როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზი იუწყება - 2012 წლის 19 ოქტომბერს "რესპუბლიკა კომში განლაგებულ პემბოის სასროლეთზე, პირველად იქნა გამოცდილი უახელსი საზენიტო სარაკეტო-საარტილერიო კომპლექს "Панцирь-С"-ის მიერ ფრთოსანი რაკეტების განადგურების შესაძლებლობები. ადრე ამ კომპლექსით სასწავლო სროლების ჩატარებისას მუშავდებოდა მხოლოდ ფრთოსანი რაკეტების სასწავლო იმიტატორების წინააღმდეგ მოქმედების შესაძლებლობები.
ფრთოსანი რაკეტის გაშვება სამიზნიდან 800 კილომეტრის მოშორებით შორეული ავიაციის სტრატეგიულმა ბომბდამშენმა, Ту-95МС-მა განახორციელა. საზენიტო კომპლექს "Панцирь-С"-ის გათვლამ წარმატებით გაართვა თავი დასმულ ამოცანას და არ დაუშვა ფრთოსანი რაკეტის მიერ მათ მიერ დაცული ობიექტის განადგურება - ფრთოსანი რაკეტის გასანადგურებლად მათ ორი რაკეტის გაშვება განახორციელეს.
სწავლების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საბრძოლო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა რამდენიმე ათასი კილომეტის მოშორებით მდებარე საჰარო-კოსმოსური თავდაცვის შენაერთიდან სატრანსპორტო თვითმფრინავებით გადაყვანილები იყვნენ პემბოის სასროლეთზე, რის შემდეგაც მათ დამოუკიდებლად განახორციელეს მრავალკილომეტრიანი მარში. ადგილზე მისვლის შემდეგ საბრძოლო გათვლამ დაიწყო პირობითი ადმინისტრაციული ობიექტის დაცვა - დასაცავი ობიექტის სახით გამოყენებული იქნა სასროლეთზე მდებარე ადმინისტრაციული შენობა.
წყარო:
No comments:
Post a Comment