Wednesday, March 23, 2016

ავდეევკაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს


უკრაინული მედიაპორტალი Dnepr.info, სტატიაში სახელწოდებით "ავდეევკასთან "რეალური სტალინგრადია", დნეპროპეტროვკსი ოლქში კლვავ მოყავთ დაჭრილები", იუწყება რომ, 2016 წლის 22 მარტს, დნეპროპეტროვსკის საოლქო კლინიკაში და სამხედრო ჰოსპიტალში დაჭრილი მებრძოლები მოიყვანეს.
დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორის მრჩევლის, ტატიანა გუბის განცხადეის თანახმად, გუშინ 66-ე ჰოსპიტალში, ბრძოლების შედეგად დაჭრილი, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში მყოფი, სამი მებრძოლი იქნა მიყვანილი. ნამსხვრევებით დაჭრილი, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში მყოფი კიდევ ორი მებრძოლი სელიდოვოს საავადმყოფოში იქნა ევაკუირებული.
დნეპროპეტროვსკში საჰაერო სადესანტო ჯარების 25-ე ბრიგადის სამი დაჭრილი ჯარისკაცი მეჩნიკოვის სახელობის საოლქო კლინიკამაც მიიღო, ჯარისკაცების ქსმ-ი ავდეევკასთან ნაღმზე აფეთქდა. ორს აფეთქებამ ფეხები დააწყვიტა, ხოლო ერთერთს თვალებშიც მძიმედაა დაჭრილი. სამივეს მიღებული აქვს აკუბაროტრავმა - სასმენი ორგანოების დაზიანება.
ასევე საოპერაციოდ ემზადება ხერხემალ დაზიანებული ერთი მებრძოლ. კარდიოცენტრში ინფარკტიანი ერთი ჯარისკაცი გადაიყვანეს
ავდეევკასთან მძიმე ბრძოლებზე ვოლონტერთა ჯგუფი "დაბრუნდი ცოცხალიც" იუწყება. მათი თქმით მტერი არტილერიისა და ტაკების გამოყენებით უტევს უკრაინულ პოზიციებს.
თვითმხილველების თქმით ავდეევკაში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ყველაზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

წყარო:
Под Авдеевкой «реальный Сталинград», в Днепропетровск снова везут раненых



No comments:

Post a Comment