Wednesday, July 16, 2014

უკრაინის არმია ინტენსიურად ახორციელებს დაკონსერვებული და რეზერვში გაყვანილი ტექნიკის აღდგენას

უკრაინაში, "შეპეტოვსკის სარემონტო ქარხანა", ახორციელებს АТО ძალებისთვის საარტილერიო დანადგარების რემონტს და შეკეთებას. რემონტდება ისეთი საარტილერიო სისტემები, როგორებიცაა "Град", "Ураган", თსქ–ები და 120–ზე მეტი დასახელების სარაკეტო–საარტილერიო ტექნიკა.
მარტის პირველი დღეებიდან მოყოლებული, ქარხანამ 6 ბრიგადის შემადგენლობით აღადგინა 125 ერთეული საბრძოლო ტექნიკა, რომლებიც ამჟამად უკრაინის ძალოვნების მიერ АТО–ს განსახორციელებლად გამოიყენება. 65 ნაკეთობა კიდევ აღდგენის სტადიაშია. ესენია ზალპური ცეცხლის დანადგარები БМ-21 "Град", 9П140 "Ураган", თვითმავალი საარტილერიო დანადგარები 2С3М "Акация", 2С5 "Гиацинт-С", 2С19 "Мста-С", საარტილერიო ცეცხლის მართვის მანქანები და სხვა ტექნიკა.
ამას გარდა, ქარხანა ახორციელებს საარტილერიო ქვემეხების, ნაღმტყორცნების, ჯარების მართვის საშუალებების, ტსმრ–ების, ცეცხლსასროლი იარაღისა და სამხედრო ხელსაწყოების კაპიტალურ რემონტს.

ქარხანა რეზერვში გაყვანილ და დაკონსერვებზე მდგომი ტექნიკის აღდგენას ახორციელებს

დაკონსერვებიდან მოხსნილი და აღდგენილი ტექნიკა

თვითონ ქარხანა როგორც ჩანს ამ ტექნიკას საკუთარ ტერიტორიაზე არსებული სადგომებიდან იღებს

ცნობისათვის ქარხნის ტერიტორიის კოსმოსური ფოტორუკა – საარტილერიო ტექნიკის სასაფლაოა

აღსადგენად გამზადებული ტექნიკა ქარხნის საამქროებში მიყავთ


No comments:

Post a Comment