით (3) და დაბლითა (7) ამალებელით, ალჩამქრობი (9), სპილენძმაშორებელი (2),  წვადი მიმწოდებელი (1).
დამატებითი მუხტი ჯავშანგამტან-ქვეკალიბრული ჭურვის შედგება დენთისაგან, თანაბრად განთავსებულია კორპუსის ირგვლივ, სტაბილიზატორის ფრთებსა და წვადება ცილინდრს შორის.

საბრძოლო მუხტის ასალებლად გამოიყენება გალვანო-დამრტყმელი მილისი ГУВ-7 (10). მილისს გააჩნია ორი დამოუკიდებელი ურთიერთშემცვლელი მოქმედება – ელექტრული (ელექტროფალია) და დამრტყმელი (დასარტყმელი).

125 მმ. სატანკო ქვემეხის ჭურვების საბრძოლო მუხტი:
1-წვადი შემგზავნი; 2-სპილენძმაშორებელი; 3-მაღლითა ამალებელი; 4-მასრის წვადი კორპუსი; 5-ქვიშრობული დენთი 12/7 В/А; 6-მილისებრი დენთის კონა 15/1 Тр В/А; 7-დაბლითა ამალებელი; 8-მასრის ფოლადის ქვეში; 9-ალჩამქრობი; 10-გალვანულ დამრტყმელიანი მილისი ГУВ-7.




ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები

სატანკო მართვადი რაკეტები მსოფლიოში სერიულად პირველად საბჭოთა ტანკებზე გამოჩნდა. პირველი მართვადი იარაღის კომპლექსი იყო 1976 წელს Т-64Б-ზე დაყენებული 9K-112 "Кобра".

სატანკო მართვადი კომპლექსების უშუალო წინაპარი იყო კომპლექსი "Рубин"-ი. რომელიც შემუშავებული იქნა 1962 წელს КБМ-ში. ეს კომპლექსი, რომელსაც გააჩნდა 28,5კგ-იანი და 1500მმ სიგრძის ნახევრადავტომატური რადიო მართვადი რაკეტა, სარაკეტო ტანკ "Oбъект 775"-ისთვის იყო განკუთვნილი. ეს ტანკი აღჭურვილი იყო ОКБ-9-ში შემუშავებული კუთხვილულიანი ქვემეხი Д-126-ით. სსრკ-ში სარაკეტო ტანკზე მუშაობის შეწყვეტის შემდეგ მოხდა ამ კომპლექსის ადაპტაცია Т-64-ზე, რის შედეგადაც რაკეტა, მექანიკურ დამტენში მოთავსების მიზნით ორად - რაკეტად და სატყორცნ მუხტად, გაიყო.

სატანკო მართვად იარაღზე მუშაობა დასავლეთშიც მიმდინარეობდა, სადაც შეიარაღებაში მიღებული იქნა რაკეტა Shillelagh-ი, რომელიც ყენდებოდა ტაკებზე AR/AAV M551 General Sheridan და М60А2-ზე, თუმცა ეს კომპლექსი წარუმატებელი აღმოჩნდა და მალევე იქნა მოხსნილი შეიარაღებიდან.

მიუხედავად იმისა რომ კომპლექსმა 9K-112 "Кобра"-მ მართლა შესძინა გრძელი ხელი საბჭოთა ტანკებს და საშუალება მისცა მათ ეწარმოებინათ ბრძოლა ისეთ დისტანციებზე რომლებზეც დასავლური ტანკები მათ ვერ შეეწინააღმდეგებოდნენ, მაინც ფერხდებოდა მისი მასიურად დანერგვა, პირველ რიგში ეს ამ კომპლექსის სიძვირით იყო განპირობებული. მაგალითად Т-64Б 20% ძვირი ღირდა ვიდრე Т-64Б1, ამ ორ ტანკს შორის მხოლოდ ერთად-ერთი სხვაობა იყო - მეორეს მართვადი იარაღის კომპლექსი არ გააჩნდა. თითო რაკეტის ფასი მიახლოებით მსუბუქი მანქანის ფასს უტოლდებოდა და ამ ყველაფერთან ერთად კომპლექსის მომსახურება ძაან რთული იყო და მოითხოვდა მაღალი კვალიფიკაციის მქონე ტექნიკურ პერსონალს. ასევე არსებობდა პრობლემა ამ კომპლექსის ტანკ Т-72-ში გამოყენებასთან დაკავშირებით - რადგანაც ამ ბოლოს Т-64-ისგან განსხვავებით სხვანაირი ავტომატური დამტენი გააჩნდა. თუმცაღა ეს პრობლემა ბოლო მოდიფიკაციის რაკეტებში წარმატებით იქნა აღმოფხვრილი.

ქართული არმიის შეიარაღებაში არსებული უკრაინული მართვადი რაკეტა "Комбат"-ი

რაკეტა "Комбат"-ის სატყორცნი მუხტი და მუხტის რაკეტასთან შეერთების კვანძი

რაკეტა "Комбат"-ის განთავსება T-72-ის ავტომატურ დამტენში

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლების ინსტიტუტის ინფორმაციის თანახმად საქართველომ უკრაინაში 2006-2007 წლებში 400 ერთეული  მართვადი რაკეტა "Комбат"-ი იყიდა.

"Комбат"-ის ტტმ



გამოყენებული წყაროები:



No comments:

Post a Comment