Showing posts with label ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი. Show all posts
Showing posts with label ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი. Show all posts

Thursday, September 17, 2015

ესტონური ტანკსაწინააღმდეგო/ბორტსაწინააღმდეო ნაღმი РК-14

როგორც ჟურნალ "Jane's International Defence Review" გამოქვეყნებული ჰავ ვილიამსის (Huw Williams) სტატია "DSEI 2015: Eesti Arsenal develops anti-armour mine" იუწყება, ამა წლის 15–დან 18 სექტემბრის ჩათვლით ლონდონში მიმდინარე თავდაცვით გამოფენა DSEI-2015–ზე (Defence and Security Equipment International  2015), ესტონურმა კომპანია Terramil–მა წარმოადგინა მის მიერ შექმნილი ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი РК-14, რომლის დანიშნულებასაც ჯავშანტექნიკასთან ბრძოლა წარმოადგენს. ნაღმი "დამრტყმელი ბირთვის" პრინციპით მოქმედებს.
ნაღმი РК-14 ბაზარზე არსებული ყველაზე მსუბუქი ბორსაწინააღმდეგო ნაღმია, ის მხოლოდ 1,5კგ PBX ასაფეთქებელ ჯნივთიერებას შეიცავს. მას 50 მეტრის მანძილზე 50მმ ჯავშნის გახვრეტა შეუძლია. ეს მის ეფექტურობას ტანკების წინააღმდეგ საეჭვოს ხდის, თუმცა მსუბუქი და საშუალო წონის ჯავშანმანქანების წინააღმდეგ ის მაღალ ეფექტურობით გამოირჩევა.
მწარმოებლის განცხადებით ნაღმი სიზუსტითა და ექსპუკატაციის სიადვილით გამოირჩევა.მისი გამოყენება შესაძლებელია –35–დან +50 გრადუსამდე ცელსიუსით.


წყარო:

Thursday, May 31, 2012

ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი RD-7

12 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა მოინახულა თბილისის 31-ე ავიასამშენებლო ქარხანა, სადაც განხორციელდა მთელი რიგი საქართველოში აწყობილი სამხედრო ტექნიკისა თუ შეიარაღების და მათ შორის ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი RD-7 პრეზენტაცია. 
მეორედ ეს ნაღმი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამოფენა "წარმოებულია საქართველოში" გამოჩნდა, ამჯერად მისი დათვალიერება უკვე ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო. ამ გამოფენაზე ასევე ცნობილი გახდა ამ ნაღმის ზოგიერთი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემიც.
რას წარმოადგენს ნაღმი RD-7 - ტანკსაწინააღმდეგო ბორტსაწინააღმდეგო ნაღმს, რომლის დანიშნულებაა მოწინააღმდეგის თვლიანი და მუხლუხიანი შეჯავშნული სამხედრო ტექნიკის მწყობრიდან გამოყვანა. მანქანების დაზიანება/განადგურება საბორტე პროექციაში დამრტყმელი ბირთვით ჯავშნის გარღვევის შედეგად  ხდება, რომელიც ნაღმის აფეთქების შედეგად კუმულაციურ ღმულში არსებული სარჩულით წარმოიქმნება. დამრტყმელი ბირთვის ტანკის შიგნით შეღწევის შედეგად ზიანდება ეკიპაჟი და შიდა მოწყობილობები გამდნარი რკინის წვეთებისგან და მაღალი წნევისგა და ტემპერატურისგან, რომელიც ტანკის შიგნით წარმოიქმნება. ყველა ეს ფაქტორი მანქანის შიგნით იწვევს ხანძარს, შესაძლოა საბრძოლო კომპლექტის დეტონაცია. 
ნაღმის დაყენება გრუნტზე ან ადგილობრივ საგნებზე მხოლოდ ხელითაა შესაძლებელი. ტანკის დაზიანების მანძილი 5-დან 50მ-მდეა. ამიტომ ნაღმი ტანკის სავარაუდო მოძრაობის მარშრუტის გვერდზე ყენდება, მარშრუტის ღერძიდან 20-25 მეტრის მოშორებით. დაზიანების წერტილზე ნაღმის დამიზნება სამიზნე მოწყობილობების დახმარებით ხორციელდება.
დამრტყმელი ბირთვის ეფექტი პირველად გერმანელებმა აღმოაჩინეს მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში. აფეთქების წერტილიდან მოშორებითაც კი ის თავისი ეფექტურობით საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს როგორც ცოცხალი ძალისთვის ასევე ჯავშანტექნიკისთვის. დამრტყმელი ბირთვი ფოლადის, ჩაღუნილი, 4-5მმ-ნი ფირფიტის საშუალებით წარმოიქმნება, რომელიც აფეთქების მომენტში წარმოქმნილი წნევის შედეგად იკეცება და წარმოქმნის კონუსისებრ, გაწელილ ჭურვს. ამ, ეგრეთწოდებული "ჭურვის" სიჩქარე 5000მ/წ-ს აღწევს. ჭურვი სიჩქარეს და ფორმას რამდენიმე ათეული მეტრის მანძილზე ინარჩუნებს, ამ მანძილზე მას შეუძლია საკმაოდ ეფექტურად დააზიანოს ჯავშანტექნიკა. დანიშნული მანძილის გაფრენის შემდეგ "ჭურვი" კარგავს სიჩქარეს და ფორმას, რის გამოც მისი ეფექტრუობა მყისიერად მცირდება.

დამრტყმელი ბურთვის დისკო და მისგან წარმოქმნილი ჯავშანგამტანი "ბირთვი"

დამრტყმელი ბირთვის წარმოქმნის სტადიები და მისი მოქმედება მრავალშრიან ჯავშანზე


დამრტყმელი ბირთვის მოქმედების მანძილი დამოკიდებულია ასაფეთქებელი მასალის სიმძლავრეზე და რაოდენობაზე - შედარებით მცირე, 1,5-4 კილოგრამი ასაფეთქებელი მასალის მქონე ნაღმების ეფექტური მქმედების მანძილი 2-3 მეტრს აღწევს (SB-MV/T, SB-MV/1, VS-HCT, VS-HCT 2, VS-HCT 4 (იტალია), HPD 1,HPD 2, HPD 2А,HPD 3 (საფრანგეთი), FFV 028/DM 31 (შვეცია/გერმანია), PM 87, Pz Mi 83, Pz Mi 85, Pz Mi 88 (ავსტრია)), ხოლო 5-8კგ ასაფეთქებელი მასალის მქონე ნაღმებისთვის ეს მანძილი რამდენიმე ათეული მეტრია (ТМРП-6 და ТМРП-7 (იუგოსლავია), ТМ-83(სსრკ), М-21(აშშ), PT-Mi-U (ჩეხოსლოვაკია)). ყველაზე შორს მოქმედი დამრტყმელი ბირთვი ტანკსაწინააღმდეგო ბორტსაწინააღმდეგო ნაღმებს გააჩნიათ. სწორედ ზემოთ თქმული ნაღმების კატეგორიას განეკუთვნება ქართული, "Delta"-ს მიერ წარმოებული RD-7.
RD-7-ს მოქმედებაში მოყვანის რამდენიმენაირი ვარიანტი არსებობს - დისტანციური (რადიომართვადი), ოპტიკური (ლაზერული) და კაბელით.
რადიმართვადი რეჟიმი - ამ რეჟიმში ნაღმის მართვას ჩასაფრებაში მყოფი ოპერატორი ახორციელებს, რომელიც აკვირდება მარშრუტს და მოწნიააღმდეგის ტექნიკის ნაღმის დაზიანების ზონაში შესვლის მომენტში ახორციელებს ნაღმის აფეთქებას სპეციალური პულტით.
ლაზერული რეჟიმი - ამ რეჟიმში ნაღმზე მონტაჟდება ინფრაწითელი სენსორის მქონე დეტონატორი. მარშრუტზე ნაღმის დაყენებისას მის საპირისპირო მხარეს ყენდება ინფრაწითელი შუქის წყარო (ლაზერი) რომელიც ნაღმზე დაყენებულ ინფრაწითელი სენსორისკენაა მიმართული. ტანკის მათ შორის გავლის შემთხვევაში ხდება ლაზერის სხივის გადაკვეთა, რაც იწვევს ნაღმის აფეთქებას.
კაბელის რეჟიმი - ამ შემთხვევაში შესაძლებელია ტექნიკის მარშრუტზე კაბელის საშუალებით ხაფანგის გამბვა (ან ისევ ოპერატორის მეშვეობით მისი მოქაჩვა), რომლის ტექნიკით გადაკვეთის შემთხვევაში ხდება დეტონატორის ამოქმედება.

ნაღმი RD-7


ნაღმ RD-7-ს მართვის პულტი


ტანკსაწინააღმდეგო ბორტსწაინააღმდეგო ნაღმების მახასიათებლების შედარებითი ცხრილი