Saturday, March 26, 2016

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამხრეთ სამხედრო ოლქში მოტომსროლელთა ხალ დივიზიას აყალიბებს


რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტო როსტოვის ოლქში (ეს საქართველოსთან მოსაზღვრე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ადმინისტრაციული დაყოფის ერთეულის, სამხრეთ სამხედრო ოლქის ტერიატორიაზე მდებარეობს) ახალ, სრულფასოვან მოტომსროლელთა დივიზიას აყალიბებს.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბის განცხადების თანამხად "გენერალური შტაბის ხელმძღვანელისა და სამხრეთ სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის დირექტივების შესაბამისად, ამა წლის ბოლოს ოლქში ჩამოყალიბდება მოტომსროლელთა ახალი, სრულფასოვანი დივიზია. მისი კეთილმოწყობისთვის როსტოვის რაიონში სამი სამხედრო ქალაქის მშენებლობაა დაგეგმილი".
"დივიზიას ათი ათას კაციანი შემადგენლობა ექნება, მისი შტაბის განთავსება დონის როსტოვის რაიონშია დაგეგმილი. შენაერთი ყველაზე თანამედროვე შეიარაღებით, ჯავშანსატანკო, საავტომობილო და სპეცტექნიკით იქნება დაკომპლექტებული" - დაამატა წყარომ.

წყარო:

რუსეთის მონაწილეობაზე სირიის კონფლიქტში - ცოტაოდენი ციფრები

2015 წლის 30 სექტემბერს, სირიაში რუსული სამხედრო ოპერაცის დასაწყისისთვის, ჰმეიმის ავიაბაზაზე რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების 32 თვითმფრინავისგან შემდგარი დაჯგუფება იმყოფებოდა - ოთხი Су-30СМ, ოთხი Су-34, თორმეტი Су-24М და თორმეტი Су-25СМ. 2015 წლის 6 დეკემბერს სირიაში დამატებით ოთხი Су-34 გადაისროლეს, ოთხი Су-35С ჰმეიმში 2016 წლის 30 იანვარს ჩაფრინდა. თურქების მიერ ჩამოგდებული Су-24М-ის ჩასანაცვლებლად 2015 წლის დეკემბერში და დამატებით ოთხი Су-24М 2016 წლის 27 თებერვალს მიავლინეს რუსეთიდან. 
20 მარტის  მდგომარეობით, ჟურნალ "Jane's Defence Weekly"-ში გამოქვეყნებული Jeremy Binnie-ს სტატია  "Analysis: Russian air group in Syria remains a powerful force"-ს თანახმად, სირიაში, ავიაბაზა ჰმეიმში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შემდეგი ავიაპარკი ბაზირდებოდა - 12 საფრონტო ბომბდამშენი Су-24М, 4 საფრონტო ბომბდამშენი Су-34, სამი გამანადგურებელი Су-30СМ  და სამი გამანადგურებელი Су-35С (არაა გამორიცხული რომ თანამგზავრული ფოტოგადაღების მომენტში თითო გამანადგურებელი ორივე ტიპიდან და ერთი Су-24М საბრძოლო გაფრენაზე იმყოფებოდა). ასევე ჰმეიმში დათვლილი იქნა 14 ცალი რუსული ვერტმფრენი, მათ შორის ორი Ми-28Н და ორი Ка-52.
ამგვარად 15-დან 20 მარტის ჩათვლით, ჰმეიმიდან რუსეთში გადაფრინდა სამი Су-24М, ოთხი Су-34, 12 მოიერიშე Су-25СМ/УБ და ოთხი ვერტმფრენი Ми-35М. სანაცვლოდ ჰმეიმში ორი Ми-28Н და ორი Ка-52 იქნა მივლინებული. 
ჰმეიმის ავიაბაზის თანამგზავრულ ფოტოსურათზე ასევე ჩანს უპილოტო საფრენი აპარატ "Форпост"-ების (IAI Searcher Mk 2) ბაზირებაც. Jane's თანახმად უპილოტოები ჰმეიმზე 2016 წლის 15 იანვარს დაფიქსირდა.

დღემდე სირიის კონფლიკტში 10 000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა, ამის შესახებ ირიბად, რუსეთის სამთავრობო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდი მოწმობს, რომელში გამოცხადებულია ტენდერი 10 300 მედალი "სირიის სამხედრო ოპერაციის მონაწილის" შესყიდვის შესახებ.



ჩრდილოეთ კორეის უმსხვილესი საარტილერიო სწავლება

2016 წლის 25 მარტს  ჩრდილოეთ კორემ თავის ისტორიაში ყველაზე მსხვილმაშტაბიანი საარტილერიო სწავლება განახორციელა




Wednesday, March 23, 2016

ავდეევკაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს


უკრაინული მედიაპორტალი Dnepr.info, სტატიაში სახელწოდებით "ავდეევკასთან "რეალური სტალინგრადია", დნეპროპეტროვკსი ოლქში კლვავ მოყავთ დაჭრილები", იუწყება რომ, 2016 წლის 22 მარტს, დნეპროპეტროვსკის საოლქო კლინიკაში და სამხედრო ჰოსპიტალში დაჭრილი მებრძოლები მოიყვანეს.
დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორის მრჩევლის, ტატიანა გუბის განცხადეის თანახმად, გუშინ 66-ე ჰოსპიტალში, ბრძოლების შედეგად დაჭრილი, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში მყოფი, სამი მებრძოლი იქნა მიყვანილი. ნამსხვრევებით დაჭრილი, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში მყოფი კიდევ ორი მებრძოლი სელიდოვოს საავადმყოფოში იქნა ევაკუირებული.
დნეპროპეტროვსკში საჰაერო სადესანტო ჯარების 25-ე ბრიგადის სამი დაჭრილი ჯარისკაცი მეჩნიკოვის სახელობის საოლქო კლინიკამაც მიიღო, ჯარისკაცების ქსმ-ი ავდეევკასთან ნაღმზე აფეთქდა. ორს აფეთქებამ ფეხები დააწყვიტა, ხოლო ერთერთს თვალებშიც მძიმედაა დაჭრილი. სამივეს მიღებული აქვს აკუბაროტრავმა - სასმენი ორგანოების დაზიანება.
ასევე საოპერაციოდ ემზადება ხერხემალ დაზიანებული ერთი მებრძოლ. კარდიოცენტრში ინფარკტიანი ერთი ჯარისკაცი გადაიყვანეს
ავდეევკასთან მძიმე ბრძოლებზე ვოლონტერთა ჯგუფი "დაბრუნდი ცოცხალიც" იუწყება. მათი თქმით მტერი არტილერიისა და ტაკების გამოყენებით უტევს უკრაინულ პოზიციებს.
თვითმხილველების თქმით ავდეევკაში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ყველაზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

წყარო:
Под Авдеевкой «реальный Сталинград», в Днепропетровск снова везут раненых



Sunday, March 20, 2016

Т-90 vs TOW - შედეგები

26 თებერვალს, ბლოგზე უკვე ვწერდი რუსული Т-90-ის (1992 წლის მოდელი) ამერიკული ტსმრ TPW-2B-ეთი დაზიანების შესახებ - Т-90 vs TOW. ამჯერად წარმოგიდგენთ ამ მანქანის ფოტოსურათს.

ფოტოზე ასახული მანქანის დაზიენებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ტსმრ ტანკს სწორედ იქ მოხვდა სადაც ნავარაუდევი იყო - მემიზნეს სამიზნესა და ეოხკ "Штора"-ს რაიონში მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ეკიპაჟი გადარჩა, მანქანა თავისი სვლით მივიდა სარემონტო საამქროში, შეცვლილი იქნა სამიზნეს თავაკი და დინამიკური დაცვის ბლოკი.