პირველწყარო – 15 лет X-32.
გუშინ, 18 სექტემბერს, შესრულდა 15 წელი მას შემდეგ რაც კომპანია Boeing–ის პროტოტიპმა თვითმფრინავმა, Х-32–მა, რომელიც JSF–ის კონკურსში Lockheed Martin-ის X-35–ეს ეჯიბრებოდა, პირველი ფრნა განახორციელა. აღსანიშნავია რომ X-35–მა თავისი პირველი ფრენა ერთი თვის დაგვიანებით, 2000 წლის 24 ოქტომბერს განახორციელა.
ბოინგმა მოახერხა შეექმნა ბოლო ათწლეულების ყველაზე არაჩვეულებრივი, ნუ ყოველ შემთხვევაში ვიზუალურად, გამანადგურებელი – კონკურსში X-32–ის გამარჯვების შემთხვევაში საკმაოდ საინტერესო იქნებოდა მოგვესმინა იმათი აზრი, ვინც F-35–ს "არასაკმარისად ელეგანტურად" თვლის. თუმცაღა ეს გამანადგურებელი ფაქტიურად უკვე დავიწყებულია.
ორი კონკურენტი – X-32 და X-35
მიუხედავად იმისა რომ Boeing ჯიუტად იბრძოდა, გამარჯვების შანსი მას თავიდანვე ცოტა ჰქონდა. დღემდე იბადება აზრების იმის შესახებ, რომ აშშ–ს თავდაცვის სამინისტრომ "მუხანათურად" შეცვალა საკონკურსო მოთხოვნები მაშინ, როდესაც პროტოტიპი უკვე აწყობილი იყო. ამის შედეგად დასახული მახასიათებლების მიღწევა უკუდო სქემით შეუძლებელი გახდა და Boeing–ს მოუწია ეთხოვა ნდობოდნენ მის "პატიოსან სიტყვას" და დაეშვათ კონკურსში იმ პირობით რომ გამარჯვების შემთხვევაში ის ამ მოთხოვნებსკუდის ფრთასხმულობით დააკმაყოფილებდა. ამიტომ თუ ნახავთ სადმე X-32–ის კუდიან ნახატს – იცოდეთ აი მასეთი უნდა ყოფილიყო სერიული მანქანა. რეალობაში მხოლოდ მაკეტის აგება მოასწრეს (ქვემოთ ფოტოზე).
მთელ რიგ საკითხებში მოწინააღმდეგის უპირატესობების გარეშეც, კერძოდ კი უფრო პროგრესული ვადს (ვერტიკალური აფრენ–დაფრენის სისტემა) სქემაში, ასეთ პირობებში გამარჯვება შეუძლებელი იყო. პირველი ფრენიდან ერთი წლის შემდეგა, 2001 წლის 26 ოქტომბერს, კონკურის ოფიციალურად Lockheed Martin–მა მოიგო. Boeing–ის მიერ აწყობილი ორი პროტოტიპი – სახმელეთო X-32A და მოკლე აფრენის X-32B, მუზეუმში გადააგზავნეს. პირველი დეიტონაში მდებარე საჰაერო ძალების ეროვნულ მუზეუმში, ხოლო მეორე საზღვაო ძალების ავიაციის მუზეუმში, რომელიც პატაკსენტ–რივერშია განთავსებული.
X-32A
AIM-120 და ბომბა შიდა ნაკვეთურში
Hornet–თან ერთად
საამქროდან გამოგორება
X-32B
უფროს ძმასთან ერთად
X-32B რენდგენი – კარგად ჩანს რომ Boeing ვერტიკალური აფრენ–დაფრენის სქემაში ცდილობდა Harrier გაემეორებინა
X-32B მუზეუმში
No comments:
Post a Comment