ამერიკულმა კომპანია General Dynamic–მა ამა წლის 22–24 ოქტომბერს მიმდინარე აშშ–ს არმიის ასოციაციის (Association of the U.S. Army) ყოველწლიურ კონფერნეცია AUSA–2012–ზე პირველად წარადგინა საკმაოდ საინტერესო ჯავშანტრანსპორტიორი Stryker+Tr - თავისი ცნობილი საბურავებიანი ჯავშანტრანსპორტიორი Stryker DVH–ს მუხლუხებიანი ვარიანტი. როგორც იუწყება ჟურნალი "Jane's Defence Weekly" იუწყება – ჯავშანმანქანა Stryker+Tr–ზე გამოყენებულია Stryker DVH–ს (Double-V Hull) ჯავშანკორპუსი, ანუ Stryker–ის ბოლო მოდიფიკაციის, ნაღმსაწინააღმდეგო დაცვით აღჭურვილი მოდელის კორპუსი, რომელიც ორმაგი V-–ს ფორმის ფსკერითაა აღჭურვილი.
Stryker+Tr–ის საბრძოლო წონა საბაზისო კონფიგურაციაში 65 000–დან 70 000 ფუნტამდეა (29483–დან 31751 კგმდე), თუმცაღა მისი გაზრდა შესაძლებელი მარგი დატვირთვის გაზრდის გზით. მძლავრი დიზელის, 675ც/ძ–ნი ძრავა, General Dynamics–ის განცხადებით, უზრუნველყოფს Stryker+Tr–ის მაღალ ამძრაობას, რომელიც ჯობია ქსმ М2 Bradley და უტოლდება М1 Abrams–ის ამძრაობას.
მუხლუხებიანი Stryker+Tr თავის ორიგინალუირ, თვლიან, ვარიანტ Stryker DVH–თან ერთად General Dynamics–ის მიერ წარდგენილი იქნება აშშ–ს არმიის პროგრამა Armored Multi-Purpose Vehicle (AMPV) კონკურსში, რომელიც ითვალისწინებს მეორე ხაზის ახალი თაობის ჯავშანმანქანების შესყიდვას, მოძველებული მუხლუხოიანი М–113–ების შესაცვლელად. საერთო ჯამში არმია 2900 ასეთი მანქანის შესყიდვას გეგმავს. პროგრამა AMPV–ს ტექნიკური მოთხოვნები მწარმოებლებს 2013 წლის მეორე კვარტალში უნდა დაეგზავნოს.
ასევე კონფერენცია AUSA–2012–ზე General Dynamics–მა წარადგინა М1 Abrams–ისთვის განკუთვნილი ახალი ძრავა–ტრანსმისიის განყოფილება, რომელმაც ამ ტანკზე განთავსებული აირტურბინული ძრავა ტრანსმისიის განყოფილება უნდა შეცვალოს. ახალი ძრავა–ტრანსმისიის განყოფილება ეფუძნება გერმანულ დიზელის ძრავა MTU–883 და ავტომატურ ტრანსმისია Allison–ს. მწარმოებლის განცხადებით ახალი ძრავა–ტრანსმისიის განყოფილება ტანკის ფაქტიურ სვლის მარგი, რომელიც 205 მილს უდრის, 300 მილამდე გაიზრდება და ასევე ყოველ გავლილ მილზე საწვავის 14% ეკონომიას უზრუნველყოფს.
General Dynamic Stryker+Tr პროტოტიპი
No comments:
Post a Comment