The NXT 360 leverages the existing HUMVEE platform and includes additional enhancements like a long travel suspension, a more powerful engine, and higher foot pounds of torque that make this vehicle rugged and nimble at the same time. Similar to the iconic HUMVEE vehicles, the NXT 360 will have the same versatility to accommodate multiple mission requirements: from 2-, 4- and 6-passenger seating with room for personnel and mission equipment. Additionally, the HUMVEE NXT 360 on display at DSEI will feature the Kongsberg Remote Weapons Station (RWS) and Raytheon BBN’s Boomerang Gunshot Detection System as an example of the vehicle’s ability to integrate various types of weapon and protection systems. The concept integration provides an increased level of protection by offering Boomerang’s best-in-class shooter detection capability and the NXT 360’s superior handling to avoid harm and respond to hostile fire.
As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Showing posts with label DSEI. Show all posts
Showing posts with label DSEI. Show all posts
Monday, September 13, 2021
AM General will exhibit the HUMVEE NXT 360 at DSEI 2021
AM General will display the revolutionary HUMVEE NXT 360 light tactical vehicle at the Defence Security and Equipment International (DSEi) tradeshow held at the ExCeL London exhibition centre Sept. 14 – 17, 2021, booth H8-358 in the U.S. Pavilion. Through continuous improvement, the company has achieved leap-ahead technology in a redesigned vehicle that offers MRAP-level protection in a truly agile light tactical vehicle.
AM General Humvee NXT 360 fitted with Javelin missile at IDEX 2021
Wednesday, September 11, 2019
Rheinmetall-ის Challenger-2-ის ფოტოები
სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
.................................................................................................................................................................................
აღნიშნული მანქანის შესახებ ბლოგზე უკვე არაერთხელ დაიწერა (იხილეთ ბმული - Challenger-2-ის ახალი კოშკურის ოფიციალური წარდგენა DSEI 2019-ზე), ეხლა უბრალოდ მისი ფოტოებით დატკბით. ჩემის აზრით ეს მოდერნიზაცია საკმაოდ აამაღლებს მის საბრძოლო შესაძლებლობებს და მისი ევროპული თანამოძმეების დონეზე დააყენებს
თსდ Archer-ის ახალი ვარიანტი
სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
.................................................................................................................................................................................
ლონდონში გუშინ გახსნილ საერთაშორისო სამხედრო გამოფენაზე თსდ Archer-ის (FH77BW L52) ახალი ვარიანტი იქნა წარდგენილი. ახალ სისტემა გერმანული, MAN-ის ტიპის სატვირთოზე შემოდგმული საარტილერიო ნაწილისგან შესდგება. თვითმავალი დანადგარი გერმანულმა Rheinmetall-მა წარმოადგინა, ის კომპანიის მიერ ბრიტანეთის არმიის ტოტალური მოდერნიზაციის პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი კომპონენტია (ამის შესახებ ჩვემს გვერდზე უკვე ვწერდი - სამი ძირითადი მანქანა, რომლითაც Rheinmetall-ი გეგმავს ბრიტანეთის არმიის მოდერნიზაციაში შეიტანოს წვლილი)
Monday, September 9, 2019
Challenger-2-ის ახალი კოშკურის ოფიციალური წარდგენა DSEI 2019-ზე
სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
.................................................................................................................................................................................
როგორც ჩანს ბრიტანელებმა თავისი კონსერვატიზმიდან და სიჯიუტიდან გამოფხიზლება დაიწყეს (როგორც მინიმუმ 30 წლიანი დაგვიანებით) - გერმანულმა Rheinmetall-მა ბრიტანულ BAE Systems-თან ერთად (RBSL - Rheinmetall & BAE Systems)., გამოფენა DSEI-2019-ზე ტანკ Challenger-2-ის მოდერნიზირებული ვერსია წარადგინა. განახლება საკმაოდ სერიოზულია - ტანკისთვის კომპანიამ ნულიდან შექმნა კოშკურა, რომელიც გერმანული L55A1 ტიპის ქვემეხითაა აღჭურვილი და ახალ ჭურვებს მოიხმარს. ვნახოთ მოახერხებენ თუ არა ბრიტანელები მოძველებული შეიარაღებისა და ჭურვების მოშორებას.
აღნიშნული მოდიფიკაციის შესახებ იხილეთ თემატური სტატიები:
- ის რაც გერმანელების მიერ მოდერნიზირებული Challenger-2-ის შესაახება ცნობილი
- ბრიტანული Challenger-2 გერმანული Rheinmetall-ისგან
Monday, September 2, 2019
Patria-ს ახალი თვითმავალი ნაღმტყორცნი
სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
.................................................................................................................................................................................
კომპანიამ Patria ლონდონში 10-13 სექტემბერს დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენა DSEI 2019-ზე იქნება წარმოდგენილი. სხვა მრავალ სიახლესთან ერთად კომპანია Patria 6x6-ზე დამონტაჟებულ ავტომატიზირებულ ნაღმტყორცნ Patria Nemo-საც წარადგენს
Patria 6X6 ეს - მრავალმიზნობრივი სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც ჯავშანავტომობილი Pasi-ს მემკვიდრეა და Patria AMV 8X8-ს შემცირებულ ვერსიას წარმოადგენს. მისი სავალი ნაწილი AMV-ეს სავალი ნაწილის ანალოგიურია, მხოლოდ ერთი ხიდით ნაკლები. მანქანას სამივე ხიდი წამყვანი აქვს, ხოლო მობრუნებას წინა ორი ხიდის საშუალებით ახორციელებს (ან საკივე ხიდით, გააჩნია აღჭურვის ვარიანტს). Patria 6X6-ის აღჭურვა ასევე შესაძლებელია AMV-ეზე უკვე გამოცდილი დამატებითი აღჭურვილობით - ბალისტიკური და ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა, შეიარაღების სისტემები, თავდაცვისა და სხვა შიდა სისტემები.
გამოფენაზე მანქანა წარმოდგენილი იქნება 120 მილიმეტრიანი სანაღმტყორცნე სისტემა Patria Nemo-თი. ნაღმტყორცნიანი კოშკურა დისტანციურად მართვადია და შეუძლია აწარმოოს როგორც არაპირდაპირი ასევე პირდაპირი ცეცხლი. მას ასევე შეუძლია განახორციელოს რამდენიმე გასროლიანი ერთდროული იერიში (Multiple Rounds Simultaneous Impact - MRSI), როდესაც სხვადასხვა კუთხით გასროლილი ნაღმები მიზანს ერთდროულად აზიანებს.
Sunday, September 20, 2015
BAE Systems BattleView–360–ის დებიუტი DSEi–2015–ზე
BAE Systems იყენებს საბრძოლო თვითმფრინავების მეწინავე ტექნოლოგიებს, რათა შექმნას ინფორმირების სიტუაციური სისტემა (Situational Awareness Aystem), რომელიც ჯავშანმანქანების ეკიპაჟის წევრებს საშუალებას მისცემს რეალურ დროში დაინახონ თავიანთი "მანქანების ჯავშნის იქეთ", რაც მეთაურებს ბრძოლის ველის შესახებ სრულ წარმოდგენას შეუქმნის.
სისტემას ეწოდება BattleView 360 და მისი ჩვენება ქსმ CV-90-ის შემადგენლობაში გასულ კვირას, ლონდონში მიმდინარე თავდაცვითი და საბრძოლო ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა DSEi-2015–ზე მოხდა. კომპლექსი BattleView 360 საკმაოდ მოქნილია და ისეა აწყობილი რომ შესაძლებელია მისი ინტეგრირება რამდენიმე სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებაში, სისტემაში და რადიომიმღებში.
თავისი არსით BattleView 360 წარმოადგენს ციფრული კარტოგრაფირების სისტემას, რომელიც ორ ან სამ განზომილებიან რეჟიმში აგროვებს, გამოსახავს და აკვირდება გარე სიტუაციის ინტერესის ობიექტებს. ეს საშუალებას აძლევს მანქანის მეთაურს მიიღოს უფრო სწრაფი და საფუძვლიანი გადაწყვეტილებები და ასევე სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან გაცვალოს ინფორმაცია გეგმებისა და ინსტრუქციების შესახებ. გამოტანილი გამოსახულება ეკიპაჟს საშუალებას აძლევს გაარჩიოს მეგობრული და მტრული ძალები და დაგეგმოს მტრისგან დაფარული უსაფრთხო მარშუტები.
როგორც აშშ–ში BAE Systems, Inc.–ის შვილობილი კომპანიის, BAE Systems Hägglunds–ის ტექნოლოგიურმა მენეჯერმა, პედერ შიოლუნდმა (Peder Sjölund) განაცხადა – "ხმაურიან და შეზღუდული მხედველობის მქონე მანქანაში მყოფი ეკიპაჟისთვის ყოველთვის პრობლემა იყო გაეგო რა ხდებოდა ჯავშანმანქანის გარეთ". მისივე თქმით "სისტემა BattleView 360 ეყრდნობა BAE Systems–ის სიტუაციური ინფორმირებისა და საინფორმაციო ინტეგრირების გაუმჯობესებიშ მრავალწლიან გამოცდილებას, რის შედეგადაც დატვირთვა ეკიპაჟზე მცირდება, რის შედეგადაც მათ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება და იმოქმედონ უფრო სწრაფად და ეფექტურად, რის შედეგადაც ბრძოლის ველზე იზრდება ეფექტურობა და უსაფრთხოება".
თავზე დასამაგრებელი სისტემა სინქრონიზირებულია სატრანსპორტო საშუალების კამერებთან, რათა მოახდინოს "გამჭვირვალე ჯავშნის" შესაძლებლობები ვიზუალურ და ინფრაწითელ სპექტრში. მისი გამოყენება ასევე შეუძლია ქვეით მებრძოლს, რათა გადასცეს ინფორმაცია უკან მანქანაზე. სრულ საბრძოლო გარემოს პირობებში შესაძლებელია მოხდეს დისფლეის ინტეგრირება სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან და თვით უპილოტო საფრენ აპარატებთანაც კი. BattleView 360 მოიხმარს სენსორულ ეკრანს, რომელიცთავლიც თავის წინ, ქვემოთაა განთავსებული, რათა მეთაურმა სწრაფად შეაფასოს ინფორმაცია და მიიღოს მიზანჩვენების ან სხვა ამოცანის შესახებ სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილება. ეს ასევე საშუალებას აძლევს მეთაურს ნახოს ეკიპაჟის სხვა წევრების ჩვენებები, მაგალითად მემიზნე ოპერატორის დისფლეის გამოსახულება.
BAE Systems აბალოგიურ ტექნოლოგიას იყენებს დიდი ბრიტანეთის საბრძოლო მანქანებში ინტეგრირებისთვის. ორივე ქვეყნის, შვედეთისა და ბრიტანეთის სატრანსპორტო საშუალებების ტექნოლოგიების ინტეგრირება შესაძლებელია სხვა არსებულ ან მომავლი პლატფორმებზე.
თავის წინ განლაგებული BattleView 360–ს შემდეგი ფუნქციები გააჩნია:
- ლურჯი ძალების პოზიციების გამოსახვა (ეგრეთწოდებული Blue Force Tracking)
- მარშრუტის დაგეგმვა
- უპილოტო საფრენი აპარატის მარშრუტის დაგეგმვა.
- მარშუტის მდგომარეობის მონიტორინგი
- ველის ესკიზების ჩვენება
- სქემატური გამოსახულების ჩვენება
- მკვდარი ზონის ჩვენება
- წითელი ზონის ჩვენება (ტერიტორია რომელსაც აკონტროლებს ან აკვირდება მოწინააღმდეგე)
- საკუთარი ძალებისთვის საუკეთესო მარშრუტი
- მტრის ძალებისთვის საუკეტესო მარშრუტი
- გაურკვეველი მდგომარეობის ტერიოტრიის ჩვენება
Friday, September 18, 2015
საბრძოლო მანქანა VBCI-2
როგორც ჟურნალ "Jane's International Defence Review" გამოქვეყნებული კრისტოფერ ფოსტის (Christopher F Foss) სტატია "DSEI 2015: Nexter Systems pins export hopes on VBCI-2" იუწყება, ამა წლის 15–დან 18 სექტემბრის ჩათვლით ლონდონში მიმდინარე თავდაცვით გამოფენა DSEI-2015–ზე (Defence and Security Equipment International 2015) ფრანგულმა კომპანია "Nexter Systems"–მა პირველად მოახდინა საექსპორტოდ განკუთვნილი, საკუთარი ინიციატივით შექმნილი და გამოცდილი, 8х8 სავალი ფორმულის მქონე, საფრანგეთის არმიის შეიარაღებაზე მყოფი საბურავებიანი ჯავშანმანქანის VBCI–ს ღრმად მოდერნიზირებული ვერსიის, VBCI–2–ის საჯარო ჩვენება.
კოშკურა T40
სადესანტო ნაკვეთური
ქვეითთა საბრძოლო მანქანის ვარიანტში VBCI-2–ის დამზადება DSEI-2015–ის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე Nexter–მა, რუანში განლაგებულ საამქროში მოახდინა. ახალ მანქანას საბაზისო VBCI–სგან განსხვავებით აქვს ახალი ჯავშანკორპუსი (ალუმინისგან შედუღებული), რომლის სიმაღლეც და შესაბამისად მოცულობაც გაზრდილია. კორპუსის ჯავშანი МАР–ის ტიპის ფოლადის ჯავშნითაა გაძლიერებული. VBCI-2 აღჭურვილია 600 ცხენისძალიანი დიზელის ახალი ძრავა Volvo D13–ით (VBCI–ზე 550 ცხენისძალიანი Volvo D12 დიზელი აყენია), გაუმჯობესებული საკიდარით, დიდი დიამეტრის საბურავებით, კონდიცირების უფრო მძლავრი სისსტემით, ნაღმდგრადი სავარძლებით სადესანტო ნაკვეთურში და ასევე კავშირისა და მართვის ციფრული სისტემით, რომელიც თავსებადია ქვეითთა ფრანგულ კომპლექტ FELIN–თან. VBCI-2–ის საბრძოლო წონა 32 ტონამდე გაიზარდა, რაც 3 ტონით მეტია საბაზისო VBCI–სგან განსხვავებით.
VBCI-2–ზე აყენია მძღოლ–მექანიკოსის თბოხედვის ხელსაწყო. მანქანა ასევე აღჭურვილია ციფრული ვიდეოკამერებით წრიულად დაკვირვების სისტემით, რომლიდანაც გამოსახულება გამოდის როგორც ეკიპაჟის დისფლეებზე, ასევე სადესანტო ნაკვეთურში არსებულ ვიდეომონიტორზე.
მანქანის საცდელ ნიმუშს ეკიპაჟის სამი წევრი და ევქსი მედესანტე გადაყავს. VBCI-2–ის პროტოტიპი აღჭურვილია Nexter–ის მიერ დამზადებული ორ ადგილიანი კოშკურა Т40–თი, რომელიც ასევე დაგეგმილია რო დაიდგმება საფრანგეთის არმიის პერსპექტიულ სადაზვერვო მანქანა Jaguar–ზე (EBRC), რომელზეც ერთობლივად მუშაობენ Nexter Systems, Thales და Renault Trucks Defense. კოშკურა T40 აღჭურვილია ქვემეხ 40 CTAS–ით (CTAI 40 mm Cased Telescoped Army System), რომელიც CTA International (Nexter და BAE Systems ერთობლივი წარმოება) მიერაა შემუშავებული და ტელესკოპურ ჭურვებს მოიხმარს (ანალოგიური კოშკურა აყენია ბრიტანეთის არმიისთვის განკუთბნილ Ajax–ზე – SCOUT SV - ბრიტანეტის არმიის მრავალფუნქციური პლატფორმა). ქვემეხთან შეწყვილებულია 7,62მმ ტყვიამფრქვევი, ერთი ასეთივე ტყვიამფრქვევი კოშკურის სახურავზე, დისტანციურად მართვად მოდულშია განთავსებული. ოფციონალურად კოშკურის ბორტებზე შესაძლებელია ტსმრ––ის გამშვებების დაყენებაც (კერძოდ Javelin ან პერსპექტიული ფრანგული ტსმრ MBDA MMP - პროტოტიპზე გამშვების მაკეტები აყენია). შემკვეთის სურვილის მიხედვით VBCI-2–ზე შესაძლებელია სხვა კოშკურების და საბრძოლო მოდულების დაყენებას, მათ შორის უკვე შემოთავაზებული 30მმ–ნი ავტომატური ქვემეხით აღჭურვილი, Kongsberg–ის მიერ წარმოებული, გარეთ გატანილი, დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული Orbital ATK Bushmaster Mk 44, რაც თავის მხრივ სადესანტო ნაკვეთურში დესანტის გაზრდის საშუალებას იძლევა.
წყარო:
Thursday, September 17, 2015
SCOUT SV - ბრიტანეტის არმიის მრავალფუნქციური პლატფორმა
40მმ–ნი საბრძოლო მოდული CTAS–ით აღჭურვილი Ajax გამოფენა DSEI-2015–ზე
როგორც ჟურნალ "Jane's International Defence Review" გამოქვეყნებული ნიკოლას დე ლარინაგას (Nicholas de Larrinaga) სტატია "DSEI 2015: UK's Scout SV renamed Ajax as first turreted prototype unveiled"–ში იუწყება, ამა წლის 15–დან 18 სექტემბრის ჩათვლით ლონდონში მიმდინარე თავდაცვით გამოფენა DSEI-2015–ზე (Defence and Security Equipment International 2015) ამერიკული GDLS–სის ბრიტანულმა ფილიალმა (General Dynamics UK – GDUK) SCOUT SV-ეს სპეციალიზირებული პლატფორმა წარადგინა, რომელზეც ბრიტანეთის არმიისთვის განკუთვნილი მანქანების მთელი ოჯახობა უნდა შეიქმნას. ამავე გამოფენაზე მანქანებს საკუთარი სახელები მიენიჭათ – სადაზვერვო მანქანა ARES (reconnaissance support variant), სარემონტო მანქანა APOLLO (the equipment repair vehicle), ევაკუატორი ATLAS (the equipment recovery variant), საინჟინრო დაზვერვის მანქანა ARGUS ( the engineering reconnaissance variant) და სამეთაურო–საშტაბო მანქანა ATHENA (command-and-control (C2) variant).
ბრიტანეთის არმიას Ajax–ის პლატფორმის 589 ცალი მანქან აქვს შეკვეთილი. მანქანებზე შეკვეთა, რომლის ღირებულებაც 3,5 მილიარდი ბრიტანული ფუნტია (5,4 მილიარდი დოლარი), General Dynamics UK–ემ (GDUK) 2014 წლის სექტემბერში მიიღო.
სახელწოდება Ajax მთელს ოჯახობას ეკუთვნის და მათ შორის Lockheed Martin UK–ის მიერ წარმოებული 40მმ–ნი საბრძოლო მოდულით აღჭურვილი ვარიანტისაც, რომელსაც CTAS (Case Telescoped Armament System) ეწოდება და რომელიც 40მმ–იან ტელესკოპურ ჭურვებს მოიხმარს. ამ კოშკურით ყველაზე მეტი მანქანაა შეკვეთილი, კერძოდ კი ბრიტანეთის არმია ამ კლასის 245 ცალ მანქანას მიიღებს.
40მმ–ნი საბრძოლო მოდული CTAS–ით აღჭურვილი Ajax გამოფენა DSEI-2015–ზე
სხვა მანქანების რაოდენობა შეკვეთების პორტფელში ასე გამოიყურება – სადაზვერვო მანქანა ARES 93 ცალი, სამეთაურო–საშტაბო მანქანა ATHENA 112 ცალი, სარემონტო მანქანა APOLLO 50 ცალი, ევაკუატორი ATLAS 38 ცალი, საინჟინრო სადაზვერვო მანქანა ARGUS 51 ცალი.
Ajax–ის პირველი პროტოტიპი უკვე გამოცდებს გადის, გეგმის თანახმად 2017 წლისათვის ბრიტანეთის არმიამ უკვე სერიულ მანქანები უნდა მიიღოს.
Ajax–ის ოჯახობას მრავალფუნქციური მონიტორებით Esterline Corporation მოამარაგებს, რომელმაც ამ გამოფენაზე უკვე მოაწერა 21 მილიონი დოლარის ღირებულების 7 წლის ხანგრძლივობის ხელშეკრულებას ხელი
წყარო:
ესტონური ტანკსაწინააღმდეგო/ბორტსაწინააღმდეო ნაღმი РК-14
როგორც ჟურნალ "Jane's International Defence Review" გამოქვეყნებული ჰავ ვილიამსის (Huw Williams) სტატია "DSEI 2015: Eesti Arsenal develops anti-armour mine" იუწყება, ამა წლის 15–დან 18 სექტემბრის ჩათვლით ლონდონში მიმდინარე თავდაცვით გამოფენა DSEI-2015–ზე (Defence and Security Equipment International 2015), ესტონურმა კომპანია Terramil–მა წარმოადგინა მის მიერ შექმნილი ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი РК-14, რომლის დანიშნულებასაც ჯავშანტექნიკასთან ბრძოლა წარმოადგენს. ნაღმი "დამრტყმელი ბირთვის" პრინციპით მოქმედებს.
ნაღმი РК-14 ბაზარზე არსებული ყველაზე მსუბუქი ბორსაწინააღმდეგო ნაღმია, ის მხოლოდ 1,5კგ PBX ასაფეთქებელ ჯნივთიერებას შეიცავს. მას 50 მეტრის მანძილზე 50მმ ჯავშნის გახვრეტა შეუძლია. ეს მის ეფექტურობას ტანკების წინააღმდეგ საეჭვოს ხდის, თუმცა მსუბუქი და საშუალო წონის ჯავშანმანქანების წინააღმდეგ ის მაღალ ეფექტურობით გამოირჩევა.
მწარმოებლის განცხადებით ნაღმი სიზუსტითა და ექსპუკატაციის სიადვილით გამოირჩევა.მისი გამოყენება შესაძლებელია –35–დან +50 გრადუსამდე ცელსიუსით.
წყარო:
Subscribe to:
Posts (Atom)
































