суббота, 27 октября 2012 г.

დღის ფოტო (F-22 Raptor ალიასკაში)



საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას პირველი შეხვედრა




საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ირაკლი ალასანია საქართველოს თავდაცვის მინისტრად პარლამენტმა 25 ოქტომბერს დაამტკიცა. დღეს ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა. 
ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროს ახალ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება - სამხედრო უწყებაში ჯარისკაცი გახდება პრიორიტეტული, მისი უფლებები, სოციალური პირობები და უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება სამხედრო უწყების სრული დეპოლიტიზაცია. სწორედ ამიტომ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, იგი დღესვე დატოვებს ყველა პოლიტიკურ და პარტიულ თანამდებობას.
ქართული არმია გახდება სწრაფი, მობილური და მოქნილი სტრუქტურა, რომელსაც მარტივად შეეძლება მტრის მოგერიება, შეკავება და მისთვის დიდი ზიანის მიყენება. 
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება ასევე იქნება მთავარი პრიორიტეტი, თავდაცვის სამინისტროს მუშაობის გამჭვირვალობა და შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება უახლოეს მომავალში განხორციელდება. გაგრძელდება ნატო-სთან თავსებადობის და ინტეგრაციის პროცესი. თავდაცვის სამინისტრო ზედმიწევნით შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას თუ შეთანხმებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აქვს აღებული. ქართული კონტინგენტი დარჩება ავღანეთში და გააგრძელებს ISAF-ის მისიაში მონაწილეობას.
მნიშვნელოვანი იქნება სამინისტროს ფინანსური გამჭვირვალობა და მაქსიმალური მონიტორინგი. ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თავდაცვის უწყების ბიუჯეტში უკვე 113 მილიონი ლარია გარღვევა. მისივე თქმით, ამ პრობლემების მოსაგვარებლად სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა მუშაობას მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დაიწყებს, რათა თავდაცვის უწყების არც ერთ რგოლს პრობლემა არ შეექმნას.
საქართველოს ახლადდანიშნული თავდაცვის მინისტრი, სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის მიზნით, სამხედრო ომბუდსმენის ინსტისტუტის შექმნასაც გეგმავს.



წყარო:

მაშტაბური ანტისარაკეტო სწავლება აშშ–ში


ვიდეოში ასახულია აშშ–ში ამ ცოტა ხნის წინ ჩატარებული ანტისარაკეტო სწავლების კადრები, სწავლება განხროციელდა Marshall–ის კუნძულებზე, Kwajalein/Reagan Test Site ატტოლებზე განთავსებულ აშშ–ს არმიი საცდელ პოლიგონზე.
წვრთნები, სახელწოდებით FTI-01, ორი დღე გაგრძელდა და წარმოადგენს აშშ–ს ანტისარაკეტო მმართველობის მიერ 2001 წლის მერე გამართული ყველაზე რთულ სწავლებას რომლის დროსაც აშშ–ს არმიამ მის ხელთ არსებული სამი ანტისარაკეტო სისტემა გამოიყენა – PAC-3, THAAD და აშშ–ს საზღვაო ძალების SM-3 Block 1A. პირველი ორი სისტემა და ასევე რადარი АN/TPY-2, განთავსებული იყო წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარე ატოლ Kwajalein–ზე, ხოლო რაკეტა SM-3 Block 1A გაშვებული იქნა Arleigh Burke კლასის, სარაკეტო ნაღმოსან USS Fitzgerald (DDG-62) გემბანიდან, რომელიც AEGIS–ითაა აღჭურვილი.
ოთხი სამიზნე–რაკეტიდან, რომლებიც გაშვებული იქნა სწავლების დროს, პირველი სამიზნე,  E-LRALT (Extended Long Range Air Launch Target), რომელიც C–1–დან იქნა გაშვებული, განადგურებული იქნა THAAD–ის მიერ, მეორე სამიზნეს გზა გადაუჭრა და გაანადგურა PAC-3–მა, მესამე ხომალდიდან გაშვებულმა SM-3 Block 1A–მ , ხოლო მეოთხე სამიზნის განადგურების მცდელობა, რომელიც ისევ SM-3 Block 1A–ს მიერ განოხრციელდა, წარმუატებელი გამოდგა.




როგორც ვხედავთ ეს სწავლება ემთხვევა იმ პერიოდს როდესაც რუსეთი აწარმოებს ძველი და ახალი საკონტინენტთაშორისო ახალი და ძველი რაკეტების სროლებს და გამოცდებს და ამ გზით ცდილობს კბილების გამოჩენას აშშ–ს მიერ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში (ძირითადად ევროპაში და აზიაში) ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მოწყობის გააქტიურების საპასუხოდ. უფრო კონკრეტულად ვაშინგტონმა ამ გაზაფხულზე გამოაცხადა თავისი ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის გაფართოების გეგმების შესახებ. გეგმების თანახმად სისტემა განთავსდება არა მარტო ევროპაში, არამედ აღმოსავლეთ და შუა აზიაშიც
აშშ–ს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, Madeline Krinton–ის განცხადებით – საუბარია ავსტრალიის, იაპონიის და სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე. 2012 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ რაკეტსაწინააღმეგო თავდაცვის სისტემის კომპონენტები, ისეთები როგორც წინასწარი გაფრთხილების რადარი AN/TPY-2, განთავსდება იაპონიაში და ფილიპინებზე, ხოლო მანამდე ამერიკულმა მხარემ განაცხადა რომ ერთ სამხედრო ბაზას ავსტრალიის კოინტინენტზეც განათავსებს.

წყარო:

пятница, 26 октября 2012 г.

Интерполитех-2012 (ავტოტექნიკა)


მუხლუხოიანი თოვლჭაობმავალი "РУСАК-3918"







მაღალმობილური თვლიანი სატრანსპორტო საშუალება "ОХОТНИК"
 






დაჯავშნული აფეთქებადაცული სპეცავტომანქანა "ГОРЕЦ-К" 








КАМАЗ-5350 ბაზაზე შექმნილი СБА-60





 

სპეციალური დაჯავშნული მანქანა "СБМ-ВПК-233136"
 


სამეთაურო–საშტაბო მანქანა Р-145БМА "Тигр"–ის ბაზაზე




КАМАЗ-5350 ბაზაზე აწყობილი СБА-60-К2 "Булат"







მსუბუქი საიერიშო მანქანა ALTV 4x4-3,5t СПЕЦНАЗ
 


Renault Sherpa




VBL






სურათებისთვის მადლობას ვუხდი გიორგი კბილცეცხლაშვილს