რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტო როსტოვის ოლქში (ეს საქართველოსთან მოსაზღვრე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ადმინისტრაციული დაყოფის ერთეულის, სამხრეთ სამხედრო ოლქის ტერიატორიაზე მდებარეობს) ახალ, სრულფასოვან მოტომსროლელთა დივიზიას აყალიბებს.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბის განცხადების თანამხად "გენერალური შტაბის ხელმძღვანელისა და სამხრეთ სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის დირექტივების შესაბამისად, ამა წლის ბოლოს ოლქში ჩამოყალიბდება მოტომსროლელთა ახალი, სრულფასოვანი დივიზია. მისი კეთილმოწყობისთვის როსტოვის რაიონში სამი სამხედრო ქალაქის მშენებლობაა დაგეგმილი".
"დივიზიას ათი ათას კაციანი შემადგენლობა ექნება, მისი შტაბის განთავსება დონის როსტოვის რაიონშია დაგეგმილი. შენაერთი ყველაზე თანამედროვე შეიარაღებით, ჯავშანსატანკო, საავტომობილო და სპეცტექნიკით იქნება დაკომპლექტებული" - დაამატა წყარომ.
წყარო:
No comments:
Post a Comment