Saturday, September 19, 2015

პატარა ანალიზი იემენში დაზიანებული Abrams–ის შესახებ

იემენში განადგურებული რამდენიმე Abrams–ის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი – Abrams–მა - არაბებო წადით თავი გამანებეთო. ამ შემთხვევის ადგილზე ხუსიტურმა მასმედიამ ვიდეო სიუჟეტი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია შემდეგი ანალიზის გაკეთება:


გავრცელებული სიუჟეტი


ვიდეოს 2:10 წამზე ჩანს ჩვენი ტანკი, რომელსაც მართვადი რაკეტა ხვდება (2:33 წუთზე) – წითელი ისრით ნაჩვენებია მოხვედრის ადგილი 

ვიდეო №2 – 2:28 წუთზე ჩანს იგივე ტანკის კოშკურა – წითელი ისრაი მოხვედრის ადგილი, მწვანე ისრით ნაჩვენებია ამომგდები პანელი და მის ქვემოთ ჭურვების კასეტაა ამოჩრილი 

დარწმუნებული არა ვარ, მაგრამ ეს საბრძოლო მარაგის ნიშა მერე ააფეთქეს, მეორე ვიდეოს 50-ე წამზე ჩანს ბალახებიდან დამალული როგორ უღებს ვიდეოს აფეთქებას.

ასევე როგორც ჩანს ვიდეოს 1:30 წუთზე ტანკს მეორე ჭურვი ბორტში მოხვდა, სავარაუდოდ პირველი მორტყმის მერე გვერდიდან მოუარეს და რო დარწმუნებულიყვნენ კიდევ ესროლეს რამე:

UPD - მე–2 ვიდეოს 50– წამზე ჩანს როგორ აფეთქებენ მიტოვებულ ტანკს. ქვემოთ სავარაუდოდ იგივე ტანკია, რომელიც ამ აფეთქების შედეგად დაიწვა:

No comments:

Post a Comment