Tuesday, June 9, 2015

სტრატეგიულ ბომბდამშენ Ту-95–ს ავიაბაზა "უკრაინკაზე" აფრენისას ხანძარი გაუჩნდა

სტრატეგიული ბომბდამშენ–რაკეტმზიდი Ту-95 ამურის ოლქში მდებარე ავიაბაზა  "უკრაინკას" ასაფრე–დასაფრენი ზოლის გარეთ გაგორდა და ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კიდევ სხვადასხვა სიმძიმის ტრამვებით ჰოსპიტალში იქნა გადაყვანილი.


წყარო:

Sunday, June 7, 2015

Saab - Gripen The Smart Fighter (video)


Saab Gripen-ის პრომო ვიდეო, როგორც ყოველთვის ყველაზე–ყველაზე, მკვლელი მონადირე და ასე შემდეგ, მოკლედ დატკბით ხარისხიანი ვიდეოკლიპით:

თვითმფრინავ Су-34-ის ავარია


2015 წლის 4 ივნისს, მიახლოებით 16:30 საათზე, დაგეგმილი სასწავლო-საწვრთნელი ფრენის შემდეგ ბუტურლიოვკას აეროდრომზე (ვორონეჟოს ოლქი) დაჯდომისას ავარია განიცადა საფრონტო ბომბდამშენმა, Су-34-მა (საბორტე ნომერი "წითელი 28", სარეგისტრაციო ნომერი RF-95067). თვითმფრინავი რუსეთის სამხედრო-საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის 1-ლი მეთაურობის, 10-5 შერეული საჰაერო დვიზიის, 47-ე ცალკეული, შერეული ავიაპოლკის შემადგენლობაში ირიცხებოდა. თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, ბალტიმორში, ასაფრენი ბიიკის რემონტის გამო, პოლკი 2013 წლის დეკემბრიდან დროებით ბუტურლინოვკას აეროდრომზე ბაზირდება.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით სააგენტო "Интерфакс-АВН" იუწყება - "თვითმფრინავს სამუხრუჭე პარაშუტი არ გაეხსნა, რის შედეგადაც ის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გარეთ გაგორდა და ამოტრიალდა. თვითმფრინავის ეკიპაჟი არ დაზიანებულა".

როგორც ფოტოებიდან ჩანს თვითმფრინავი აღდგენას არ ექვემდებარება და სავარაუდოდ მას ჩამოსწერენ, ამგვარად ეს იქნება ამ ტიპის პირველი დაკარგული თვითმფრინავი.



წყარო: