четверг, 17 июля 2014 г.

დღის ფოტო – დილის პოზიტივი

მისს უკრაინა დიასპორამ სამხედრო ფორმა ჩაიცვა და არმიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

среда, 16 июля 2014 г.

უკრაინის არმია ინტენსიურად ახორციელებს დაკონსერვებული და რეზერვში გაყვანილი ტექნიკის აღდგენას

უკრაინაში, "შეპეტოვსკის სარემონტო ქარხანა", ახორციელებს АТО ძალებისთვის საარტილერიო დანადგარების რემონტს და შეკეთებას. რემონტდება ისეთი საარტილერიო სისტემები, როგორებიცაა "Град", "Ураган", თსქ–ები და 120–ზე მეტი დასახელების სარაკეტო–საარტილერიო ტექნიკა.
მარტის პირველი დღეებიდან მოყოლებული, ქარხანამ 6 ბრიგადის შემადგენლობით აღადგინა 125 ერთეული საბრძოლო ტექნიკა, რომლებიც ამჟამად უკრაინის ძალოვნების მიერ АТО–ს განსახორციელებლად გამოიყენება. 65 ნაკეთობა კიდევ აღდგენის სტადიაშია. ესენია ზალპური ცეცხლის დანადგარები БМ-21 "Град", 9П140 "Ураган", თვითმავალი საარტილერიო დანადგარები 2С3М "Акация", 2С5 "Гиацинт-С", 2С19 "Мста-С", საარტილერიო ცეცხლის მართვის მანქანები და სხვა ტექნიკა.
ამას გარდა, ქარხანა ახორციელებს საარტილერიო ქვემეხების, ნაღმტყორცნების, ჯარების მართვის საშუალებების, ტსმრ–ების, ცეცხლსასროლი იარაღისა და სამხედრო ხელსაწყოების კაპიტალურ რემონტს.

ქარხანა რეზერვში გაყვანილ და დაკონსერვებზე მდგომი ტექნიკის აღდგენას ახორციელებს

დაკონსერვებიდან მოხსნილი და აღდგენილი ტექნიკა

თვითონ ქარხანა როგორც ჩანს ამ ტექნიკას საკუთარ ტერიტორიაზე არსებული სადგომებიდან იღებს

ცნობისათვის ქარხნის ტერიტორიის კოსმოსური ფოტორუკა – საარტილერიო ტექნიკის სასაფლაოა

აღსადგენად გამზადებული ტექნიკა ქარხნის საამქროებში მიყავთ


რუსული ტექნიკა რუსული დროშებით დონეცკში

გრძელდება რუსეთიდან ტერორისტებისთვის საბრძოლო ტექნიკის მიწოდება. ქვემოთ მოყვანილია ფოტოები, რომელიც  დონეცკის თვითაღიარებულ რესპუბლიკაშია გადაღებული. ამჯერად ყოველგვარი მორიდების გარეშე ტერორისტებისთვის განკუთვნილ ტექნიკაზე რუსული დროშებია აღმართული, არაა გამორიცხული ტექნიკაში რუსული ეკიპაჟები და გათვლები რომ იჯდნენ.

სამი სხვადასხვა Т-64БВ

სამი ცალი თსდ Гвоздика

 БТР-80

გაურკვეველი რეფრეჯერატორი – ზოგის ვარაუდით საზენიტო დანადგარია შიგნით, ზოგი კიდევ ფიქრობს რომ გვამების გასაზიდად შემოიყვანეს