რამოდენიმე სიახლე ამერიკული მე–5 თაობის გამანადგურებლის, F–22 შესახებ:
სხვადასხვა თაობის გამანადგურებლებს ერთმანეთის გაგებას ასწავლიან
Flightglobal–ი პენტაგონზე დაყრდნობით იუწყება რომ – აშშ–ს სამხედრო საჰაერო ძალებმა მე–4 და მე–5 თაობის გამანადგურებლებს შორის მონაცემთა გაცვლის ციფრული სისტემის შექმნის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია მოითხოვეს.
გამომცემლობის თანახმად, აშშ–ს საჰაერო ძალებს ესაჭიროებათ სისტემა, რომელსაც შეეძლება რეალურ დროში სხვადასხვა თაობის გამანადგურებლებს შორის ტაქტიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა.
სისტემის გამოყენება გათვალისწინებულია ორ გამანადგურებელზე – F-22 Raptor–ზე და F-35 Lightning II–ზე.
წყარო:
USAF seeks information on connecting 4th and 5th gen fighters
F–22 ჩაფხუთი მიზანჩვენების სისტემას მიიღებს
აშშ–ს საჰაერო ძალების მეთაურობა F–22–ის ახალი ჩაფხუტით მიზანჩვენების სისტემით აღჭურვას გეგმავს, რომელიც გამანადგურებელს საშუალებას მისცემს სრულებით გამოიყენოს ჰაერი–ჰაერი კლასის რაკეტა AIM-9X Sidewinder Block II–ის პოტენციალი. ამ რაკეტების გამოყენებას გამანადგურებელი 2017 წლიდან შესძლებს, როდესაც მოდერნიზაციის მომდევნო ეტაპი დასრულდება. ახალი სისტემის წყალობით F–22–ის პილოტები შესძლებენ რაკეტის დამიზნება თავის მობრუნებით განახორციელონ.
აშშ–ს სამხედრო საჰაერო ძალების ხელმძღვანელობა ორი ჩაფხუტის გამოყენების ვერსიას განიხილავს – პირველია აშშ–ს ეროვნული გვარდიის კუთვნილ F-16 Fighting Falcon–ებზე არსებული, კომპანია Gentex–ის ჩაფხუტი Scorpion HMCS, ხოლო მეორეა F-35 Lightning II–ის ჩაფხუტი JHMCS II, რომელსაც კომპანია VSI უშვებს. აღსანიშნავია რომ ამ ბოლოს უფრო ფართო შესაძლებლობები გააჩნია პირველთან შედარებით.
წყარო:
F-22 Raptors need helmet-mounted cueing system to take full advantage of AIM-9X
Lockheed Martin-ი 7 მილიარდ დოლარად F–22 მოდერნიზაციას ჩაატარებს
აშშ–ს საჰაერო ძალების მეთაურობამ კომპანია Lockheed Martin–თან 6,9 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებში კომპანიუა ვალდებულია განახორციელოს F–22–ის მოდერნიზაცია Increment 3.1 დონემდე, ხოლო მოგვიანებით Increment 3.2A და Increment 3.2B დონემდე. კონტრაქტის თანახმად სამუშაოები 2023 წელს უნდა დასრულდეს.
F-22–ის Increment 3.1 დონემდე მოდერნიზაციის შედეგად, რომელიც ამჟამად ხორციელდება, გამანადგურებელი მიიღებს სინთეზირებული აპერტურით აღჭურვილ რადარს, რაც მას საშუალებას მისცემს მოახდინოს ადგილმდებარეობის კარტოგრაფირება, მიზნების დამოუკიდებლად აღმოჩენა და მათზე იარაღის დამიზნება. ამას გარდა გამანადგურებლის შეიარაღება შეივსება 250 ფუნტიანი (113 კილო) 8 ცალი ბომბა SDB–ეთი.
2014 წელს დაიწყება გამანადგურებლის მოდერნიზაცია Increment 3.2A დონემდე. თვითმფრინავზე იგეგმება რადიოელექტრონული ბრძოლის და მიზნის ამოცნობის ახალი სისტემების დაყენება. ამას გარდა გამანადგურებელი შესძლებს Link 16–ის სტანდარტით მიღებული (F-22 ამჯერად მხოლოდ ინფორმაციის მიღებაზე მუშაობს) და საკუთარი მონაცემთა ბაზის ინფორმაციის შეთავსებას, ამას გარდა შესძლებს ეს ინფორმაცია საკუთარი სენსორებით მოპოვებულ ინფორმაციასთან შეაჯეროს.2017 წლიდან დაწყებული F–22 დაიწყებს Increment 3.2B დონის მოდერნიზაციას. ეს ითვალისწინებს გამანადგურებლის განახლებული რადიოელექტრონული ბრძოლისა და სანავიგაციო სისტემებით აღჭურვას. ამას გარდა მოხდება პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, რის წყალობითაც F-22 შესძლებს გამოიყენოს ისეთი რაკეტები, როგორებიცაა AIM-120D AMRAAM და AIM-9X Sidewinder.
წყარო:
P.S. არც ჩაფხუტი აქვს დასამიზნებელი, ვერც მე–4 თაობის გამანადგურებლებთანაა ერთ ქსელში ჩართული, ვერც AIM-120D AMRAAM–სსა და AIM-9X Sidewinder–ს ვერ ისვრის და ვერც ჰაერი–მიწა კლასის იარაღს ვერ იყენებს – გასაგებია რატომაც ყავთ სერვანდში და ბრძოლის ველზე არ გამოყჰავთ – ჯერ ისევ პამპერსებს წმინდავენ.