80-იანი წლების შუა პერიოდში ჩინელმა კონსტრუქტორებმა ამერიკულ ფირმა Cadillac Gage-სთან ერთად შექმნეს საექსპორტო ტანკი, რომელმაც სახელწოდება "Jaguar" მიიღო. 1989 წელს ჩინურმა CMEC-მა და ამერიკულმა Cadillac Gage-მ ოფიციალურად განაცხადეს ახალი ტანკის შექმნის დასრულების შესახებ. ამ დროისათვის დამზადებული იყო ორი მანქანა, ხოლო 1990 წელს დასრულდა მათი გამოცდები. შასი ჩინური იყო, ხოლო კორპუსის ზედა ნაწილი, კოშკურა და ძრავა ამერიკელების მიერ მონტაჟდებოდა.
ძირითად საბრძოლო ტანკ "Jaguar"-ის საბრძოლო წონა 42 ტონაა და ის შესრულებულია კლასიკური სქემის მიხედვით. კონსტრუქციაში ფართოდ გამოიყენება კომბინირებული შეჯავშნი. კორპუსი Type-69-I-თან შედარებით რამდენადმე გრძელია, ჯავშნითაა დაფარული ძრავა-ტრანსმისიის განყოფილება და მუხლუხებსზედა საწვავის ავზები. შუბლა ნაწილზე, ძირითადი ჯავშნიდან რამდენადმე დაშორებით განთავსებულია დამატებითი ჯავშანფილა, რომელიც ფარავს ზედა და ქვედა ჯავშან ნაწილს და მასში ფარების ნიშებია ამოჭრილი.
ახალი კონსტრუქციის კოშკურა შედუღებულია სწორი ჯავშანფილებით, რომლებიც დახრის რაციონალური კუთხებიითაა განთავსებული. ძირითად შეიარაღებად გამოიყენება მცირე უკუგორვის მქონე, 105მმ-ნი კუთხვილულიანი ინგლისური "Royal Ordnance"-ს ქვემეხი L-7.ამას გარდა ტანკს გააჩნია 7,62მმ-ნი შეწყვილებული და 12,7მმ-ნი საზენიტო ტყვიამფრქვევები. განმსახვავებელ ნიშანს წარმოადგენს NATO-ს ტანკებისთვის დამახასიატებელი ეკიპაჟის განლაგების სქემა, რომელშიც მეთაური და მემიზნე კოშკურაში, მარჯვნივ არიან მოთავსებულები. ასევე ამ ტანკის დამახასიათებელ ნიშნად იქცა კოშკურის კიჩოზე მოთავსებული ნიშა, რომელშიც განთავსებული იქნა ქვემეხის საბრძოლო კომპლექტის ნაწილი. ქვემეხის დამიზნების ამძრავები ელექტროჰიდრავლიკურია, მათი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მართვა სარეზერვო, ხელის საშუალებებით ხორციელდება.
"Jaguar"-ზე ცეცხლის მართვის ციფრული სისტემა აყენია. ეს სისტემა ამერიკულ მსუბუქ ტანკ, "Stingray"-ს ცეცხლის მართვის სისტემის ანალოგიურია, რომელშიც შედის ლაზერული მანძილმზომი, ორსიბტყიანი სტაბილიზატორი, მეთაურის და მემიზნის თანამედროვე კომბინირებული სამიზნე და სითბოვიზორული ხელსაწყოები. კოშკურის მარჯვნივ და მარცხნივ განთავსებული საკვამლე მორტირების ბლოკები, თითოში ექვსი მორტირით.
ტანკი აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო სწრაფმოქმედი ავტომატური სისტემით. ძალურ დანადგარად გამოიყენება ამერიკული კომპანია Detroit Diesel-ის 750ც/ძ-ნი დიზელის ძრავა, რომელიც ავოტმატურ ტრანსმისია XTG-411-ტთან ერთ ბლოკშია გაერთიანებული. ამასთან დაკავშირებით კორპუსის კოჩო რამდენადმე არის აწეული. დაკიდება მოიცავს ხუთ წყვილ საყრდენ გორგოლაჭს და ორ წყვილ დამჭერ გორგოლაჭს. წამყვანი თვალი უკანაა განლაგებული. მანქანას შეეძლო განევითარებინა მაქსიმალური 55კმ/სთ სიჩქარე.
ვარაუდობდნენ, რომ ტანკის შემდეგი მოდელები აღჭურვილი იქნებოდა ფირმა Cadillac Gage-ს ჰიდროპნევმატური საკიდარით, რომელიც უზრუნველყოფდა ტანკის მანევრულობის გაუმჯობესებას უგზოობაზე. ტანკი "Jaguar" აღჭურვილია რეზინოფოლადის სახსრიანი გაუმჯობესებული მუხლუხოთი.
ტანკ "Jaguar"-ის შემქნმნელი ორივე ფირმა თვლიდა, რომ იგი მოიპოვებდა დიდ წარმატებას მესამე სამყაროს ქვეყნების ბაზარზე, განსაკუთრებით მათ შორის რომლების შეიარაღებაშიც უკვე არსებობდა საბჭოთა ტანკები Т-54/55 და ჩინური Type-56/69. მაგრამ მთელი სამუშაოები შეჩერებული იქნა იმ აკრძალვის გამო, რომელის მიხედვითაც აშშ-ს ადმინისტრაცია ჩინეთთან სამხედრო ურთიერთობებს კრძალავდა - აკრძალვა პეკინში, ტანიანმენის მოედანზე დემონსტრაციის დაშლის შემდეგ იქნა მიღებული.
წყარო:
No comments:
Post a Comment