Sunday, June 7, 2015

თვითმფრინავ Су-34-ის ავარია


2015 წლის 4 ივნისს, მიახლოებით 16:30 საათზე, დაგეგმილი სასწავლო-საწვრთნელი ფრენის შემდეგ ბუტურლიოვკას აეროდრომზე (ვორონეჟოს ოლქი) დაჯდომისას ავარია განიცადა საფრონტო ბომბდამშენმა, Су-34-მა (საბორტე ნომერი "წითელი 28", სარეგისტრაციო ნომერი RF-95067). თვითმფრინავი რუსეთის სამხედრო-საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის 1-ლი მეთაურობის, 10-5 შერეული საჰაერო დვიზიის, 47-ე ცალკეული, შერეული ავიაპოლკის შემადგენლობაში ირიცხებოდა. თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, ბალტიმორში, ასაფრენი ბიიკის რემონტის გამო, პოლკი 2013 წლის დეკემბრიდან დროებით ბუტურლინოვკას აეროდრომზე ბაზირდება.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით სააგენტო "Интерфакс-АВН" იუწყება - "თვითმფრინავს სამუხრუჭე პარაშუტი არ გაეხსნა, რის შედეგადაც ის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გარეთ გაგორდა და ამოტრიალდა. თვითმფრინავის ეკიპაჟი არ დაზიანებულა".

როგორც ფოტოებიდან ჩანს თვითმფრინავი აღდგენას არ ექვემდებარება და სავარაუდოდ მას ჩამოსწერენ, ამგვარად ეს იქნება ამ ტიპის პირველი დაკარგული თვითმფრინავი.



წყარო:

2 comments:

  1. მასტმა ჩამოწერენო შეკეთებას აღარ ექვემდებარეობავო შეხედოს მაინც მარტო ცხვირიაქვს დაზიანებული და მაგისგულიზე ჩამოწერენ :D

    ReplyDelete
    Replies
    1. აქ საქმე სხვა რამეშია – ნაავარიელი მანქანა გინახავს, ცენტროვკა რო აქვს არეული? ხო და ამსაც თუ კორპუსის ცენტროვკა აერია, მაშინ მისი ცენტრალური ნერვიურების გასწორებას ჯობია ჩამოწერო.

      Delete