Showing posts with label VBCI Nexter. Show all posts
Showing posts with label VBCI Nexter. Show all posts

Saturday, October 5, 2019

Boxer, Piranha IV & VBCI ბრიტანულ კონკურსში

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

როგორც ცნობილია ბოლო წლების განმავლობაში ბრიტებმა საკუთარი არმიის სერიოზული განახლების პროგრამა წამოიწყეს. სწორედ ამ პროგრამის ნაწილს წამროადგენს თვლიანი ჯავშანპლატფორმის კონკურსიც. მასში გასამარჯვებლად ევროპული ელიტა დაეჯახა ერთმანეთს -  გერმანული Boxer, Piranha IV და ფრანგული  VBCI ამ გემრიელი ლუკმისთვის იბრძოლებენ.

Monday, July 2, 2018

ფრანგული VBCI-ს პირველი დანაკარგები

1 ილსისს, ფრანგულმა ძალებმა მალიში, ასაფეთქებლით დატვირთული ავტომატნქნის იერიშის შედეგად, ორი ცალი ქსმ VBCI დაკარგეს.

საფარნგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, იერიშს ფრანგს სამხედროებს შორის მსხვერპლი არ მოყოლია.

Friday, September 18, 2015

საბრძოლო მანქანა VBCI-2

როგორც ჟურნალ "Jane's International Defence Review" გამოქვეყნებული კრისტოფერ ფოსტის (Christopher F Foss) სტატია "DSEI 2015: Nexter Systems pins export hopes on VBCI-2" იუწყება, ამა წლის 15–დან 18 სექტემბრის ჩათვლით ლონდონში მიმდინარე თავდაცვით გამოფენა DSEI-2015–ზე (Defence and Security Equipment International  2015) ფრანგულმა კომპანია "Nexter Systems"–მა პირველად მოახდინა საექსპორტოდ განკუთვნილი, საკუთარი ინიციატივით შექმნილი და გამოცდილი, 8х8 სავალი ფორმულის მქონე, საფრანგეთის არმიის შეიარაღებაზე მყოფი საბურავებიანი ჯავშანმანქანის VBCI–ს ღრმად მოდერნიზირებული ვერსიის, VBCI–2–ის საჯარო ჩვენება.

კოშკურა T40

სადესანტო ნაკვეთური

ქვეითთა საბრძოლო მანქანის ვარიანტში  VBCI-2–ის დამზადება DSEI-2015–ის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე Nexter–მა, რუანში განლაგებულ საამქროში მოახდინა. ახალ მანქანას საბაზისო VBCI–სგან განსხვავებით აქვს ახალი ჯავშანკორპუსი (ალუმინისგან შედუღებული), რომლის სიმაღლეც და შესაბამისად მოცულობაც გაზრდილია. კორპუსის ჯავშანი МАР–ის ტიპის ფოლადის ჯავშნითაა გაძლიერებული. VBCI-2 აღჭურვილია 600 ცხენისძალიანი დიზელის ახალი ძრავა Volvo D13–ით (VBCI–ზე 550 ცხენისძალიანი Volvo D12 დიზელი აყენია), გაუმჯობესებული საკიდარით, დიდი დიამეტრის საბურავებით, კონდიცირების უფრო მძლავრი სისსტემით, ნაღმდგრადი სავარძლებით სადესანტო ნაკვეთურში და ასევე კავშირისა და მართვის ციფრული სისტემით, რომელიც თავსებადია ქვეითთა ფრანგულ კომპლექტ FELIN–თან. VBCI-2–ის საბრძოლო წონა 32 ტონამდე გაიზარდა, რაც 3 ტონით მეტია საბაზისო VBCI–სგან განსხვავებით.
VBCI-2–ზე აყენია მძღოლ–მექანიკოსის თბოხედვის ხელსაწყო. მანქანა ასევე აღჭურვილია ციფრული ვიდეოკამერებით წრიულად დაკვირვების სისტემით, რომლიდანაც გამოსახულება გამოდის როგორც ეკიპაჟის დისფლეებზე, ასევე სადესანტო ნაკვეთურში არსებულ ვიდეომონიტორზე.
მანქანის საცდელ ნიმუშს ეკიპაჟის სამი წევრი და ევქსი მედესანტე გადაყავს. VBCI-2–ის პროტოტიპი აღჭურვილია Nexter–ის მიერ დამზადებული ორ ადგილიანი კოშკურა Т40–თი, რომელიც ასევე დაგეგმილია რო დაიდგმება საფრანგეთის არმიის პერსპექტიულ სადაზვერვო მანქანა Jaguar–ზე (EBRC), რომელზეც ერთობლივად მუშაობენ Nexter Systems, Thales და Renault Trucks Defense. კოშკურა T40 აღჭურვილია ქვემეხ 40 CTAS–ით (CTAI 40 mm Cased Telescoped Army System), რომელიც CTA International (Nexter და BAE Systems ერთობლივი წარმოება) მიერაა შემუშავებული და ტელესკოპურ ჭურვებს მოიხმარს (ანალოგიური კოშკურა აყენია ბრიტანეთის არმიისთვის განკუთბნილ Ajax–ზე – SCOUT SV - ბრიტანეტის არმიის მრავალფუნქციური პლატფორმა). ქვემეხთან შეწყვილებულია 7,62მმ ტყვიამფრქვევი, ერთი ასეთივე ტყვიამფრქვევი კოშკურის სახურავზე, დისტანციურად მართვად მოდულშია განთავსებული. ოფციონალურად კოშკურის ბორტებზე შესაძლებელია ტსმრ––ის გამშვებების დაყენებაც (კერძოდ Javelin ან პერსპექტიული ფრანგული ტსმრ MBDA MMP - პროტოტიპზე გამშვების მაკეტები აყენია). შემკვეთის სურვილის მიხედვით VBCI-2–ზე შესაძლებელია სხვა კოშკურების და საბრძოლო მოდულების დაყენებას, მათ შორის  უკვე შემოთავაზებული 30მმ–ნი ავტომატური ქვემეხით აღჭურვილი, Kongsberg–ის მიერ წარმოებული, გარეთ გატანილი, დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული Orbital ATK Bushmaster Mk 44, რაც თავის მხრივ სადესანტო ნაკვეთურში დესანტის გაზრდის საშუალებას იძლევა.

წყარო:

Thursday, February 21, 2013

საემირატოს ფრანგული VBCI + რუსული БМП-3–ის კოშკურიანი მანქანა უნდა

გამოფენა IDEX-2013–ის განმავლობაში, რომელიც აბუ–დაბიში (გაერთიანებულ არაბულ საემირატოები) მიმდინარეობს, შესაძლებელია რომ ემირატების არმიასა და ფრანგულს–რუსულ მხარებს შორის გაფორმდეს ხელშეკრულება, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს საემირატოს არმიის 8х8 თვლიანი ფორმულის მქონე 700 მანქანის მოთხოვნა. სწორედ ფრანგული Nexter-ის ჯავშანმანქანა VBCI–სა აქვს ამ ხელშეკრულების განაღდების ყველაზე დიდი შანსი.

VBCI გამოფენა IDEX-2013

ჯავშანტრანსპორტიორი VBCI უკვე გამოიცადა ავღანეთის, ლიბანისა და მალის საბრძოლო მოქმედებებში, სადაც მან თავი უმწიკვლოდ წარმოაჩინა როგორც დაცვის ასევე ამძრაობისა და ამტანობის მხრივ (დაკარიდან მალის ჩრდილოეთით გადასვლა სარეკორდოდ მოკლე დროში განხორციელდა). მაგრამ მიუხედავად ამისა გაერთიანებული საემირატოს არმიამ ფრანგულ მხარეს მთელი რიგი მოთხოვნები წაუყენა – VBCI რუსული БМП-3–ის საბრძოლო მოდულით უნდა იყოს აღჭურვილი, რომელმაც ასევე დადებითად წარმოაჩინა თავი საემირატოს არმიაში.

VBCI მალიში

რადგანაც БМП-3–ის კოშკურა გაცილებით მძიმეა ვიდრე ორიგინალური ფრანგული მოდულები, საჭირო გახდა მანაქნის რუსული შეიარაღების კომპლექსთან ადაპტაცია. VBCI–ს კორპუსმა შესაბამისი გაძლიერება მიიღო. Nexter–ის წარმომადგენლებმა განაცხადეს რომ მთლიანობაში დარწმუნებულები არიან ამ პროექტის რეალიზაციის შესაძლებლობაში და წარმოადგინეს ახალი კოშკურით აღჭურვილი მოდრენიზირებული მანქანის მოდელი.

რუსული კოშკურით აღჭურვილი VBCI–ს მოდელი

ამ პროგრამაში  VBCI–ს ერთად ერთი რეალური მოწინააღმდეგეს ფინური Patria AMV წარმოადგენს. მაგრამ Nexter–მა მოახერხა და მყიდველს უფრო კონკურენტუნარიანი წინადადებით მიმართა – მათგან განსხვავებით ფინელები თავიანთი მანქანის გასაყიდად არც თუ ძალიან აქტიურობენ.
იმ შემთხვევაში თუ ემირატები ფრანგულ Nexter–თან ხელშეკრულებას გააფორმებენ, მაშინ აქედან მოგებას რუსული საწარმოებიც მიიღებენ. ამასთან არსებობს თანამშრომლობის ორი გზა – პირველი ფრანგული მხარე ყიდულობს რუსული საბრძოლო მოდულის წარმოების ლიცენზიას და ამგვარად ახორციელებს თავისი მანქანების აღჭურვას, თუმცა ამ გზას სავარაუდოდ რუსული მწარმოებლები არ დასთანხმდებიან, ხოლო მეორე გზა უკვე რუსეთში აწყობილი მოდულების გამოყენებას მოიცავს, რომელიც შემდეგში ფრანგულ მანქანებზე განთავსდება.

რუსული კოშკურით აღჭურვილი VBCI–ს მოდელი

წყარო:

Saturday, September 1, 2012

БТР-4В vs VBCI Nexter

როგორც იუწყება ინტერნეტში ერთ–ერთი თემატური ფორუმის მომხმარებელი ივლისში  ХКБМ–ის ბრიგადამ მოინახულა ქუვეითი БТР-4В–სთან ერთად. სადემონსტრაციო ჩვენებები მიმდინარეობდა დღე +55 ხოლო ღამე +40 გრადუს ტემპერატურაზე. ჯავშანტრანსპორტიორის კორპუსი +80 გრადუსამდე ცხელდებოდა. მანქანის შიგნით ტემპერატურა +60 გრადუსზე ადიოდა, რაც ართულებდა კონდიციონერის მუშაობას. მომხმარებელი აღნიშნავს რომ ოპერატორის, მეთაურის და მძღოლ–მექანიკოსის სავარძლები, რომლებიც ტყავის შემცვლელით იყო დაფარული კინაღამ დადნა. სამაგიეროდ ბრეზენტის თასმებისგან გაკეთებულმა დესანტის სავარძლებმა გამოიჩინეს თავი დადებითად. სავალი ჩვენებები მანქანამ ხუთიანზე ჩაატარა – არცერთხელ არ გადახურდა, დადიოდა 80კმ/სთ სიჩქარით. წინაღობათა ზოლი და ბარხანები დაძლია შენიშვნების გარეშე. ასევე ტარების საშუალება მისცეს ქუვეითელებსაც. სროლის პროგრამა შეასრულეს, ჩაეტივნენ უკრაინულ ნორმატივებში (სიზუსტე 0,3). შეფერხებები არ გამოვლენილა.




პარალელურად ქუვეითელები ათვალიერებდნენ  VBCI (Nexter). ის უკრაინულ მანქანასთან შედარებით მძიმე და მძლავრია, გააჩნია ჰიდროპნევმატური საკიდარი და სითბოვიზორიანი საბრძოლო მოდული. სავალი ჩვენება ფრანგულმა მანქანამ ოთხიანზე ჩაატარა – ქვიშაში ჩაიმარხა, 2მ. სიგანის თხრილში გაიჭედა, მაგრამ საკიდრებზე "ცეკვით" მოახერხა ამოსვლა (БТР-4–მა უბრალოდ ჩქარი სვლით გადაუფრინა ზემოდან). სროლაში მიუხედავად იმისა რომ სიზუსტე უკეთესი ჰქონდა (0,9), ფრანგების სითბოვიზორი გადაიწვა.

ქუვეითელების აზრით, ფრანგული მანქანა უფრო კაპრიზულია ვიდრე БТР-4В, ელექტრონიკა ადეკვატურად არ მუშაობს, მიკროკლიმატი მანქანაში ისეთივეა როგორიც უკრაინულ БТР-4–ში. ამასთან აღსანიშნავია რომ ფრანგებს თავისი ჯავშანტრანსპორტიორი უკვე მესამედ გაჰყავდათ სადემონსტრაციოდ. უკრაინულ დელეგაციას შთაბეჭდილება დარჩა რომ ქუვეითს მათი მანქანა უფრო მოეწონათ. მაგრამ ეს ჯერ ტენდერი არაა, უბრალოდ წინასატენდერო შერჩევაა.

წყარო: