Saturday, October 27, 2012

მაშტაბური ანტისარაკეტო სწავლება აშშ–ში


ვიდეოში ასახულია აშშ–ში ამ ცოტა ხნის წინ ჩატარებული ანტისარაკეტო სწავლების კადრები, სწავლება განხროციელდა Marshall–ის კუნძულებზე, Kwajalein/Reagan Test Site ატტოლებზე განთავსებულ აშშ–ს არმიი საცდელ პოლიგონზე.
წვრთნები, სახელწოდებით FTI-01, ორი დღე გაგრძელდა და წარმოადგენს აშშ–ს ანტისარაკეტო მმართველობის მიერ 2001 წლის მერე გამართული ყველაზე რთულ სწავლებას რომლის დროსაც აშშ–ს არმიამ მის ხელთ არსებული სამი ანტისარაკეტო სისტემა გამოიყენა – PAC-3, THAAD და აშშ–ს საზღვაო ძალების SM-3 Block 1A. პირველი ორი სისტემა და ასევე რადარი АN/TPY-2, განთავსებული იყო წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარე ატოლ Kwajalein–ზე, ხოლო რაკეტა SM-3 Block 1A გაშვებული იქნა Arleigh Burke კლასის, სარაკეტო ნაღმოსან USS Fitzgerald (DDG-62) გემბანიდან, რომელიც AEGIS–ითაა აღჭურვილი.
ოთხი სამიზნე–რაკეტიდან, რომლებიც გაშვებული იქნა სწავლების დროს, პირველი სამიზნე,  E-LRALT (Extended Long Range Air Launch Target), რომელიც C–1–დან იქნა გაშვებული, განადგურებული იქნა THAAD–ის მიერ, მეორე სამიზნეს გზა გადაუჭრა და გაანადგურა PAC-3–მა, მესამე ხომალდიდან გაშვებულმა SM-3 Block 1A–მ , ხოლო მეოთხე სამიზნის განადგურების მცდელობა, რომელიც ისევ SM-3 Block 1A–ს მიერ განოხრციელდა, წარმუატებელი გამოდგა.




როგორც ვხედავთ ეს სწავლება ემთხვევა იმ პერიოდს როდესაც რუსეთი აწარმოებს ძველი და ახალი საკონტინენტთაშორისო ახალი და ძველი რაკეტების სროლებს და გამოცდებს და ამ გზით ცდილობს კბილების გამოჩენას აშშ–ს მიერ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში (ძირითადად ევროპაში და აზიაში) ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მოწყობის გააქტიურების საპასუხოდ. უფრო კონკრეტულად ვაშინგტონმა ამ გაზაფხულზე გამოაცხადა თავისი ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის გაფართოების გეგმების შესახებ. გეგმების თანახმად სისტემა განთავსდება არა მარტო ევროპაში, არამედ აღმოსავლეთ და შუა აზიაშიც
აშშ–ს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, Madeline Krinton–ის განცხადებით – საუბარია ავსტრალიის, იაპონიის და სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე. 2012 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ რაკეტსაწინააღმეგო თავდაცვის სისტემის კომპონენტები, ისეთები როგორც წინასწარი გაფრთხილების რადარი AN/TPY-2, განთავსდება იაპონიაში და ფილიპინებზე, ხოლო მანამდე ამერიკულმა მხარემ განაცხადა რომ ერთ სამხედრო ბაზას ავსტრალიის კოინტინენტზეც განათავსებს.

წყარო:

No comments:

Post a Comment