суббота, 20 октября 2012 г.

დაპირებული БМП-1У «Шквал»

ქართული არმიის ისტორიაში 2004 წელს ახალი ფურცელი გადაიშალა. მთავრობის შეცვლის შემდეგ არმიას უფრო მეტი ყურადრება მიექცა - დაიწყო მისი რეფორმირება. სიახლეებთან ერთად დაიწყო ახალი ტექნიკის შესყიდვაც. ყველაფერთან ერთად ჯავშანტექნიკის შესყიდვებიც ხორციელდებოდა. ერთ-ერთი ასეთი შესყიდვა 2007 წელს განხორციელდა - ქართულმა არმიამ  უკრაინაში შეუკვეთა 15 ერთეული БМП-1У «Шквал».


წყარო: UN REGISTER



БМП-1У «Шквал»

90-იან წლებში მსუბუქადშეჯავშნილი ტექნიკისთვის საარტილერიო-ცეცხლსასროლი შეიარაღების მეცნიერულ-ტექნიკურმა ცენტრმა (ქ.კიევი) საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაო «Блиндаж»-ის ფარგლებში შექმნა საბრძოლო მოდული КБА-105 «Шквал».
ამ საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაოს ფარგლებში შეიქმნა საბრძოლო მოდული “Шквал”-ის ორი ნაირსახეობა: პირველი - БМП-1-ზე საშტატო კოშკურის ადგილზე დასაყენებლად, ხოლო მეორე შემდეგლი კლასის მანქანებისთვის - БТР-60, БТР-70 და БТР-80.
მსუბუქადშეჯავშნული შეიარაღებული სამხედრო ტექნიკის ამოცანებისა და ბრძოლის ველზე მიზნების ნომენკლატურიდან გამომდინარე, ამ კლასის მანქანის თანამედროვე შეიარაღების კომპლექსში უნდა შედიოდეს სხვადასხვა იარაღი, რომელთა გამოყენებაც ეკიპაჟს უნდა შეეძლოს როგორც მორიგეობით ასევე ერთდროულად.

БМП-1У «Шквал»

ამ საბრძოლო მოდულების შეიარაღების კომპლექსების საფუძველს წარმოადგენენ უკრაინის არმიის შეიარაღებაში არსებული იარაღის ნიმუშები:
  • 30მმ-ნი ავტომატური ქვემეხი ЗТМ-1 და ЗТМ-2.
  • 7,62მმ-ნი ტყვიამფრქვევი КТ-7,62.
  • 12,7მმ-ნი ტყვიამფრქვევი КТ-12,7.
  • ტანკსაწინააღმდეგო მართვადი შეიარარების კომპლექსები «Барьер»  ან  «Конкурс».
  • 30მმ-ნი ავტომატური ყუმბარმტყორცნი АГ-17.
  • გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი «Игла».

БМП-1У-ს საბრძოლო მოდული, ჩანს - ქვემეხი КБА-2 (2А72-ის ანალოგი) და ТПК-1 და ТПК-2 კამერებით აღჭურვილი ოპტიკურ-სატელევიზიო სამიზნე 

ასევე მოდულზე დაყენდა უკრაინული ცეცხლის მართვის სისტემის ელემენტები:
  • შეიარაღების სტაბილიზატორი  СВУ-500 (სათავო შემქმნელი – Киевский завод автоматики им. Петровского).
  • ოპტიკურ-სატელევიზიო ორი ტიპის სამიზნე ОТП-20 (სათავო შემქმნელი - НИИ «Квант»), «Тандем» (შემქმნელი - НИИ радиолокационных систем «Квант-радиолокация») და «Тандем-М».
  • ლაზერული მანძილმზომი ВДЛ-2.

სტაბილიზატორი  СВУ-500

საცდელ-საკონსტრუქციო სამოუშაო “Блиндаж”-ის ფარგლებში შექმნილი საბრძოლო მუდულ “Шквал”-ით აღჭურვილი ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП-1У, თავისი საცეცხლე სიმძლავრით და მისი ძირითადი მონაცემებით БМП-2-ს და БМД-2-ს 30%, ხოლო БМП-1-ს 50% აღემატება. 

ვიდეო-მონიტორი BM-23

მართვის პულტი ПУ-20

მართვის ბლოკი БУМ-20



საბრძოლო მოდული КБА-105 «Шквал»-ის ტტმ




2008 წელს მოდულ «Шквал»-ის დაყენების გზით მოდერნიზირებული 15 ერთეული БМП-1У შესყიდული იქნა ქართული არმიის მიერ - 11 ივნისს ფოთში გადმოიტვირთა პირველი, ათ მანქანიანი პარტია, ხოლო 2 ივლისს დამატებით 5 მანქანა იქნა მიღებული. 

ყველა ეს მანქანა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მიტოვებული იქნა დისლოკაციის ადგილზე, გორის სამხედრო ბაზაზე - საიდანაც რუსეთის არმიამ, ქალაქის დაკავების შემდეგ მოახდია მათი კონფისკაცია და რუსეთში, კუბინკას ჯავშანსატანკო საცდელ ცენტრში გადაიყვანა.



დაწვრილებით БМП-1-ის შესახებ:

სტატიაში გამოყენებული წყაროები:
БМП-1У «Шквал»

Комментариев нет:

Отправить комментарий