Monday, October 15, 2012

ბუნდესვერის ახალი ტყვიამფრქვევი

როგორც ინტერნეტ წყაროები იუწყებიან, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ უნდა გამოაცხადოს ახალი, NATO-ს სტანდარტის 7,62x51 კალიბრის მქონე, ერთიანი ტყვიამფრქვევის ტენდერი. ახალმა ტყვიამფრქვევმა უნდა შეცვალოს გერმანიის არმიაში 1968 წლიდან შეიარაღებაზე მყოფი MG-3 და შეიარაღების შემდეგ მიიღებს სახელწოდება MG-5.
ტენდერის აშკარა ფავორიტად გერმანული კომპანია Heckler & Koch ერთიანი ტყვიამფრქვევი НК-121 წარმოგვიდგება. მოცემული სისტემა, აირგამომდენი ავტომატიკით წარმოადგენს 5,56მმ-ნი ტყვიამფრქვევი НК-43 (MG-4) შემდგომ მოდერნიზაციას. ეს ტყვიამფრქვევი პირველად წარდგენილი იქნა 2009 წელს და მაშინვე მოხდა განცხადების გაკეთება - რომ ტყვიამფრქვევი 2011 წლისათვის მზად იქნება სერიული წარმოებისთვის. 



მიუხედავად იმისა რომ ტყვიამფრქვევი НК-121 ამ ბოლო დროს რამდენიმე ქვეყნის არმიაში გადის გამოცდებს მისი შესყიდვის შესახებ მონაცემები არ არსებობს. НК-121 მნიშვნელოვან პლიუსს გერმანული არმიისთვის, მწარმოებლის აზრით წარმოადგენს მისი სრული თავსებადობა MG-3 დაზგებთან და მონტაჟის ადგილებთან.
НК-121-ს ძირითადი კონკურენტი გერმანულ ტენდერში იქნება ძველი, კარგი და საიმედო ტყვიამფრქვევი FN MAG. აღსანიშნავია რომ ტყვიამფრქვევი FN MAG ლიცენზიით ასევე იწარმოება Heckler & Koch-ის მიერ (დიდი ბრიტანეთისთვის და NATO-ს სხვა წევრი ქვეყნებისთვის), ამასთან Heckler & Koch-მა 2007 წელს წარადგინა FN MAG-ის მოდერნიზირებული ვარიანტი HK-221.




No comments:

Post a Comment