ბიუჯეტის შემცირებისა და პრიორიტეტების შეცვლის შემდეგ აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსი გეგმავს 80-იან წლებში შეიარაღებაში მიღებული ჯავშანტრანსპორტიორი LAV-25 კიდევ 23 წლის განმავლობაში (2035 წლამდე) გამოიყენოს.
მანამდე საზღვაო ქვეითების კორპუსის კომანადტმა James Amos-მა თავდაცვითი ასიგნაციების პალატის კომიტეტში განაცხადა რომ "საზღვაო ქვეითები ეძებენ ფინანუსრ რეალობასთან ადაპტაციის გზებს". James Amos-მა ასევე განაცხადა რომ LAV-25 წარმოადგენს "სახმელეთო ოპერაციებისთვის საციცოცხლო მნიშვნელობის ელემენტს".
LAV-25 შვიდი სახვადასხვა ვაერსია - სადაზვერვო, ქვეითთა მხარდამჭერი, ტანკსაწინააღმდეგო, მომარაგების და ასევე რადიოელექტრონული ბრძოლის მანქანები უკვე 29 წელია საზღვაო ქვეითებს ემსახურება. 4x4 სავალი ფორმულის მქონე, დიზელისძრავიანი საბრძოლო მანქანა საზღვაო ქვეითების კორპუსში 1983 წელს იქნა მიღებული და მას შემდეგ ორჯერ გაიარა მოდერნიზაცია. ამჟამად 900-ზე მეტ LAV-25-ს გააჩნია აფეთქებასაწინააღმდეგო სავარძლები. ამას გარდა LAV-25-ის შვიდი ვერსიიდან სამი უკვე მოდერნიზაციის რიგში დგას - რომლის შემდეგაც მანქანები მიიღებს განახლებულ შეიარარებას და თანამგზავრულ სანავიგაციო სისტემებს.
წყარო:
No comments:
Post a Comment