სააგენტო "Интерфакс"–მა 2012 წლის 18 ოქტომბერს, სამხედრო დიპლომატიურ წრეებზე დაყრდნობით, გააკეთა განცხადება რომ რუსეთის ჯავშანსატანკო სპეციალისტები ცდიან ორ ერთეულ, გერმანული კორპორაცია ARTEC–ის თვლიან (8х8) მრავალფუნქციურ, ჯავშანტრანსპორტიორ Boxer GTK. მანქანები რუსეთის პირობებში ექსპულატაციის გამოცდებს გადიან – გამოცდების შემდეგ, თუ Boxer GTK დადებითი შედეგები აჩვენა არაა გამორიცხული რომ სპეციალისტებმა რეკომენდაცია გაუწიონს მისი რუსეთის არმიის შეიარაღებაში მიღებას.
ცნობის თანახმად – "იმ შემთხვევაში, თუ Boxer GTK რუსეთის არმიის შეიარაღებაში მიღება გადაწყდება, მაშინ ქვეყანაში გაშლილი იქნება მანქანის ლიცენზიური წარმოება. გამოცდების დროს ასევე შეფასდება მანქანის საექსპულატაციო და საბრძოლო მახასიათებლები. გამოცდების დასრულება უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი. Boxer–ის ასაწყობი წარმოება, რუსეთში, სავარაუდოდ საერთო საწარმოში მოხდება. დაგეგმილი ლოკალიზაციის ხარისხი ჯერ–ჯერობით უცნობია".
ნიდელანდების არმიის Boxer GTK
კონსორციუმი ARTEC GmbH შემადგნელობაში შედიან გერმანული კომპანიები Krauss-Maffei Wegmann და Rheinmetall და ასევე ამ ბოლოს ჰოლანდიური ქვეგანყოფილება - Rheinmetall Nederland. ჯავშანტრანსპორტიორ (ოფიციალური გერმანული დასახელება GTK - Gepanzerte Transport-Kraftfahrzeug) Boxer–ის წარმოება გერმანული ბუნდესვერისთვის 2009 წლიდან ხორციელდება 2006 წელს გაფორმებული 891 მილიონი ევროს კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის თანახმად გერმანიის არმიამ 272 ერთეული Boxer–ის ოჯახის მანქანა უნდა მიიღოს (125 სახაზო ჯავშანტრანსპორტიორი, 65 სამეთაურო–საშტაბო მანქანა, 72 სანიტარული მანქანა და 10 სასწავლო მანქანა). 2011 წლიდან დაიწყო Boxer–ის წარმოება ნიდერლანდების არმიისთვის, რომელმაც სახვადასხვა მოდიფიკაციის 200 ცალი Boxer შეუკვეთა.
დაწვრილებით მანქანის შესახებ:
როგორც ადრე გახდა ცნობილი რუსეთის არმიამ გამოცდების მიზნით იტალიური Centauro და Freccia ჩაიყვანა და ასევე გეგმავდა ფინური Patria AMV ყიდვას – როგორც ჩანს სერიოზული კონკურენციაა რუსულ ბაზარზე არა მარტო კომპანიებს შორის არამდე სახელმწიფო მოხელეებს შორისაც, ვინ უფრო მეტს ჩაიდებს ჯიბეში.
ცნობისათვის აშშ–ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის მიერ გამოცხადებულ პროგრამა Marine Personnel Carrier ფინური Patria AMV-ც იღებს მონაწილეობას. სასაცილო იქნება ოკიანის ორივე მხარეს ერთი და იგივე მანქანა თუ აირჩიეს.
წყარო:
No comments:
Post a Comment