Friday, February 19, 2016

საფრანგეთის საჰაერო ძალების 500 დღე ISIS-ის წინააღმდეგ

სოციალურ ქსელ twitter-ში, საფრანგეთის გენერალური შტაბის ოფიციალურ გვერდზე, გამოქვეყნდა ინფოგრაფიკა, რომელშიც მოყვანილია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საფრანგეთის საჰაერო ძალების ძალისხმევის ამსახველი ციფრები.


ინფოგრაფიკის თანახმად, ოპერაცია Chammal-ის მსვლელობისას, რომელიც 500 დღე გრძელდებოდა, იორდანიაში ბაზირებულმა საფრანგეთის საჰაერო ძალების შენაერთებმა განახორციელეს:
  • 1600 საბრძოლო გასვლა
  • 6600 საათი ფრენა
  • 4000 საწვავის საჰაერო გამართვა

წყარო:

სიყვარულით სირიიდან

სირიის არაბული არმიის კუთვნილი Т-72М დინამიკური დაცვით კოშკურის უკანა მხარეს

Thursday, February 18, 2016

ამერიკული F-22-ები სამხრეთ კორეის ცაში

2016 წლის 17 თებერვალი - აშშ-ს საჰაერო ძალების ოთხი ცალი F-22 Raptor კორეის რესპუბლიკის ცაში. გამანადგურებლების გადასროლა ძალის დემონსტრაციის მიზნით მას მერე მოხდა, რაც ჩრდილოეთ კორეამ სარაკეტო გამოცდები განახორციელა.

სამხრეთ კორეის F-16-ები და F-15-ები ამერიკულ F-22-ებთაან საერთო მწყობრში 


Wednesday, February 17, 2016

ქსმ-ი Т-80-ის ბაზაზე

უკრაინა, ხარკოვის ჯავშანსარემონტო ქარხანა. ფოტოზე გამოსახულია ტანკ Т-80-ის ბაზაზე შექმნილი მძიმე ქსმ

Monday, February 15, 2016

რუსული საჰაერო-კოსმოსური ძალები - ანუ როგორ დავბომბოთ ქალაქი კასეტურით

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების Су-34 ბომბავს კასეტური ბომბბებით ალეპოს პროვინციი ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჰრაიტანს

Sunday, February 14, 2016

პოლონეთის არმია - Leopard-2A5, Leopard-2PL, Krab და KTO Rosomak


ექვსი ცალი პოლონური Leopar-2A4 სარემონტო ქარხანაში იქნა გაგზავნილი, სადაც რემონტთან ერთად Leopard-2PL დონემდე მოდერნიზაციასაც გაივლიან (ამ პროგრამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - პოლონეთი Leopard 2A4-ბის მოდერნიზაციას იწყებს)


პოლონური წარმოების თსდ Krab სახელმწიფო გამოცდებს გადის, რის შემდეგაც მისი სერიული წარმოება დაიწყება 
ამ საარტილერიო დანადგარის შესახებ ბლოგზე რამდენჯერმე დაიწერა:
თვითმავალი საარტილერიო სისტემა Krab შეიარაღებაში მიიღეს


ახლადშეძენილი პოლონური Leopard-2A5-ები სწავლებაზე

დამატებითი ჯავშანფილებით აღჭურვილი ჯტრ KTO Rosomak სწავლებაზე