Monday, October 22, 2012

რუსული ტექნიკის რემონტი და მოდერნიზაცია

საინტერესო ინფორმაციაა გამოქვეყნებული საიტ rosoboronpostavka-ზე - ინტერნეტ გვერდზე მოცემულია რუსეთის არმიის ჯავშანტექნიკის რემონტისა და მოდერნიზაციის შესახებ. ამ თვეს უნდა გამოცხადდეს შემდეგი ტენდერები (ფრჩხილებში მტელი კონტრაქტის ღირებულება):

შუალედური რემონტი:

- ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП-3 - 15 ერთეული (მაქსიმუმ 270 000 000 მანეთი)
- ტანკი Т-90 და მისი მოდიფიკაციები - 15 ერთეული (მაქსიმუმ 337 545 000 მანეთი)

კაპიტალური რემონტი:
- მედესანტეთა საბრძოლო მანქანა БМД-2 - 34  ერთეული (მაქსიმუმ  177 939 700  მანეთი )
- ჯავშანტრანსპორტიორები БТР-Д, БТР-3Д, БТР-РД - 30  ერთეული (მაქსიმუმ  133 485 000  მანეთი)
- საინჟინრო მანქანა ИМР-2 - 58  ერთეული (მაქსიმუმ  279 531 000 მანეთი)
- ძრავიანი ბუქსირ-კატერები БМК-460 ავტომანქანა КрАЗ-260Г-სთან ერთად - 24  ერთეული (მაქსიმუმ  130 615 200 მანეთი)
- საქვაბულე მანქანა МДК-3 - 23  ერთეული (მაქსიმუმ  195 086 000მანეთი)
- მცურავი მუხლუხიანი ტრანსპორტიორი ПТС-2 - 61  ერთეული (მაქსიმუმ  211 975 000 მანეთი)
- გზაგამდები БАТ-2 - 56  ერთეული (მაქსიმუმ 454 921 600 მანეთი)
- ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП-2 მოდერნიზაციით (რადიოსადგურ Р-168 და შიდა კავშირის აპარატურის საპროგრამო-სააპარატო კომპლექსის დაყენებით) - 145  ერთეული (მაქსიმუმ 1 500 590 500 მანეთი)
- ჯავშანტრანსპორტიორი БТР-80 რემონტი БТР-82АМ დონემდე მიყვანით - 134  ერთეული (მაქსიმუმ 2 818 998 200 მანეთი)
- შეჯავშნული სარემონტო-საევაკუაციო მანქანა БРЭМ-1 - 37 ერთეული (მაქსიმუმ 529 965 800 მანეთი)
- მუხლუხოვანი სატრანსპორტო გამწევი МТ-ЛБ(В) რემონტი და მოდერნიზაცია ტყვიამფრქვევ "Корд" (ნაკეტობა 6П49) და რადიოსადგურ Р-168 დაყენებით - 105  ერთეული (მაქსიმუმ  812 017 500 მანეთი)
- Т-72Б (Т-72Б1) ტანკების მოდერნიზაცია - 101  ერთეული (მაქსიმუმ 5 300 009 300 მანეთი)
- გამნაღმველი დანადგარები УР-77 - 32  ერთეული (მაქსიმუმ 72 777 600 მანეთი)

ასევე უნდა განხორციელდეს ტექნიკური ზედამხედველობა:
- 2,5 ტონა ტვირტამწეობის სპეციალური ავტომობილი IVECO, მოდიფიკაცია 65E19WM (LMW) - N  ერთეული (მაქსიმუმ 12 200 000 მანეთი)
- სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ГАЗ-233014 "Тигр" (ГАЗ-233114 "Тигр-М") - N  ერთეული (მაქსიმუმ 10 880 000 მანეთი)

საერთო რირებულება - 13 248 537 400 рублей.


ბმულზე ასევე ბევრია სხვა ტექნიკის რემონტისა და მოდერნიზაციის ტენდერების შესახებ. 


No comments:

Post a Comment