როგორც ჟურნალ "Jane's International Defence Review" გამოქვეყნებული ჰავ ვილიამსის (Huw Williams) სტატია "DSEI 2015: Eesti Arsenal develops anti-armour mine" იუწყება, ამა წლის 15–დან 18 სექტემბრის ჩათვლით ლონდონში მიმდინარე თავდაცვით გამოფენა DSEI-2015–ზე (Defence and Security Equipment International 2015), ესტონურმა კომპანია Terramil–მა წარმოადგინა მის მიერ შექმნილი ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი РК-14, რომლის დანიშნულებასაც ჯავშანტექნიკასთან ბრძოლა წარმოადგენს. ნაღმი "დამრტყმელი ბირთვის" პრინციპით მოქმედებს.
ნაღმი РК-14 ბაზარზე არსებული ყველაზე მსუბუქი ბორსაწინააღმდეგო ნაღმია, ის მხოლოდ 1,5კგ PBX ასაფეთქებელ ჯნივთიერებას შეიცავს. მას 50 მეტრის მანძილზე 50მმ ჯავშნის გახვრეტა შეუძლია. ეს მის ეფექტურობას ტანკების წინააღმდეგ საეჭვოს ხდის, თუმცა მსუბუქი და საშუალო წონის ჯავშანმანქანების წინააღმდეგ ის მაღალ ეფექტურობით გამოირჩევა.
მწარმოებლის განცხადებით ნაღმი სიზუსტითა და ექსპუკატაციის სიადვილით გამოირჩევა.მისი გამოყენება შესაძლებელია –35–დან +50 გრადუსამდე ცელსიუსით.
წყარო:
No comments:
Post a Comment