Thursday, September 17, 2015

SCOUT SV - ბრიტანეტის არმიის მრავალფუნქციური პლატფორმა

40მმ–ნი საბრძოლო მოდული CTAS–ით აღჭურვილი Ajax გამოფენა DSEI-2015–ზე
როგორც ჟურნალ "Jane's International Defence Review" გამოქვეყნებული ნიკოლას დე ლარინაგას (Nicholas de Larrinaga) სტატია "DSEI 2015: UK's Scout SV renamed Ajax as first turreted prototype unveiled"–ში იუწყება, ამა წლის 15–დან 18 სექტემბრის ჩათვლით ლონდონში მიმდინარე თავდაცვით გამოფენა DSEI-2015–ზე (Defence and Security Equipment International  2015) ამერიკული GDLS–სის ბრიტანულმა ფილიალმა (General Dynamics UK – GDUK) SCOUT SV-ეს სპეციალიზირებული პლატფორმა წარადგინა, რომელზეც ბრიტანეთის არმიისთვის განკუთვნილი მანქანების მთელი ოჯახობა უნდა შეიქმნას. ამავე გამოფენაზე მანქანებს საკუთარი სახელები მიენიჭათ  – სადაზვერვო მანქანა ARES (reconnaissance support variant), სარემონტო მანქანა APOLLO (the equipment repair vehicle), ევაკუატორი ATLAS (the equipment recovery variant), საინჟინრო დაზვერვის მანქანა ARGUS ( the engineering reconnaissance variant) და სამეთაურო–საშტაბო მანქანა ATHENA (command-and-control (C2) variant).
ბრიტანეთის არმიას Ajax–ის პლატფორმის 589 ცალი მანქან აქვს შეკვეთილი. მანქანებზე შეკვეთა, რომლის ღირებულებაც 3,5 მილიარდი ბრიტანული ფუნტია (5,4 მილიარდი დოლარი), General Dynamics UK–ემ (GDUK) 2014 წლის სექტემბერში მიიღო.
სახელწოდება Ajax მთელს ოჯახობას ეკუთვნის და მათ შორის Lockheed Martin UK–ის მიერ წარმოებული 40მმ–ნი საბრძოლო მოდულით აღჭურვილი ვარიანტისაც, რომელსაც CTAS (Case Telescoped Armament System) ეწოდება და რომელიც 40მმ–იან ტელესკოპურ ჭურვებს მოიხმარს. ამ კოშკურით ყველაზე მეტი მანქანაა შეკვეთილი, კერძოდ კი ბრიტანეთის არმია ამ კლასის 245 ცალ მანქანას მიიღებს.

40მმ–ნი საბრძოლო მოდული CTAS–ით აღჭურვილი Ajax გამოფენა DSEI-2015–ზე
სხვა მანქანების რაოდენობა შეკვეთების პორტფელში ასე გამოიყურება –  სადაზვერვო მანქანა ARES 93 ცალი, სამეთაურო–საშტაბო მანქანა ATHENA 112 ცალი, სარემონტო მანქანა APOLLO 50 ცალი, ევაკუატორი ATLAS 38 ცალი, საინჟინრო სადაზვერვო მანქანა ARGUS 51 ცალი.
Ajax–ის პირველი პროტოტიპი უკვე გამოცდებს გადის, გეგმის თანახმად 2017 წლისათვის ბრიტანეთის არმიამ უკვე სერიულ მანქანები უნდა მიიღოს.

Ajax–ის ოჯახობას მრავალფუნქციური მონიტორებით Esterline Corporation მოამარაგებს, რომელმაც ამ გამოფენაზე უკვე მოაწერა 21 მილიონი დოლარის ღირებულების 7 წლის ხანგრძლივობის ხელშეკრულებას ხელი


წყარო:

No comments:

Post a Comment