Monday, September 14, 2015

ცივი ომის პრელუდია – კოალიციის არმიების მანევრები ევროპაში

ბევრს არ დავწერ – უბრალოდ ფოტოებს ავტვირთავ :


2015 წლის 14 სექტემბერი – აშშ–ს არმიის მე–2 საკავალერიო პოლკის კოლონა სწავლება "Dragoon Crossing"–ის ფარგლებში სლოვაკიისკენ მიემართება. სწავლების მიზანს გერმანიაში მდებარე ამერიკული ბაზებიდან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჯარების გადასროლა წარმოადგენს.

2015 წლის 13 სექტემბერი – აშშ–ს არმიის მე–2 საკავალერიო პოლკის კოლონა სწავლება "Dragoon Crossing"–ის ფარგლებში ჩეხიისკენ მიემართება. სწავლების მიზანს გერმანიაში მდებარე ამერიკული ბაზებიდან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჯარების გადასროლა წარმოადგენს.

2015 წლის 13 სექტემბერი – აშშ–ს არმიის მე–2 საკავალერიო პოლკის კოლონა სწავლება "Dragoon Crossing"–ის ფარგლებში უნგრეთისკენ მიემართება. სწავლების მიზანს გერმანიაში მდებარე ამერიკული ბაზებიდან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჯარების გადასროლა წარმოადგენს.

სლოვენია, 2015 წლის 13 სექტემბერი – NATO–ს საერთაშორისო სწავლება "Immediate Response". ფოტოებზე ბრიტანელი, სლოვენიელი და ალბანელი სამხედროებია ასახული

2015 წლის 8 სექტემბერი, ლატვია, ავიაბაზა Lielvārdē – ტეხასის ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების უპილოტო დამრტყმელი საფრენი აპარატი  MQ-1 Predator.

2015 წლის სექტემბერი – დანიის სახმელეთო ჯარები ლატვიაში, სწავლება "Red Lion II" მსვლელობის დროს

2015 წლის 9 სექტემბერი, ხორვატია, პოლიგონი Eugen Kvaternik, საერთაშორისო სწავლება "Immediate Response 15"–ის გახსნის ცერემონიალი

2015 წლის სექტემბერი, ხორვატია – ბრიტანეთის მერსიელების მე–4 პოლკის ჯარისკაცები სწავლება "Sava Star"–ის მსვლელობისას


P.S. და ეს NATO–ს მხოლოდ სექტემბრის აქტივობაა აღმოსავლეთ ევროპაში და მხოლოდ სახმელეთო ასპექტში. ამას გარდა ყველა აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანაში საკუტარი ფართომაშტაბიანი სწავლებები მიმდინარეობს და სხვათაშორის ჩვენთანაც, სწავლება "ვაზიანი–2015" ხორციელდება. რუსეთის ხისთავიანობის ფონზე NATO საკმაოდ გააქტიურდა, მიდის სამხედრო მექანიზმის დახვეწა და სრულყოფა.

No comments:

Post a Comment