2015 წლის 30 სექტემბერს, სირიაში რუსული სამხედრო ოპერაცის დასაწყისისთვის, ჰმეიმის ავიაბაზაზე რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების 32 თვითმფრინავისგან შემდგარი დაჯგუფება იმყოფებოდა - ოთხი Су-30СМ, ოთხი Су-34, თორმეტი Су-24М და თორმეტი Су-25СМ. 2015 წლის 6 დეკემბერს სირიაში დამატებით ოთხი Су-34 გადაისროლეს, ოთხი Су-35С ჰმეიმში 2016 წლის 30 იანვარს ჩაფრინდა. თურქების მიერ ჩამოგდებული Су-24М-ის ჩასანაცვლებლად 2015 წლის დეკემბერში და დამატებით ოთხი Су-24М 2016 წლის 27 თებერვალს მიავლინეს რუსეთიდან.
20 მარტის მდგომარეობით, ჟურნალ "Jane's Defence Weekly"-ში გამოქვეყნებული Jeremy Binnie-ს სტატია "Analysis: Russian air group in Syria remains a powerful force"-ს თანახმად, სირიაში, ავიაბაზა ჰმეიმში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შემდეგი ავიაპარკი ბაზირდებოდა - 12 საფრონტო ბომბდამშენი Су-24М, 4 საფრონტო ბომბდამშენი Су-34, სამი გამანადგურებელი Су-30СМ და სამი გამანადგურებელი Су-35С (არაა გამორიცხული რომ თანამგზავრული ფოტოგადაღების მომენტში თითო გამანადგურებელი ორივე ტიპიდან და ერთი Су-24М საბრძოლო გაფრენაზე იმყოფებოდა). ასევე ჰმეიმში დათვლილი იქნა 14 ცალი რუსული ვერტმფრენი, მათ შორის ორი Ми-28Н და ორი Ка-52.
ამგვარად 15-დან 20 მარტის ჩათვლით, ჰმეიმიდან რუსეთში გადაფრინდა სამი Су-24М, ოთხი Су-34, 12 მოიერიშე Су-25СМ/УБ და ოთხი ვერტმფრენი Ми-35М. სანაცვლოდ ჰმეიმში ორი Ми-28Н და ორი Ка-52 იქნა მივლინებული.
ჰმეიმის ავიაბაზის თანამგზავრულ ფოტოსურათზე ასევე ჩანს უპილოტო საფრენი აპარატ "Форпост"-ების (IAI Searcher Mk 2) ბაზირებაც. Jane's თანახმად უპილოტოები ჰმეიმზე 2016 წლის 15 იანვარს დაფიქსირდა.
დღემდე სირიის კონფლიკტში 10 000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა, ამის შესახებ ირიბად, რუსეთის სამთავრობო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდი მოწმობს, რომელში გამოცხადებულია ტენდერი 10 300 მედალი "სირიის სამხედრო ოპერაციის მონაწილის" შესყიდვის შესახებ.
No comments:
Post a Comment