გუშინ ღამით, 00:45 საათზე, "იზვარინოს" სგპ–ეს გავლით უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში შევიდა რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და სასაზღვრო ძალებში სხვადასხვა წყაროები ასახელებენ 100–დან 200 მანქანამდე – ესენია ტანკები, ქსმ–ები და ჯავშან КамАЗ–ები. ეს იყო რუსულ დროშებიანი და ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ერთ–ერთი დამრტყმელი ჯგუფი. მანქანების ნაწილზე დატანილი იქნა რუსეთის სამშვიდობო ძალების სიმბოლიკა. ამასთან ერთად რუსეთის ტერიტორიიდან მუდმივად ხორციელდებოდა სასაზღვრო რაიონებში უკრაინული ქვედანაყოფებზე ცეცხლით ზემოქმედება, მათ შორის ჰაუბიცებითა და ზცრს “Град”–ბით.
ჰაერში აწეული და ამოქმედებული იქნა ავიაცია, გამოცხადდა განგაში ჯარების ყველა სახეობაში და ძალოვან სამინისტროებში. მოიერიშე ავიაციის დაჯგუფება პირველად იქნა გაძლიერებული საავიაციო მხარდაჭერის დაჯგუფებით – გზაგადამჭრელებით, რადგანაც მოსალოდნელი იყო რუსული ავიაციისა და ჰსთ–ს წინააღმდეგობა. მაგრამ რუსეთმა ბოლო მომენტში ვერ გაბედეს საზღვრის გადაკვეთა. რის შედეგადაც უკრაინის ტერიოტრიაზე შეჭრილ კოლონაზე ავიადარტყმა განხორციელდა, ტექნიკის ნაწილი განადგურდა, ნაწილი უკან, რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნდა.
როგორც АТО–ს ზონაში მყოფმა წყარომ თავის ბლოგზე დაწერა – "ყურადღებას ვაქცევ მდგომარეობის სერიოზულობას: პირველად კონფლიკტის განმავლობაში მოწმეები უთითებენ იმაზე რომ ტექნიკა რუსული დროშების ქვეშ იყო! (არა რაღაცა გეორგიევსკის ან ЛНР-ДНР–ის დროშები). АТО–ს ხელმძღვანელობამ და სხვა ძალოვანმა სამინისტროებმა რუსეთის მოქმედება ერთპიროვნულად შეაფასეს როგორც უკრაინის ტერიტორიაზე შემოჭრა."
იმავე მომენტში რუსული ძალების მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ გაფრთხილებული იქნა უკეაინის პრეზიდენტი პოროშენკო, პარლამენთის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები. უკრაინის შეიარაღებული ძალების სრული მობილიზაციის, ჰსთ–სა და ავიაციის ოპერატიული მუშაობისა და გენშტაბის სრული მზადყოფნის გამო რუსეთმა სავარაუდოდ ვერ გარისკა უკრაინაში შეჭრა – შეაფასა რა როგორც პოლიტიკური დანაკარგები ასევე მАТО–ს ზონაში მყოფი უკრაინული არმიისგან მრავალათასიანი დანაკარგები. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ამ რეგიონში უკრაინული არმიას 50 000 მეომარი, ასობით ტანკი, ქსმ და ჯტრ ყავს, რომელთა საცეცხლე მხარდაჭერასაც მძლავრი არტილერია უწევს (ზცრს “Смерч”, “Ураган”, თვითმავალი ჰაუბიცა “Мста-С”, “Гиацинт”). სწორედ ამიტომ რამდენიმე რუსულმა ბატალიონის დონის ოპერატიულმა დაჯგუფებამ უკრაინის საზღვარი არ გადმოკვეთა.

უკრაინის გენშტაბმა, გაიაზრა რა შექმნილი სიტუაციის სირთულე, გადაწყვიტა ლუგანსკის განთავისუფლების ოპერაციის ფორსირება და განახორციელა მისი დასავლეთი და სამხრეთ მხრიდან ბლოკირება და მიზნად დაისახა ქალაქის სრული განთავისუფლება მომავალ დღეებში. ოპერაციის შედეგად უკვე დღისით მოხდა ლუგანსკის აეროდრომის დებლოკირება, ხოლო ქალაქიდან დასავლეთით და სამხრეთით მიმავალი გზების უმეტესობა უკრაინული არმიის მიერ იქნა გადაკეტილი. მოწინააღმდეგის კოლონა, რომელიც 50 ერთეული საბრძოლო ტექნიკისგან შესდგებოდა, განადგურებული იქნა ავიაციის და არტილერიის დახმარებით. 13 ივლისის საღამოს უკრანის არმია ქ. ლუგანსკის გარეუბნებში შევიდა და სპეციალური დანიშნულების ჯგუფებმა დაიწყეს ქალაქში ტერორისტების საყრდენი პუნქტების იერიში. ამჟამად როგორც ცნობილი ხდება, ლერ–ის დაჯგუფებები სრულიად ბლოკირებულნი არიან ლუგანსკში, სეპარატისტების ნარჩენები ალჩევსკის მიმართულებით იხევენ უკან, ჰაერში მუმდმივად პატრულირებს უკრაინული ავიაცია, რათა აკრძალოს რუსეთის მხრიდან ჯავშანჯგუფების შემოღწევა უკრაინის ტერიტორიაზე.
АТО–ს შტაბზე დაყრდნობით მდგომარეობა საკმაოდ დაძაბულია, მაგრამ იმავდროულად ქ. ლუგანსკის აღებას სავარაუდოდ რამდენიმე დღე დასჭირდება, თუ რათქმა უნდა რუსული მხარე უკრაინული საზღვრის მაშტაბურ გარღვევას და ტერორისტების მომარაგებას არ შეეცდება. ასევე ცნობილია რომ რუსეთის გენშტაბში განიხილავენ უკრაინულ АТО–ს დაჯგუფებაზე მასიური ავიადარტყმის შესაძლებლობას. მაგრამ ფრთხილობენ უკრაინული ჰსთ–ს წინააღმდეგობის გამო და ასევე არ გააჩნიათ დაზუსტებული ინფორმაცია აღნიშნულ ზონაში სიტუაციის შესახებ.

No comments:
Post a Comment