Friday, September 18, 2015

საბრძოლო მანქანა VBCI-2

როგორც ჟურნალ "Jane's International Defence Review" გამოქვეყნებული კრისტოფერ ფოსტის (Christopher F Foss) სტატია "DSEI 2015: Nexter Systems pins export hopes on VBCI-2" იუწყება, ამა წლის 15–დან 18 სექტემბრის ჩათვლით ლონდონში მიმდინარე თავდაცვით გამოფენა DSEI-2015–ზე (Defence and Security Equipment International  2015) ფრანგულმა კომპანია "Nexter Systems"–მა პირველად მოახდინა საექსპორტოდ განკუთვნილი, საკუთარი ინიციატივით შექმნილი და გამოცდილი, 8х8 სავალი ფორმულის მქონე, საფრანგეთის არმიის შეიარაღებაზე მყოფი საბურავებიანი ჯავშანმანქანის VBCI–ს ღრმად მოდერნიზირებული ვერსიის, VBCI–2–ის საჯარო ჩვენება.

კოშკურა T40

სადესანტო ნაკვეთური

ქვეითთა საბრძოლო მანქანის ვარიანტში  VBCI-2–ის დამზადება DSEI-2015–ის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე Nexter–მა, რუანში განლაგებულ საამქროში მოახდინა. ახალ მანქანას საბაზისო VBCI–სგან განსხვავებით აქვს ახალი ჯავშანკორპუსი (ალუმინისგან შედუღებული), რომლის სიმაღლეც და შესაბამისად მოცულობაც გაზრდილია. კორპუსის ჯავშანი МАР–ის ტიპის ფოლადის ჯავშნითაა გაძლიერებული. VBCI-2 აღჭურვილია 600 ცხენისძალიანი დიზელის ახალი ძრავა Volvo D13–ით (VBCI–ზე 550 ცხენისძალიანი Volvo D12 დიზელი აყენია), გაუმჯობესებული საკიდარით, დიდი დიამეტრის საბურავებით, კონდიცირების უფრო მძლავრი სისსტემით, ნაღმდგრადი სავარძლებით სადესანტო ნაკვეთურში და ასევე კავშირისა და მართვის ციფრული სისტემით, რომელიც თავსებადია ქვეითთა ფრანგულ კომპლექტ FELIN–თან. VBCI-2–ის საბრძოლო წონა 32 ტონამდე გაიზარდა, რაც 3 ტონით მეტია საბაზისო VBCI–სგან განსხვავებით.
VBCI-2–ზე აყენია მძღოლ–მექანიკოსის თბოხედვის ხელსაწყო. მანქანა ასევე აღჭურვილია ციფრული ვიდეოკამერებით წრიულად დაკვირვების სისტემით, რომლიდანაც გამოსახულება გამოდის როგორც ეკიპაჟის დისფლეებზე, ასევე სადესანტო ნაკვეთურში არსებულ ვიდეომონიტორზე.
მანქანის საცდელ ნიმუშს ეკიპაჟის სამი წევრი და ევქსი მედესანტე გადაყავს. VBCI-2–ის პროტოტიპი აღჭურვილია Nexter–ის მიერ დამზადებული ორ ადგილიანი კოშკურა Т40–თი, რომელიც ასევე დაგეგმილია რო დაიდგმება საფრანგეთის არმიის პერსპექტიულ სადაზვერვო მანქანა Jaguar–ზე (EBRC), რომელზეც ერთობლივად მუშაობენ Nexter Systems, Thales და Renault Trucks Defense. კოშკურა T40 აღჭურვილია ქვემეხ 40 CTAS–ით (CTAI 40 mm Cased Telescoped Army System), რომელიც CTA International (Nexter და BAE Systems ერთობლივი წარმოება) მიერაა შემუშავებული და ტელესკოპურ ჭურვებს მოიხმარს (ანალოგიური კოშკურა აყენია ბრიტანეთის არმიისთვის განკუთბნილ Ajax–ზე – SCOUT SV - ბრიტანეტის არმიის მრავალფუნქციური პლატფორმა). ქვემეხთან შეწყვილებულია 7,62მმ ტყვიამფრქვევი, ერთი ასეთივე ტყვიამფრქვევი კოშკურის სახურავზე, დისტანციურად მართვად მოდულშია განთავსებული. ოფციონალურად კოშკურის ბორტებზე შესაძლებელია ტსმრ––ის გამშვებების დაყენებაც (კერძოდ Javelin ან პერსპექტიული ფრანგული ტსმრ MBDA MMP - პროტოტიპზე გამშვების მაკეტები აყენია). შემკვეთის სურვილის მიხედვით VBCI-2–ზე შესაძლებელია სხვა კოშკურების და საბრძოლო მოდულების დაყენებას, მათ შორის  უკვე შემოთავაზებული 30მმ–ნი ავტომატური ქვემეხით აღჭურვილი, Kongsberg–ის მიერ წარმოებული, გარეთ გატანილი, დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული Orbital ATK Bushmaster Mk 44, რაც თავის მხრივ სადესანტო ნაკვეთურში დესანტის გაზრდის საშუალებას იძლევა.

წყარო:

No comments:

Post a Comment