ამერიკული მასმედია იუწყება, რომ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა (Department of Homeland Security - DHS) 2011 წელს განათავსა კომპანია Protected Vehicles Incorporated-თან (PVI) გაფორმებული, 2500 ცალი თვლიანი, MRAP-ის ტიპის ჯავშანმანქანის, Argus-ის შესყვიდვის კონტრაქტი. შესყიდვების მთლიანი ღირებულება 1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. 4x4 სავალი ფორმულის მქონე ჯავშანმანქანა Argus განკუთვნილია DHS-ის დაქვემდებარებაში მყოფი მთელი რიგირ სტრუქტურებისთვის - განსაკუთრებული სიტუაციების სააგენტო FEMA; სანაპირო დაცვა; საბაჟო და სასაზღვრო დაცვა; ხოლო პირველ რიგში - ბოლო წლებში სწრაფად მზარდი სპეცქვედანაყოფები HSI-SRT (Homeland Security Investigations - Special Response Teams) და HSI-RRT-სთვი (Homeland Security Investigations - Rapid Response Teams), რომლებიც საემიგრაციო და საბაჟო სამსახურის (Immigration and Customs Enforcement - ICE) დაქვემდებარებაში იმყოფებიან. ფაქტიურად სპეცქვედანაყოფები HSI-SRT, რომლებიც მთელი ქვეყნის მაშტაბითაა შექმნილი, წარმოადგენენ ამ დრომდე აშშ-ში არ არსებულ, ცენტრალური დაქვემდებარების პოლიციურ ძალას.
ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში DHS-ის მიერ მიღებული ჯავშანმანქანა Argus-ები რამდენჯერმე გამოჩნდნენ სამსახურის ადგილისკენ ტრანსპორტირებისას. როგორც წესი, ეს მანქანები (რომლებიც განკუთვნილები არიან HSI-SRT-ეს ქვედანაყოფებისთვის) შეღებილია შავ ფერად (იშვიათად "უდაბნოს" ფერებში) და ზედ დატანილია DHS-ის ემბლემები და წარწერების მთელი ნაკრები - "Homeland Security", "Immigration & Customs Enforcement", "POLICE/RESCUE" და "Special Response Team". ამასთან ვრცელდება აზრი, რომ DHS-ის სხვა ქვედანაყოფების და სააგენტოების მანქანებიც სავარაუდოდ ანალოგიურ წარწერებს ატარებენ, ანუ ფაქტიურად HSI-SRT-ეს მანქანის სახით ინიღბებიან.
კომპანია Protected Vehicles Incorporated (PVI), რომელიც ჩრდილოეთ ჩარლსტონში (სამხრეთ კაროლინას შტატი) 2005 წელს შეიქმნა, წარმოადგენს ჯავშანმანქანების მწარმოებელ ერთერთ ყველაზე "დახურულ" კომპანიას და სავარაუდოდ მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ს სპეცსამსახურებთან და სააგენტოებთან. PVI-ს დამაარსებელი და პრეზიდენტი ჰარტ ბარეტია. ბარეტი არის სამხრეთაფრიკელი გამომგონებელი და ნაღმსაწინააღმდეგო დაცულობის მქონე მანქანების ერთერთი წინაპართაგანი, რომელიც სამხრეთ აფრიკიდან აშშ-ში 1993 წელს გადავიდა. PVI-ს დაარსებამდე ბარეტი სხვა, ცნობილ ამერიკულ კომპანია Force Protection Inc-ში მუშაობდა მთავარ კონსტრუქტორად, სადაც მისი მეთაურობით შეიქმნა ისეთი ჯავშანმანქანები, როგორებიცაა Cougar და Buffalo.
ჯავშანმანქანა Argus შექმნილია ებრაული კომპანია Rafael-ის ჯავშანმანქანა Golan-ის ბაზაზე, რომელიც თავის მხრივ გასულ ათწლეულში შეიქმნა და PVI-ს მიერ მისი აშშ-ს ბაზარზე შეთავაზება ხდებოდა. MRAP მანქანების ბუმის დასაწყისში, 2005 წელს, აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსმა 60 ცალი Golan შეისყიდა, რომლებიც PVI-ს მიერ იყო აწყობილი, მაგრამ როგორც ჩანს მანქანით უკმაყოფილო დარჩა და შესყიდვები აღარ გაგრძელებულა.
ჯავშანმანქანა Argus წარმოადგენს ებრაული Golan-ის შემდგომ განვითარებას - მისი წონა ვითომდა 46 ათასი ფუნტია (21 ტონა - სავარაუდოდ ციფრი გაზრდილია) და აღჭურვილია 350ც/ძ-ნი დიზელის ძრავა Cummins QSL8.9 და ავტომატური ტრანსმისია Allison 3200SP Gen IV. მანქანას გააჩნია მაღალი ბალისტიკური და ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა - თუმცაღა ციფრები დაცვის ხარისხის შესახებ არ ხმაურდება.
ამერიკული პატრიოტული საზოგადოება DHS-ის მიერ MRAP-ის კლასის ჯავშანმანქანების მასიური შესყიდვების შესახებ განგაშს გამოხატავს, რადგანაც ამერიკის ტერიტორიაზე ამ მანქანების გამოყენების ალბათობა საკმაოდ მცირეა. აღსანიშნავია რომ DHS-ის შეიარაღებაზე უკვე დგას MRAP-ის კლასის მანქანების გარკვეული რაოდენობა, კერძოდ კი მანქანა Oshkosh Alpha.
P.S. მგონი ზომბი-აპოკალიფსისთვის ემზადებიან, აბა ამხდენი MRAP-ები რად უნდათ :D
No comments:
Post a Comment